ოფიციალურად: ნიკო შლოტერბეკმა დორტმუნდთან კონტრაქტი 2031 წლამდე გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ 26 წლის გერმანელი ფეხბურთელის ზაფხულში სხვა კლუბში ტრანსფერი 100% გამოირიცხა.
იმის მიუხედავად, რომ გერმანელი ცენტრალური მცველით ბარსელონა, რეალ მადრიდი, იუვენტუსი, ლივერპული და ბაიერნი ინტერესდებოდნენ, ფეხბურთელმა BVB-ში დარჩენა არჩია და ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულებაც გააფორმა.
ნიკო შლოტერბეკის კონტრაქტში ჩაიწერა გამოსასყიდი თანხა, კერძოდ €55/60 მილიონი, რომელიც 2027 წლიდან ამოქმედდება.













