პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი — ფლორიან ვირცი ლევერკუზენიდან კარიერას ლივერპულში გააგრძელებს! ახალგაზრდა გერმანელი ნახევარმცველის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ საბოლოოდ დადასტურდა. ფეხბურთელს ინგლისში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ლივერპულმა ფლორიან ვირცის სანაცვლოდ არც მეტი, არც ნაკლები €150 მილიონი გადაიხადა, ხოლო თავად ფეხბურთელისთვის მინიმუმ 5-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია. იმის მიუხედავად, რომ გერმანელი "ათიანის" თაობაზე ბევრი კლუბი აქტიურობდა, ლივერპულმა ეს ტრანსფერი მაინც უპრობლემოდ განახორციელა. შეგახსენებთ, მერსისაიდულმა კლუბმა ფლორიან ვირცის გარდა ჟერემი ფრიმპონგისა და მილოშ კერკეზის გარიგებებიც დახურა.
ფლორიან ვირცი კიოლნის აკადემიის აღზრდილია, 2020 წლიდან მოყოლებული კი ლევერკუზენის ღირსებას იცავდა. გერმანელმა ფეხბურთელმა ამ დროში 197 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 57 გოლი და 65 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი













