დადასტურებულად — ჟან-ფილიპ მატეტა მილანში აღარ გადავა! იტალიურ კლუბთან დაახლოებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ფრანგმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა, რის გამოც ტრანსფერი ჩაიშალა.
შეგახსენებთ, მილანი და კრისტალ პალასი 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე რამდენიმე საათის წინ შეთანხმდნენ. მატეტამ სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი ლონდონში გაიარა, სადაც გამოჩნდა, რომ მუხლზე გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ამის გამო მილანმა მეორე სამედიცინო შემოწმებაც ჩანიშნა, სადაც საბოლოოდ გაირკვა თუ რა სახის პრობლემა ჰქონდა ფრანგ მოთამაშეს.
საბოლოო ჯამში, "როსონერიმ" ტრანსფერზე უარი თქვა და საქმიდან გავიდა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება, შესაბამისად, უცნობია მოესწრება თუ არა ჟან-ფილიპ მატეტას სხვა გუნდში ტრანსფერი. უახლოეს საათებში 28 წლის ფეხბურთელის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













