საუბარს, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიათი დავიწყებთ, რომელიც ნაპოლის დატოვებასთან ძალიან ახლოს არის! პსჟ ქართველი ფეხბურთელის თაობაზე პირველ ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს საათებში გააკეთებს. პარიზელებს 23 წლის ვინგერის დამატება იანვარშივე სურთ. მხარეები მუდმივ კონტაქტზე არიან და უახლოეს პერიოდში სიახლეებს ველოდებით.
ფრანგული მედია როგორც იუწყება, პარიზულ კლუბს საქმის ბოლომდე მიყვანა სურს და რანდალ კოლო მუანის შემცვლელად, სწორედ ქართველ ფეხბურთელს განიხილავენ. საუბარია დაახლოებით €80-100 მილიონიან გარიგებაზე.
ხვიჩა კვარაცხელიათი ასევე ინტერესდებიან ნიუკასლი, ჩელსი და ლივერპული.

შემდეგი სატრანსფერო სიახლე ლუკა ლოჩოშვილს ეხება, რომელიც უახლოეს საათებში სალერნიტანას ფეხბურთელი გახდება! დიახ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კრემონეზედან 6-თვიანი იჯარით სალერნოურ კლუბში ითამაშებს. მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, დარჩენილია მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა და კონტრაქტზე ხელის მოწერა.
ლუკა ლოჩოშვილი, რომ კრემონეზეს დატოვებას გეგმავდა, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ უკვე გაცნობეთ. განიხილებოდა თურქული გუნდების ვარიანტებიც, თუმცა 26 წლის მცველმა იტალიაში დარჩენა გადაწყვიტა. სალერნიტანას გარდა საქმეში იყო მოდენაც, თუმცა სალერნოურმა გუნდმა ტრანსფერის დახურვა მოახერხა.

საუბარს ბარსელონას შესახებ გავაგრძელებთ. დიდი შანსია, უახლოეს დღეებში გუნდი ორმა ფეხბურთელმა დატოვოს — ანსუ ფატი და რონალდ არაუხო პოტენციურ წამსვლელებს შორის არიან. პირველი მათგანი ჰანსი ფლიკმა ბოლო შეხვედრაში სამატჩო განაცხადშიც კი არ შეიყვანა, ხოლო ურუგვაელი ცენტრალური მცველის დამატებას იუვენტუსი ცდილობს.
ტიაგო მოტა ახალ მცველს ეძებს და როგორც ირკვევა, არაუხო #1 სამიზნეა. ბარსელონა ფეხბურთელის გაყიდვას განიხილავს, რადგან 25 წლის ურუგვაელი ახალ ხელშეკრულებას ხელს ამ დრომდე არ აწერს. ხოლო რაც შეეხება ანსუ ფატის, ახალგაზრდა ესპანელი ვინგერის აგენტი ფეხბურთელისთვის ახალ კლუბს უკვე ეძებს.

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები, დიდი ალბათობით, საბოლოო შეთანხმებით დასრულდება — ბაიერნი და ალფონსო დევისი შეთანხმებასთან ახლოს არიან! მხარეები ახალი კონტრაქტის გაფორმებას 2029 წლამდე განიხილავენ, კონტრაქტის მიხედვით, კანადელი განაპირა მცველის წლიური ანაზღაურება დაახლოებით €15 მილიონი იქნება.
მხარეებს შორის ახალი შეხვედრა მომდევნო კვირაშია დაგეგმილი, სადაც ბაიერნი მოლაპარაკების დახურვას შეეცდება. რეალ მადრიდი 24 წლის მცველის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და თუ ბაიერნთან შეთანხმება ვერ მოხერხდება, ფლორენტინო პერესი გააქტიურდება.
შეგახსენებთ, კანადელი განაპირა მცველი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგეტნი ხდება.

