ვიქტორ ოსიმენის გარშემო საუბრები არ წყდება. 26 წლის ფორვარდის ტრანსფერზე რამდენიმე კლუბი მუშაობს, თუმცა ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად ალ ჰილალი აქტიურობს! ტრანსფერზე პირადად გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი მუშაობს — იტალიელი სპეციალისტი ყველაფერს აკეთებს ნიგერიელი ფორვარდის დასაყოლიელებლად.
ალ ჰილალის შეთავაზება ნიგერილ ფორვარდს მაგიდაზე უდევს - წელიწადში ხელფასის სახით €40 მილიონი! შემდეგი ეტაპი, ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდი თანხის €75 მილიონის გააქტიურება იქნება. შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენი ამ დრომდე ნაპოლის საკუთრებაა.
ფეხბურთელის შენარჩუნებაზე მუშაობს გალათასარაიც, თუმცა ამ მომენტისთვის ნიგერიელი ფეხბურთელი თურქეთში დარჩენას ნაკლებად განიხილავს. უახლოეს დღეებში, ნიგერიელი ფორვარდის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. ვიქტორ ოსიმენი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ჩქარობს.













