დადასტურებულად — მაიკ მენიო მილანთან კონტრაქტს 2031 წლამდე გაახანგრძლივებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, გამოცდილი ფრანგი კიპერი უახლოეს პერიოდში ახალ ხელშეკრულებას 100% გააფორმებს.
იმის მიუხედავად, რომ მაიკ მენიოსა და კლუბის უფროსობას შორის სიტუაცია თვეების განმავლობაში დაძაბული იყო, მაქს ალეგრისა და იგლი ტარეს დამსახურებით, 30 წლის კარის დარაჯმა მილანიდან წასვლა გადაიფიქრა და ახალ კონტრაქტს დათანხმდა.
ინფორმაციისთვის იმასაც გეტყვით, რომ ზაფხულში მენიოს დამატებას ბაიერნი და იუვენტუსი განიხილავდნენ, თუმცა ფრანგმა ფეხბურთელმა ორივე კლუბს უარი განუცხადა და მილანში დარჩენა გადაწყვიტა.













