გორეცკა ბაიერნის ღირსებას 2018 წლიდან იცავს და მოსვლის დღიდან, გუნდის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად ჩამოყალიბდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი, გერმანელის ადგილი სასტარტო შემადგენლობაში სულ მოიძებნებოდა, თუმცა სიტუაცია ახლა თავიდან ბოლომდე შეიცვალა.
კომპანის სათამაშო გეგმებში გორეცკა არ შედის, ბელგიელ სპეციალისტსა და ფეხბურთელს შორის საუბარი რამდენჯერმე შედგა და ვინსენმა ლეონს აუხსნა, რომ თუ გუნდში დარჩება, როტაციის ფეხბურთელი იქნება და არა სასტარტო შემადგენლობის.
იმის მიუხედავად, რომ გორეცკას "რეკორდმაისტერის" დატოვება არ სურს, ბაიერნი მის გაყიდვას მაინც გეგმავს. გერმანელი ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი €25-30 მილიონის ფარგლებშია.













