სულ რამდენიმე საათის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ოსიმენის აგენტებს მანჩესტერ იუნაიტედისა და პსჟ-ს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ. ორივე კლუბი ახალი სეზონისთვის ახალ ფორვარდს ეძებს და როგორც ირკვევა, ნიგერიელი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. როგორ იუნაიტედმა, ისე პარიზულმა გუნდმაც ფეხბურთელს საკუთარი პროექტი წარუდგინა, უახლოეს თვეებში კი მოსალოდნელია, რომ პირველი ოფიციალური შეთავაზებაც გაკეთდება.
ვიქტორ ოსიმენს ნაპოლისთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიური გუნდი ნიგერიელი ფორვარდის სანაცვლოდ ძალიან დიდ თანხას ფიზიკურად ვერ მოითხოვს. მოსალოდნელია, რომ ზაფხულში ოსიმენის სატრანსფერო ფასი დაახლოებით €60 მილიონის ფარგლებში იქნება. ფეხბურთელის სიტუაციას პრემიერ ლიგის სხვა გუნდები და საუდის კლუბებიც ყურადღებით აკვირდებიან.