ფრიმპონგის მიმართ ბაიერნისა და ლივერპულის ინტერესი უკვე დადასტურდა. "რეკორდმაისტერი" ზაფხულში მინიმუმ ორი ფლანგელის დამატებას გეგმავს, ნიდერლანდელი ფეხბურთელი კი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. რაც შეეხება ლივერპულს, ინგლისელები ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის პოტენციურ შემცვლელს უკვე ეძებენ, 24 წლის ფეხბურთელი კი არნე სლოტს ძალიან მოსწონს.
ნიდერლანდელი ფეხბურთელი ლევერკუზენის ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 182 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 29 გოლი და 40 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ჟერემი ფრიმპონგის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი — მოსალოდნელია, რომ ბაიერნისა და ლივერპულის გარდა, სხვა ტოპ კლუბებიც ჩაერთვებიან საქმეში.