შეთანხმება შედგა — ჯონათან ტა ლევერკუზენიდან კარიერას ბაიერნში გააგრძელებს! 29 წლის გერმანელი ცენტრალური მცველი "რეკორდმაისტერში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება, კლუბთან კი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
იმის მიუხედავად, რომ 2024 წელს ბარსელონა და ჯონათან ტა პირად კონტრაქტზე შეთანხმდნენ, მხარეებს შორის გარიგება მაინც ჩაიშალა. გერმანელმა მცველმა კატალონიური კლუბისგან გარანტიები ვერ მიიღო. როგორც იწერება, ბარსელონას ფინანსური პრობლემების ფონზე, შანსი იყო კლუბს ფეხბურთელი ლა ლიგაში ვერ დაერეგისტრირებინა, სწორედ ამიტომ ტამ "ბლაუგრანას" ტრანსფერზე უარი განუცხადა.
ბაიერნი ახალი მცველის ძიებას მას შემდეგ შეუდგა, რაც ერიკ დაიერის წასვლის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა. გამოცდილი ინგლისელი ფეხბურთელი კარიერას მონაკოში გააგრძელებს. ხოლო რაც შეეხება კიმ მინ-ჯეს, ბაიერნი სამხრეთ კორეელი მცველის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს, შესაბამისად, კომპანის გუნდი ახალ მცველს ეძებდა.
გერმანული გრანდი ჯონათან ტასთან კონტრაქტის დეტალებს უახლოეს დღეებში მოაგვარებს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი უახლოეს ორ კვირაში გაოფიციალურდება.













