ნიკლას ფულკრუგი დორტმუნდიდან;
კრისენსიო სამერვილი ლიდს იუნაიტედიდან;
გუიდო როდრიგესი ბეტისიდან;
აარონ ვან-ბისაკა მანჩესტერ იუნაიტედიდან;
ლოპეტეგის გუნდმა ამ სიიდან 3 ტრანსფერი უკვე დახურა — ფულკრუგი უახლოეს საათებში ლონდონში ჩაფრინდება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. დორტმუნდი 31 წლის გერმანელი ფორვარდის სანაცვლოდ, €33 მილიონს მიიღებს.
რაც შეეხება სამერვილს, ჩემპიონშიპის 2023/24 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი "ჩაქუჩების" მორიგი ტრანსფერი იქნება. 22 წლის ნიდერლანდელმა ვესტ ჰემში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, დარჩენილია მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა, რაც დროის ამბავია. ლიდსი ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ €30 მილიონს მიიღებს.
და ბოლოს გუიდო როდრიგესი - რომ არა ჩავის ბარსელონადან გაშვება, გამოცდილი არგენტინელი ახლა კატალონიური კლუბის ფეხბურთელი იქნებოდა, თუმცა ჰანსი ფლიკის მისვლის შემდეგ, გეგმები შეიცვალა და გუნდმა 30 წლის ფეხბურთელის დამატებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, საქმეში ვესტ ჰემი ჩაერთო და მხარეებმა ტრანსფერზე შეთანხმება სულ რამდენიმე საათის წინ მოახერხეს. გუიდო ლონდონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდება.
რაც შეეხება აარონ ვან-ბისაკას, 26 წლის ინგლისელი განაპირა მცველი მანჩესტერ იუნაიტედს უახლოეს საათებში დატოვებს — ფეხბურთელთან წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, დარჩენილია მხოლოდ გუნდებს შორის შეთანხმება, რაც წესით, დროის ამბავი იქნება. მხარეები €20-25 მილიონიან გარიგებაზე მუშაობენ.













