დადასტურებულად — იბრაჰიმა კონატე ლივერპულში რჩება! მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა, 26 წლის ფეხბურთელი ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს!
ლივერპული და ფრანგი ცენტრალური მცველი ახალ ხელშეკრულებაზე დაახლოებით წელიწადნახევარი მუშაობდნენ, რის ფონზეც იყო ვარაუდი, რომ იბრაჰიმა კონატე ზაფხულში ენფილდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა, თუმცა როგორც ხედავთ მხარეებმა შეთანხმებას მაინც მიაღწიეს.
იბრაჰიმა კონატეს უფასოდ დამატებას რეალ მადრიდი და პარი სენ-ჟერმენი განიხილავდნენ, თუმცა ამის მიუხედავად ფრანგმა ლივერპულში დარჩენა გადაწყვიტა. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, 26 წლის ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს მიმდინარე თვეში გააფორმებს.