მანჩესტერ სიტი ერთბაშად 3 ტრანსფერის დახურვაზე მუშაობს: ომარ მარმუში (აინტრახტი), აბდუკოდირ ხუსანოვი (ლანსი) და ვიტორ რეისი (პალმეირასი)! დიახ, პეპ გუარდიოლას გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გახურებას სწორედ ახლა იწყებს. ჩავარდნილი პირველი წრის შემდეგ, "ქალაქელები" გაძლიერებას გეგმავენ და უახლოეს დღეებში ამ 3 გარიგების დახურვას შეეცდებიან.
სამივე მათგანთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია, დარჩენილია მხოლოდ სატრანსფერო თანხის საკითხის მოგვარება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. მოსალოდნელია, რომ მანჩესტერ სიტი, ამ ტრანსფერების გარდა, კიდევ შეეცდება მინიმუმ ერთი გარიგების დახურვას.
უახლოეს დღეებში სიტის გარშემო უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

ფრანგული ლიონი უახლოეს საათებში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პირველ გარიგებას დახურავს — დიახ, ეს სიმართლეა, ფინანსური პრობლემებისა და სატრანსფერო ბანის მიუხედავად, გუნდი ტიაგო ალმადას ბოტაფოგოდან იჯარის წესით დაიმატებს.
ბოტაფოგოს შემტევი ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის. არგენტინელმა ფეხბურთელმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაადასტურა, რომ იანვარში კარიერას ლიონში გააგრძელებდა, გუნდის ფინანსური პრობლემების მიუხედავად.
როგორ მოახერხა ლიონმა ამ ტრანსფერის დახურვა? ამაზე მარტივი პასუხი გვაქვს — ბოტაფოგო და ლიონი ჯონ ტექსტორისა და მისი Eagle Football Holdings-ის ჯგუფის მფლობელობაშია, შესაბამისად, ფრანგული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ სატრანსფერო თანხას არ გადაიხდის და მას უფასოდ დაიმატებს. ასეთი გარიგებით ლიონი შეძლებს და გვერდს აუვლის სატრანსფერო აკრძალვას.
რა გავლენა ექნება ტიაგო ალმადას ტრანსფერს გიორგი მიქაუტაძეზე?
არგენტინელი ფეხბურთელი პოზიციით შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც ასევე, შეუძლია მეორე ფორვარდისა და ვინგერის პოზიციაზე თამაშიც. ფეხბურთელის ასეთმა უნივერსალობამ, შეიძლება გიორგი მიქაუტაძის მომავალი შეცვალოს. შეგახსენებთ, გალათასარაი ქართველი ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში სტამბოლელები ახალ შეთავაზებას გააკეთებენ. ლიონს კი გაყიდვები სჭირდება...

დავიდე ფრატეზი ინტერის დატოვებას სერიოზულად განიხილავს! 25 წლის იტალიელი ნახევარმცველი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და იანვარში გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს.
ფეხბურთელის მიმართ ინტერესს რომა იჩენს და როგორც ცნობილი ხდება, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. "ჯალოროსი" ფრატეზის ტრანსფერზე მუშაობს, გარიგებაში კი შეიძლება რომელიმე რომაელი ჩაერთოს.
უახლოეს დღეებში ფრატეზის რომაში ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.

სანამ ნაპოლი და პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე საუბარს აგრძელებენ, ანტონიო კონტეს გუნდი მორიგი ტრანსფერის დახურვასთანაა ახლოს — ნაპოლი ბორნმუთის 28 წლის ნახევარმცველს ფილიპ ბილინგს 6-თვიანი იჯარით დაიმატებს! "პარტენოპეი" გარიგების ბოლო დეტალებს უახლოეს საათებში მოაგვარებს, რის შემდეგაც გამოცდილი დანიელი ფეხბურთელი იტალიაში ჩაფრინდება.
პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველი, ბორნმუთის ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავდა, რა დროშიც 201 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 31 გოლი და 20 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
ანტონიო კონტეს სურვილია გუნდმა იანვარში რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატოს და თუ გუნდს ხვიჩა კვარაცხელიაც დატოვებს, ნაპოლი კიდევ რამდენიმე გარიგებას გაჩარხავს.
ანტონიო კონტეს სურვილია გუნდმა იანვარში რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატოს და თუ გუნდს ხვიჩა კვარაცხელიაც დატოვებს, ნაპოლი კიდევ რამდენიმე გარიგებას გაჩარხავს.

ქუთაისის ტორპედო ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ტორპედოში იბერიას მთავარი ლიდერი და კაპიტანი გიორგი კოხრეიძე ითამაშებს.
მოგეხსენებათ, იმერულ გუნდში დიდი ცვლილებებია დაანონსებული. ტორპედო უახლოეს დღეებში ახალ მთავარ მწვრთნელსაც წარადგენს.
გიორგი კოხრეიძის გარდა, ახალი სეზონიდან ტორპედოში პაატა ღუდუშაური და ლევან ხარაბაძეც ითამაშებენ.