დივიზიონის პრეისტორია - რა ხდება ქვესაშუალო წონაში?
საშუალო წონაში ყველაფერი თავდაყირა დგას. ადესანია დიდი ხნის განმავლობაში დივიზიონის „ტახტზე“ იმყოფებოდა და სატიტულო ქამარს დივიზიონის საუკეთესო მებრძოლებთან წარმატებით იცავდა. ყველაფერი მოსაწყენი ხდებოდა, რადგან ადესანიას დამმარცხებელი არავინ ჩანდა, თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ბოლო პერიოდში საშუალო წონაში ჩემპიონობა არაერთმა მებრძოლმა შეძლო. ადესანია ალექს პერეირამ ტექნიკური ნოკაუტით მეხუთე რაუნდში დაამარცხა. შემდეგ ვიხილეთ ჩელენჯერი ადესანია, რომელმაც პერეირას MMA-ში ანგარიში გაუთანაბრა. ადესანია თითქოს კვლავ დაუმარცხებელი ჩანდა, თუმცა, შონ სტრიკლენდმა 5-რაუნდიანი მასტერკლასი ჩაუტარა, ნოკდაუნშიც გაუშვა და მსაჯების გადაწყვეტილებით, ქამარიც მოიპოვა.
სტრიკლენდმა დიდხანს ვერ შეძლო ქამრის შენარჩუნება, საკმაოდ ახლო ბრძოლაში დუ პლესისთან დამარცხდა. ამ მომენტისთვის ჩემპიონი დრიკუსია. შედეგად კი UFC 305-ზე MMA-ის ფანებმა ძალიან დამაინტრიგებელი ბრძოლა მივიღეთ, ჩემპიონსა და ადესანიას შორის.

ამ დაპირისპირებას ლაიტმოტივად ერთი საინტერესო გარემოება გასდევს. ეს იქნება ბრძოლა, რომელმაც „ნამდვილი აფრიკელი“ უნდა გამოავლინოს. ადესანია წარმოშობით ნიგერიიდანაა და ყოველთვის ხაზს უსვამს ამას, იზი ამაყობს თავისი აფრიკული ფესვებით, თუმცა მებრძოლად ახალ ზელანდიაში ჩამოყალიბდა და ბოლო დრომდე UFC-შიც სწორედ ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობდა. დუ პლესი კი სამხრეთაფრიკელია, მომზადებასაც იქ გადის და UFC-ის „პირველ ნამდვილ აფრიკელ ჩემპიონად" პოზიციონირებს. აფრიკელობისა და ნაციონალური იდენტობის საკითხს ამ ორ მებრძოლს შორის დაპირისპირება ახალ განზომილებაში გადაჰყავს.
დუ პლესის გზა ქამრამდე
დრიკუს დუ პლესის UFC-ში მარცხი არ აქვს. მან 7 ორთაბრძოლა გამართა, საიდანაც 5-ში ფინიშით, 2-ში კი ქულებით მოიპოვა გამარჯვება. სამხრეთაფრიკელი მძიმე დამრტყმელია, რომელიც მიწაზეც საკმაოდ ძლიერია. დრიკუსი ორგანიზაციის ელიტაში დარენ ტილის დამარცხების შემდეგ შევიდა. ბევრი მარცხის მიუხედავად, ტილი ერთ-ერთი გამორჩეულ მებრძოლად მიიჩნეოდა, რომელიც მოსამზადებელ პერიოდს UFC-ის დაუმარცხებელ ვარსკვლავთან, ხამზატ ჩიმაევთან, გადიოდა. ინგლისელი მებრძოლი ბევრ დროს უთმობდა ჭიდაობას და ფიზიკურ მომზადებას, თუმცა, ამ ბრძოლაში მას მომენტები მხოლოდ დგომში ჰქონდა. მიწაზე დუ პლესიმ აბსოლუტური ჯოჯოხეთი მოუწყო ტილს და საბოლოოდ, გამარჯვება მესამე რაუნდში ზურგიდან მახრჩობელა ილეთით მოიპოვა.
ამ ბრძოლაში გამარჯვების მიუხედავად, დუ პლესის საბრძოლო სტილში ბევრი მინუსი გამოჩნდა. მან საკმაოდ ბევრი დარტყმა გაუშვა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ზიანს საკმაოდ კარგად გაუმკლავდა. ასევე, მისი კარდიოც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, პირველივე რაუნდის შემდგომ დუ პლესი საკმაოდ მძიმედ სუნთქავდა. შემდეგი გაჩერება მისთვის დერეკ ბრანსონი იყო. პირველ რაუნდში ვეტერანმა ბრანსონმა დრიკუსი პარტერში საგრძნობლად დაჩაგრა. აქაც გამოჩნდა, რომ დუ პლესი მარტივად იღლებოდა და დგომში ძალიან ბევრ დარტყმას უშვებდა, თუმცა მეორე რაუნდის მიწურულს მაინც მოახერხა ნაადრევი გამარჯვების მოპოვება. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დრიკუსს ყველაზე მარტივი ბრძოლა რობერტ უიტეკერთან ჰქონდა. ყოფილ ჩემპიონთან სამხრეთაფრიკელმა რთული გამოცდა დამაჯერებლად ჩააბარა. უიტეკერს გარედან მუშაობა და „ფარიკაობის“ ხარჯზე ქულების აკრეფა უყვარს. UFC 290-ზეც ყველაფერი მოსალოდნელი სცენარით მიდიოდა, თუმცა პირველი რაუნდის მიწურულს დუ პლესიმ რობს ჯუდოს გდება გაუკეთა და დიდი ზიანიც მიაყენა, მეორე რაუნდში კი ჯებით დაანოკდაუნა და შემდგომ ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა, რითაც საჩემპიონო ორთაბრძოლა გაიფორმა. საშუალო წონაში სტატუს-კვო ასეთია - უგებ უიტეკერს?! ესე იგი, საჩემპიონო მასალა ხარ.
UFC 297-ზე საშუალო წონის ქამრისთვის დუ პლესიმ შონ სტრიკლენდთან 5-რაუნდიანი ომი გააჩაღა. თითქოს, სტრიკლენდს თავისკენ მიჰყავდა ყველაფერი, თუმცა ორმა მსაჯმა, მეორე, მესამე და საჩემპიონო მეოთხე რაუნდი, დუ პლესს მიანიჭა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება განხილვის საგანი გახდა. როგორც გაირკვა, დუ პლესის პერფორმანსის გაუმჯობესებაში დიდი როლი ცხვირზე გაკეთებულმა ოპერაციამ ითამაშა. ქირურგიული ჩარევის წყალობით, დრიკუსი სუნთქვას გაცილებით უკეთ ახერხებს და ეს მის გამძლეობაზე დადებითად აისახება. თუმცა, მსგავს ტემპში ჩვენ მისგან მხოლოდ ერთი ბრძოლა ვიხილეთ. სამხრეთაფრიკელის კარდიო ჯერ კიდევ გამოსაცდელია.

ერთადერთი და განუმეორებელი ისრაელ ადესანია
ადესანია იმ მცირე მებრძოლთა რიცხვს მიეკუთვება, რომელთაც წარდგენა არ სჭირდებათ, თუმცა სანამ ბრძოლის პოტენციურ მიმდინარეობაზე ვისაუბრებთ და მის განხილვაზე გადავალთ, უმჯობესი იქნება რამდენიმე ფაქტორი ვახსენოთ.
შეიძლება ისრაელ ადესანია საკმაოდ ცუდი მოჭიდავეა, მაგრამ გრეპლინგის წინააღმდეგ UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე კარგი დაცვა აქვს. გდებებისგან თავის დასაცავად იზი თავის გრძელ კიდურებს ძალიან კარგად იყენებს, თუ საქმე პარტერამდე მივიდა, მეტოქის კლანჭებისგან თავის დასაღწევადაც არაერთი იარაღი აქვს. მისი "სტრაიკინგი" კი უნიკალურია. მას მეორე ნომრად მუშაობა უყვარს, პირველ ნომრადაც არაჩვეულებრივად იბრძვის. მისი ერთ-ერთი მთავარი იარაღი "ლოუ ქიქებია", უყვარს კომბინაციების ფეხში დარტყმებით დასრულება. მოულოდნელად ფეხით ტანში ან თავში შეტევა იზის მოწინააღმდეგეებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. ერთი სიტყვით, სართულების ცვლაში საკმაოდ ძლიერია. ასევე, ადესანიას საკმაოდ მაღალი საბრძოლო IQ აქვს. პერეირასთან პირველ ბრძოლაში იგი დამარცხდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მეხუთე რაუნდამდე დაპირისპირებას აშკარად იგებდა, ანუ, საკმაოდ კარგად იყო მომზადებული. რემატჩში კი გამოჩნდა, თუ რა დონეზე ჰყავდა მეტოქე შესწავლილი. ადესანიამ დამუშავებული კომბინაციით ალექს პერეირას დანოკაუტება და ქამრის დაბრუნება შეძლო. საბოლოოდ, იზი შონ სტრიკლენდთან დამარცხდა. აუცილებელია იმის გააზრება, თუ როგორ მოახერხა ეს ყველაფერი შონმა.
UFC-ში სტრიკლენდი ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოკრივეა. მას არ აქვს არაორდინალური კომბინაციები, თუმცა აქვს ფენომენალური ჯები და შეუძლია მეტოქის მუდმივ წნეხში მოქცევა. იგი დარტყმებს საკმაოდ კარგად იგერიებს და რაც მთავარია, პრესინგის დროს დევნის მაგივრად მეტოქეს კუთხეებს იდეალურად უჭრის. ამის შედეგად, მოწინააღმდეგეებს უწევთ გაცილებით სწრაფ ტემპში და გაცილებით მეტი იმოძრაონ. ადესანისთანაც იგივე მოხდა. შონი აპრესინგებდა იზის, ადესანია ცდილობდა "ლოუ ქიქებით" შეეტია, თუმცა შონი მათ დროულად ჩექავდა, სანაცვლოდ ჯებითა და ქროსით უტევდა. თუ მომენტი საშუალებას მისცემდა შონი ასევე საკმაოდ კარგად იყენებდა "ფრონთ ქიქებს". ადესანიას საბრძოლველად სივრცე სჭირდება, შონი კი 25 წუთის განმავლობაში ოქტაგონს იდეალურად კუმშავდა და დისტანციას კარგად ფარავდა. ამის გაკეთება ადესანიასთვის მხოლოდ ორმა მებრძოლმა, შონ სტრილკლენდმა და ალექს პერეირამ - ელიტარული დონის სტრაიკერებმა შეძლეს. საინტერესოა, შესწევს თუ არა დუ პლესის ძალა, რომ ანალოგიურად დააპრესინგოს ადესანია?!
ადესანია VS დუ პლესი — ბრძოლის სტილისტური განხილვა
დუ პლესი ქამარს პირველად UFC 305-ზე ავსტრალიაში დაიცავს. ლოკაცია ადესანიას გარკვეულ უპირატესობებს მისცემს, რადგანაც ის City Kickboxing-ში, ახალ ზელანდიაში ვარჯიშობს და გარემოსთან ბოლომდე ადაპტირებულია. ისრაელ ადესანია UFC-ის ერთ-ერთი უდიდესი, გლობალური ვარსკვლავია. მისი პოპულარობა კი პიკს სწორედ ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში აღწევს. ამ ბრძოლაში იზი სახლში იქნება. მაშინ, როდესაც დუ პლესი მომზადების ძირითად ნაწილს აფრიკაში გადის და ბრძოლას მტრულად განწყობილი პუბლიკის წინაშე გამართავს.
