"წითელი ეშმაკები" ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაწერილ გამოსასყიდ თანხას აამოქმედებენ, კერძოდ €40 მილიონს. ამ გარიგებიდან, დაახლოებით €20 მილიონს, ზირკზეს ყოფილი გუნდი, ბაიერნი მიიღებს, რადგან გერმანული გრანდი, ნიდერლანდელი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების 50%-ს ფლობს.
მანჩესტერი ასევე, მზადაა, ზირკზეს აგენტის მიერ მოთხოვნილი საკომისიო თანხაც გადაიხადოს - საუბარია არც მეტი, არც ნაკლები, €15 მილიონზე. მილანი საქმიდან მას შემდეგ გავიდა, რაც აგენტმა მოთხოვნილი საკომისიოს დაკლებაზე, უარი განაცხადა.
ზირკზე-მანჩესტერ იუნაიტედი - მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს უახლოეს დღეებში მოაგვარებენ, ფეხბურთელს კი ინგლისში, ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ ელოდებიან.













