La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
26-ე ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2026 წლის 18 აპრილს, 14:00 საათზე.
რა უნდა გავითვალისწინოთ 26-ე ტურის წინ?
ჩელსი VS. მანჩესტერ იუნაიტედი | 18 აპრილი, 23:00 საათი
პრემიერ ლიგის 33-ე ტურში რამდენიმე გამორჩეული მატჩი გველოდება, საიდანაც ერთ-ერთი სტემფორდ ბრიჯზე გაიმართება. მაყურებელს წინ ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირება ელოდება, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გადაწდეს.
ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და იმის მიუხედავად, რომ "წითელი ეშმაკები" შედარებით კომფორტულად გრძნობენ თავს მე-3 პოზიციაზე, ამ მატჩს მაინც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს.
ლიამ როსენიორის ჩელსი საკმაოდ ცუდ ფორმაში ხვდება ამ პრინციპულ დაპირისპირებას - ლონდონელებმა ბოლო 5 ჩატარებული მატჩიდან 4 წააგეს და მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს, ხოლო რაც შეეხება მანჩესტერ იუნაიტედს, მაიკლ კერიკის გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგო, 2 წააგო და ერთხელაც დაზავდა.
ჩელსი 33-ე ტურს 48 ქულით ხვდება, "წითელ ეშმაკებს" კი 55 ქულა აქვთ.
პირველ წრეში გამართული მატჩი მანჩესტერ იუნაიტედის გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. მაყურებელმა ოლდ ტრაფორდზე საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული დაპირისპირება იხილა და დიდია იმის ალბათობა, რომ 18 აპრილსაც საინტერესო შეხვედრას ვიხილავთ.
ჩელსი ამ შეხვედრას რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე ხვდება. ლიამ როსენიორის განკარგულებაში ჯეიმსი, გიტენსი და კოლვილი არ იქნებიან, ჩალობას საკითხი კი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება. სერიოზული დანაკლისით იქნება წარმოდგენილი სტუმარი გუნდი - მანჩესტერ იუნაიტედის სამატჩო განაცხადში ლისანდრო მარტინესი, მაგუაიერი, დორგუ და დე ლიხტი არ იქნებიან.
ჩელსის სავარაუდო შემადგენლობა: სანჩესი, გუსტო, ფოფანა, ჰატო, კუკურეია, კაისედო, ლავია, ნეტუ, ენცო ფერნანდესი, პალმერი, ჟოაო პედრო;
მანჩესტერ იუნაიტედის სავარაუდო შემადგენლობა: ლამენსი, დალო, იორო, ჰევენი, შო, კაზემირო, უგარტე/მეინუ, დიალო, ბრუნო ფერნანდეში, კუნია, მბიუმო;
ჩელსისა და მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირება სულ 194 მატჩს ითვლის, საიდანაც უფრო მეტი, კერძოდ 82 "წითელმა ეშმაკებმა" მოიგეს, ხოლო ლონდონელებმა მეტოქეს 57-ჯერ აჯობეს. ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობა 55 ითვლის.
ჩვენი ვარაუდია, რომ შაბათს მაყურებელი ბევრ გატანილ გოლს იხილავს, ხოლო რაც შეეხება ფავორიტს, შანსებს ასე გადავანაწილებდით - 60/40% მაიკლ კერიკის გუნდის სასარგებლოდ.
მანჩესტერ სიტი VS. არსენალი | 19 აპრილი, 19:30 საათი
და აი ისიც, 2025/26 სეზონის მთავარი მატჩი, რომელიც ეტიჰად სთედიუმზე გაიმართება - პეპ გვარდიოლას "ქალაქელები" მიკელ არტეტას "მეთოფეების" წინააღმდეგ! მატჩი, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს, შეინარჩუნებს არსენალი მინიმუმ 6-ქულიან სხვაობას თუ მოახერხებს და მანჩესტერ სიტი პირველ ადგილს კიდევ უფრო მიუახლოვდება. აფიშა სერიოზულია, შესაბამისად, ამ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
მანჩესტერ სიტი ამ პრინციპულ დაპირისპირებას საკმაოდ კარგ ფორმაში ხდვება - პეპ გვარდიოლას გუნდს 3-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, ხოლო რაც შეეხება არსენალს, ლონდონელებმა ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოახერხეს გამარჯვება, თუმცა მათთვის საბედნიეროდ, ლონდონელები ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდნენ, რაც ასეთი მატჩის წინ დიდი მუხტი იქნება.
მანჩესტერ სიტი 33-ე ტურს 64 ქულით ხვდება, არსენალს კი 70 ქულა აქვს, თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ "ქალაქელებს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რაც უმნიშვნელოვანესი დეტალია.
პირველ წრეში გამართული დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, სადაც არსენალი წაგებას ბოლო წუთზე გატანილი გოლით გადაურჩა. იმ შეხვედრაში თავის გამოჩენა ჰოლანდმა და მარტინელიმ მოახერხეს.
რაც შეეხება კვირას გასამართ დაპირისპირებას, გუნდები ამ შეხვედრას გარკვეული დანაკლისით ხვდებიან. პეპ გვარდიოლას განკარგულებაში დიაში და გვარდიოლი არ იქნებიან, ხოლო არსენალს ტიმბერი, კალაფიორი, საკა, მერინო და ოდეგორი დააკლდება.
მანჩესტერ სიტის სავარაუდო შემადგენლობა: დონარუმა, ნუნიეში, ხუსანოვი, გეჰი, ო'რაილი, როდრი, ბერნარდუ სილვა, სემენიო, შერკი, დოკუ, ჰოლანდი;
არსენალის სავარაუდო შემადგენლობა: რაია, მოსკერა, სალიბა, მაგალიაესი, ინკაპიე, რაისი, სუბიმენდი, მადუეკე/ტროსარი, ეზე, მარტინელი, იოკერესი;
მანჩესტერ სიტი-არსენალის ისტორიული დაპირისპირება 204 მატჩს ითვლის, საიდანაც ლონდონელებმა 97 მოიგეს, ხოლო "ქალაქელებმა" მეტოქეს 59-ჯერ აჯობეს. გუნდები სულ 48-ჯერ დაზავდნენ.
ახალ კი რაც შეეხება 19 აპრილს გასამართ მატჩს, იმის გათვალისწინებით, რომ სასწორზე ჩემპიონობა დევს, ვფიქრობთ შანსები 50/50-ზეა და ფავორიტის დასახელება ყველას გაუჭირდება. ეს იქნება საჭადრაკო დაპირისპრიება, სადაც დიდი შანსია ჩემპიონის ბედი გაირკვეს.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.














