დადასტურებულად — დაიო უპამეკანო ბაიერნთან კონტრაქტს 2030 წლამდე გაახანგრძლივებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 27 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი უახლოეს პერიოდში ახალ ხელშეკრულებას 100% გააფორმებს.
იმის მიუხედავად, რომ ბაიერნი და დაიო უპამეკანო ახალ ხელშეკრულებაზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ თანხმდებოდნენ, ბოლო კვირებში "რეკორდმაისტერმა" ფეხბურთელს საკმაოდ სოლიდური შეთავაზება გაუკეთა და დიდი კონკურენციის მიუხედავად, ფრანგი უკანახაზელი შეინარჩნა.
შეგახსენებთ, დაიო უპამეკანო მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდებოდა, მის დამატებას კი პსჟ, რეალ მადრიდი და ბარსელონა განიხილავდნენ.