მოქმედი ჩემპიონისთვის დგომში ბრძოლა არც ისე პერსპექტიულად მოჩანს - მიუხედავად იმისა, რომ დუ პლესის ძალიან ძლიერი სანოკაუტე დარტყმა აქვს, ადესანია ხარისხით სულ სხვა დონეზეა. UFC 305-ზე დუ პლესის მოუწევს გაუმკლავდეს, მებრძოლს, რომელსაც დგომში დანოკაუტებული ჰყავს ისეთი მებრძოლები როგორებიც ალექს პერეირა, რობერტ უიტეკერი და პაულო კოშტა არიან. ამას დამატებული წვდომის უზარმაზარი უპირატესობა და ოქტაგონზე გადაადგილების არაჩვეულებრივი უნარი. ადესანიას უზარმაზარი 203 სმ.-იანი წვდომი აქვს, რაც 10 სანტიმეტრით აღემატება დუ პლესის წვდომს. ისედაც, დრიკუსი ყოველთვის ძალიან ბევრ დარტყმას იღებდა და ამის გამო საფრთხეშიც ბევრჯერ ყოფილა. თუმცა, დუ პლესის არსენალში კარგი "თეიქდაუნები" და მძიმე, ძალიან მძიმე "გრაუნდ ენდ ფაუნდი" აქვს. რთული დასაჯერებელია ის, რომ დრიკუსს ადესანიას გალიის კიდესთან გამოჭერის ძალა შესწევს. დგომში ერთადერთი მოცემულობა, რომელშიც სამხრეთაფრიკელი უპირატეს პოზიციაში იქნება ქაოსური გაცვლებია. არაპროგნოზირებად ეპიზოდში დუ პლესის წარმატების მიღწევა ძალის ხარჯზე შეუძლია.

რაც შეეხება გრეპლინგსა და პარტერს, იან ბლაჰოვიჩი ერთადერთი მებრძოლია, რომელიც ადესანიას ამ იარაღით დაუპირისპირდა და გამარჯვება მოახერხა. პოლონელის გრაუნდ კონტროლს იზი ვერ გაუმკლავდა. გასათვალისწინებელია, რომ ბლაჰოვიჩს გაბარიტებში დიდი უპირატესობა ჰქონდა. მაშინ ეს ბრძოლა UFC-ის ქვემძიმე წონაში გაიმართა.
არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ადესანიას შემთხვევაში. იზი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემპიონი. UFC-ში სტატუსის განმტკიცებასთან ერთად, ოქტაგონზე გამოსასვლელად „სთიალბენდერი" ახალ მოტივაციას ეძებდა. თითეული ის ბრძოლა, რომელშიც ადესანია გაბრაზებული და ემოციური იყო, ნოკაუტით მოიგო. ასე მოხდა პაულო კოსტასთან, როდესაც ორი დაუმარცხებელი მებრძოლი შეხვდა ერთმანეთს და მათ შორის საკმაოდ დიდი დაძაბულობა ვიხილეთ. ასე მოხდა უიტეკერთან პირველ ბრძოლაშიც, რომელშიც ის აბსოლუტური ჩემპიონობისთვის პირველად იბრძოდა და ანალოგიური სცენატრი ვნახეთ ალექს პერეირასთან რემატჩში, რომელშიც უპრინციპულეს მეტოქესთან წარმატების ბოლო შანსი ჰქონდა. ადესანია დუ პლესისთანაც ჩელენჯერია ამ შემთხვევაშიც მებრძოლებს ბევრად მეტი აქვთ გასარჩევი, ვიდრე ჩემპიონის ვინაობა.
რომ შევაჯამოთ - იქიდან გამომდინარე, რაც ნანახი გვაქვს, ვიცით, რომ ადესანიას დამარცხება შესაძლებელია, თუმცა ეს დომინანტურ გრეპლინგს, ან ოქტაგონის ცენტრის აკურატულ კონტროლს, უმაღლეს ტემპში 25-წუთიან უშეცდომო მოძრაობასა და ელიტარული დონის სტრაიკინგს მოითხოვს. ამ სინთეზის შეთავაზება ადესანიასთვის ვერც პაულო კოსტამ, ვერც უიტეკერმა და ვერც სხვა დანარჩენმა მებრძოლებმა შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ დუ პლესის ძალიან ძლიერი სანოკაუტე დარტყმა აქვს, ადესანია ხარისხით სულ სხვა დონეზეა.
ვფიქრობ, სტრიკლენდთან წაგებისა და 1-წლიანი პაუზის შემდეგ, ადესანიამ მენტალურად კარგად დაისვენა. მოტივირებული და ანთებული იზი სტილისტურად დუ პლესისთვის იმდენად უხერხული მოწინააღმდეგეა, რომ UFC 305-ზე მისი გამარჯვება მეტად სავარაუდოა.
ავტორი: საბა სოზაშვილი