La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
27-ე ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2026 წლის 25 აპრილს, 14:00 საათზე.
რა უნდა გავითვალისწინოთ 27-ე ტურის წინ?
ფულემი VS. ასტონ ვილა | 25 აპრილი, 15:30 საათი
პრემიერ ლიგის 34-ე ტურში ბევრი გამორჩეული დაპირისპირება გველოდება, საიდანაც ერთ-ერთი ქრეივენ კოტეჯზე გაიმართება. მაყურებელს ფულემი-ასტონ ვილას მატჩი ელოდება, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს.
მარკო სილვას გუნდი 45 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში მე-7 პოზიციაზე გადასვლას მოახერხებს, ხოლო რაც შეეხება ასტონ ვილას, უნაი ემერის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზანოაშია და 58 ქულით, მე-4 პოზიციას იკავებს.
ეს მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, წინ საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება გველოდება.
პირველ წრეში გამართული მატჩი ასტონ ვილას გამარჯვებით, 3-1 დასრულდა. მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრა იხილა და მოსალოდნელია, რომ არც 25 აპრილს გასამართი მატჩი იქნება მოსაწყენი.
ახლა კი გუნდების დანაკლისზე ვისაუბროთ. ფულემს ამ შეხვედრაში ტეტე და კევინი დააკლდება, უნაი ემერის განკარგულებაში კი კამარა და ალისონი არ იქნებიან.
ფულემის სავარაუდო შემადგენლობა: ლენო, კასტანი, ანდერსენი, ბასი, სესენიონი, ლუკიჩი, ბერგე, ვილსონი, კერნი, ივობი, მუნიზი.
ასტონ ვილას სავარაუდო შემადგენლობა: მარტინესი, ქეში, კონსა, მინგსი, დინი, ონანა, ტილემანსი, მაკგინი, ბუენდია, როჯერსი, უოტკინსი.
ფულემი და ასტონ ვილა ისტორიაში სულ 79-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, საიდანაც უფრო მეტი, კერძოდ 30 ბირმინგემელებმა მოიგეს, ხოლო კოტეჯელებმა მეტოქეს 26-ჯერ აჯობეს. ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობა 23 ითვლის.
ვფიქრობთ, ამ მატჩში შანსები 50/50-ზეა და დიდი ალბათობით მაყურებელი ბევრ გატანილ გოლსაც იხილავს.
მილანი VS. იუვენტუსი | 26 აპრილი, 22:45 საათი
სერია A-ს 34-ე ტურის ცენტრალური მატჩი სან სიროზე გაიმართება, სადაც მაქს ალეგრის მილანი ლუჩანო სპალეტის იუვენტუსს უმასპინძლებს.
ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშია ჩართული, შესაბამისად, წინ საოცრად დაძაბული შეხვედრა გველოდება.
მილანი ამ მატჩს 66 ქულით ხვდება, ხოლო იუვენტუსს 63 ქულა აქვს. "როსონერი" მე-2 პოზიციას იკავებს, "ბიანკონერი" კი მე-4 პოზიციაზეა.
გუნდებს შორის პირველ წრეში ჩატარებული მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა, თუმცა გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს მაინც მილანი იყო - კრისტიან პულისიკმა მეორე ტაიმში პენალტი ვერ გამოიყენა.
რაც შეეხება გუნდების დანაკლისს, მილანი ამ მატჩს სრული შემადგენლობით ხვდება, ხოლო იუვენტუსს ამ შეხვედრაში ვლაჰოვიჩი, კაბალი, პერინი და მილიკი დააკლდება.
მილანის სავარაუდო შემადგენლობა: მენიო, ტომორი, გაბია, პავლოვიჩი, სალმაკერსი, ფოფანა, მოდრიჩი, რაბიო, ბარტეზაგი, პულისიკი, ლეაო.
იუვენტუსის სავარაუდო შემაგდენლობა: დი გრეგორიო, კალულუ, ბრემერი, კელი, კამბიაზო, ლოკატელი, ტურამი, მაკკენი, ილდიზი, კონსეისაუ, დევიდი.
მილანი-იუვენტუსის დაპირისპირება სულ 229 მატჩს ითვლის, საიდანაც "ბიანკონერიმ" 89 შეხვედრა მოიგო, "როსონერიმ" კი 66. ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობა 74 ითვლის.
იმის გათვალისწინებით, რომ სასწორზე ჩემპიონთა ლიგის საგზური დევს, წინ დიდი ალბათობით საოცრად დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გველოდება.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.














