შეთანხმება შედგა— ჟოაუ ფელიქსი ჩელსიდან კარიერას ალ ნასრიში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, პორტუგალიელს საუდიში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ალ ნასრი 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ €50 მილიონამდე გადაიხდის.
მას შემდეგ, რაც ჟოაუ ფელიქსი მილანიდან დაბრუნდა, ფეხბურთელის ტრანსფერზე ბენფიკა მუშაობდა. მხარეები შეთანხმებასთან ახლოსაც იყვნენ, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქმეში ალ ნასრი ჩაერთო. საუდის კლუბის მიერ შეთავაზებული თანხა და კონტრაქტი, როგორც ჩელსისთვის, ისე ფეხბურთელისთვისაც მისაღები აღოჩნდა.
ჟოაუ ფელიქსი ჩელსის ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავდა. პორტუგალიელმა ამ დროში 40 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













