LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, საზონოვის ტრანსფერი ამ ფანჯარაზე შეიძლება ბოლო ქართული გარიგება არ იყოს — როგორც ჩვენმა გუნდმა შეიტყო, ვალენსია გიორგი ქოჩორაშვილით სერიოზულად ინტერესდება! ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "ღამურები" ახალ ცენტრალურ ნახევარმცველს ეძებენ და სიაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელიც არის.
ვალენსია უახლოეს საათებში შეიძლება მინიმუმ ერთმა ფეხბურთელმა დატოვოს, კერძოდ, ხავი გერამ ან ანდრე ალმეიდან, შესაბამისად, ბარახას გუნდი ამ ფეხბურთელების პოტენციურ შემცვლელებს უკვე ეძებს. მესტალიას ბინადრები ქოჩორაშვილის გარდა, ლევანტეს კიდევ ერთი ფეხბურთელით, პაბლო მარტინესითაც ინტერესდებიან. განიხილება ასევე სევილიას 30 წლის ნახევარმცველის იოან იორდანის დამატებაც.
ჩვენი ინფორმაციით, ვალენსიას ქოჩორაშვილის სანაცვლოდ შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა უახლოეს საათებში შესაძლოა მხარეებს შორის ახალი კონტაქტი შედგეს, სადაც გაირკვევა რამდენად შესაძლებელი იქნება ეს გარიგება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოესწროს.














