ინგლისელი ფეხბურთელის გარშემო საუბრები არ წყდება. მილანის შემდეგ, საქმეში დორტმუნდი და იუვენტუსიც ჩაერთვნენ. სამივე კლუბი ფეხბურთელის იჯარით დამატებას განიხილავს, რაზეც მანჩესტერ იუნაიტედი თანახმაა. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც. 27 წლის ფეხბურთელი იანვრის თვეში ოლდ ტრაფორდს აუცილებლად დატოვებს. ინგლისელი შემტევი რუბენ ამორიმის გეგმებში არ შედის.

ლუკა ლოჩოშვილი
ქართველი ფეხბურთელი მოლოდინის რეჟიმშია — 26 წლის მცველი უახლოეს დღეებში კრემონეზეს დატოვებს, მის დამატებას კი რამდენიმე კლუბი ცდილობს. საქმეში არიან როგორც თურქული, ისე იტალიური გუნდებიც. ბოლო კლუბი, რომელიც კრემონეზეს ლოჩოშვილის თაობაზე დაუკავშირდა, სალერნიტანაა, რომელიც ასევე სერია ბ-ში ასპარეზობს. საქმეში რჩება კიდევ ერთი იტალიური გუნდი მოდენა. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია სხვა კლუბებიც გააქტიურებაც.

კრისტოფერ ნკუნკუ
ფრანგი ფეხბურთელი ენცო მარესკას გეგმებში არ შედის — ამის შესახებ 27 წლის ფეხბურთელმა კარგად იცის, თუმცა ნკუნკუ ყველაფერს აკეთებს ჩელსიში დასარჩენად. როგორც ცნობილია, ფრანგს სტემფორდ ბრიჯის დატოვება არ სურს, თუმცა უახლოეს დღეებში სიტუაცია თუ არ შეიცვლება, ფეხბურთელი იძულებული იქნება სხვა გუნდში გადაბარგდეს. ბოლო საათებში ნკუნკუს პსჟ-ს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, სადაც პოტენციური ტრანსფერის შესახებ საუბარი შედგა. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია სხვა ევროპული გუნდების გააქტიურებაც. ჩელსი დიდი ალბათობით თანახმა იქნება ნკუნკუ იჯარის წესით გაშვებაზე.

ჩელსიზე საუბარს გავაგრძელებთ და გეტყვით, რომ ტრავმების ეპიდემიის ფონზე, ენცო მარესკამ ახალი ცენტრალური მცველის დამატება მოითხოვა. განიხილება ორი ვარიანტი: ტრევო ჩალობას საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა და მისი გუნდში დაბრუნება და ასევე კრისტალ პალასის კიდევ ერთი ფეხბურთელის, მარკ გეჰის ყიდვა. ეს უკანასკნელი ჩელსის აღზრდილია და "აწრივებში" სწორედ ლონდონური კლუბიდან გადაბარგდა. კვირის ბოლომდე ენცო მარესკას გუნდი ცენტრალური მცველის საკითხის გადაჭრას გეგმავს. სიაში სხვა კანდიდატებიც არიან.

დანი ოლმო
ბარსელონა ესპანელ ფეხბურთელს ამ დრომდე ვერ არეგისტრირებს, რის გამოც მის გარშემო საუბრები ლოგიკურად არ წყდება. კატალონიური კლუბი გამოსავალს ამ დრომდე ვერ პოულობს და იმის მიუხედავად, რომ ოლმოს გუნდის დატოვება არ სურს, უახლოეს პერიოდში შეიძლება სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს. უახლოეს კვირებში 26 წლის ფეხბურთელის დარეგისტრირება თუ ვერ მოხერხდება, ბარსელონა ესპანელ ნახევარმცველს ზაფხულამდე დიდი ალბათობით იჯარის წესით გაუშვებს. ფეხბურთელის აგენტს რამდენიმე ევროპული გუნდი უკვე დაუკავშირდა, თუმცა ამ მომენტისთვის მეტი არაფერი ხდება. ოლმო იმედოვნებს, რომ ბარსელონა მის პრობლემას უახლოეს დღეებში მოაგვარებს.

გიორგი მიქაუტაძე
გალათასარაი არ ნებდება! თურქული გრანდი ახალ, რიგით მესამე შეთავაზებას ამზადებს ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ. მას შემდეგ, რაც ლიონმა ბოლო შეთავაზება €21 მილიონი დაბლოკა, თურქებმა საქმიდან გასვლაზე უარი განაცხადეს და ტრანსფერზე მუშაობა გააგრძელეს.
ამ მომენტისთვის უცნობია რა თანხაზეა საუბარი, თუმცა ფაქტია გალათასარაის გიორგი მიქაუტაძის ყიდვა გადაწყვეტილი აქვს. უახლოეს დღეებში ამ პოტენციურ გარიგებასთან დაკავშირებით, უფრო მეტი სიახლე გახდება ცნობილი.

ნოა ოკაფორი
მილანი იანვარში რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს — ამ სიაში მოხვდა ნოა ოკაფორიც, რომელიც გუნდის გეგმებში აღარ შედის. სერჟიო კონსეისაუს ახალი შემტევის დამატება სურს, ამისთვის კი შვეიცარიელი ფეხბურთელის გაყიდვაა საჭირო.
24 წლის ფეხბურთელის ყიდვის სურვილი გერმანულმა ლაიფციგმა უკვე გამოთქვა. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდია. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც. დიდი ალბათობით ნოა ოკაფორი ამ თვეში სან სიროს დატოვებს.
ინფორმაცია განახლებადია — სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ინფორმაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება გავრცელდეს, ჩვენი გუნდი კი ყოველთვის მზადაა გადამოწმებული ამბები მოგაწოდოთ.














