ზოგადად, ქალაქ ნაპოლის მარტივად შეუძლია შეგიყვაროს და თავიც შეგაყვაროს, მაგრამ ზუსტად იგივენაირად არის რთული, დატოვებისას არ მოგიძულოს. ასე მოხდა გონსალო იგუაინის, არკადიუშ მილიკისა და სხვების შემთხვევაში, როდესაც „პარტენოპეის“ უანგარო სიყვარული ჩრდილოიტალიურ კარიერაზე, ანდაც უბრალოდ მერკანტილურ ინტერესებზე გაიცვალა. ნაპოლის ვარსკვლავებისთვის არსებობს მხოლოდ ორი გზა: ან ატყობ, რომ ინდივიდუალურად ამ გუნდში შენი თავი ამოწურე და გარბიხარ, ან გუნდზე ისეთ წარუშლელ კვალს ტოვებ, რომელიც ქალაქთან, გულშემატკივრებთან და დიდ დიეგოსთან ვალს სრულფასოვნად აბრუნებს. ეს ყოველივე საკუთარ გამოსამშვიდობებელ ვიდეოში კვარამაც აღნიშნა, აქ დიეგო ყველაზე მეტად ეყვარებათ, შესაბამისად ქალაქთან ვალში ყოფნა, ეს დიეგოსთან ვალში ყოფნასაც ნიშნავს. ქართველი ამ გუნდიდან მეორე გზის მეშვეობით მიდის, მას მიაქვს ნაპოლელი ხალხის სიყვარული, რომელიც პარიზშიც გაჰყვება, სადაც უკვე ახალი მიზნებითა და ამბიციებით მიემართება, რომელიც ნამდვილად დასჭირდება. თავგადასავალი დიდი დიეგოს ქალაქში დასრულებულია.

Paris – La ville des extrêmes
დიდ მეგაპოლისებს ახასიათებთ ერთი თვისება - მათ მრავალი სახე აქვთ. პარიზი ამ მხრივ ყველაზე გამორჩეულია. გიგანტური ქალაქს, რომელიც დაყოფილია 20 არონდისმანად (რაიონად) მხოლოდ ორი რამ აერთიანებს: პარი სენ-ჟერმენი და მდინარე სენა. აქ საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ რომელი უფრო ითავსებს ამ გამაერთიანებლის როლს. ლუვრის ირგვლივ მოხეტიალე ტურისტებით დაწყებული, La Défense-ზე ოფიციალურ ტანსაცმელში გამოწყობილი ბიზნესმენებით, ფრანგული ბურჟუაზიით გაგრძელებული და მატიუ კასოვიცის ხედვით გაცოცხლებული ემიგრანტების გარეუბან შენტელუპ-ლე-ვინიეთი დასრულებული ეს ქალაქი უამრავ მაპერსონიფიცირებელ ნიშანს ატარებს. აქ ერთგვარად ვაწყდებით როგორც გამუდმებულ კლასობრივ დაპირისპირებას, ასევე ბრძოლას გავლენისთვის, რომელმაც უნდა უპასუხოს შეკითხვას - კი მაგრამ, ვისია პარიზი და შესაბამისად მსოფლიო?! - ზოგადი პასუხი ასეთია: Le Monde est à vous, მსოფლიო თქვენია - ხოლო შემდგომ, ისევ კასოვიცს რომ დავესესხო, პასუხი იქნება: Le Monde est à nous, მსოფლიო ჩვენია. მოკლედ და მარტივად რომ ავხსნათ, ვისიც არის პარიზი, მსოფლიოც იმისია და გადამწყვეტი სიტყვაც. 1871 წლის 18 მარტს განაცხადა ამ ქალაქმა, რომ მსოფლიო მისია, როდესაც პარიზის კომუნა დაარსდა.
შეიძლება ითქვას, რომ პსჟ შედარებით ახალგამოჩეკილი საფეხბურთო გრანდია, მაგრამ შეცდომა იქნება იმის მტკიცება, რომ ის ვარსკვლავური გუნდი არ ყოფილა. ჟორჟ ვეა, დავიდ ჟინოლა, რონალდინიო, ნეიმარი, კილიან მბაპე და თვით ლიონელ მესი - მგონი, შთამბეჭდავი სიაა. ამ ფეხბურთელებს სხვადასხვა ვითარებაში მოუხდათ პარიზულ გუნდში ასპარეზობა, თუმცა გადავხედავთ ტიტულებს და ბევრ თასში ვერ აღმოვაჩენთ ერთ მთავარ და სანუკვარ რამეს საკლუბო ფეხბურთში - ჩემპიონთა ლიგის თასს. ახლა კი უცნაური გრძნობა გვეუფლება. ამ გრძნობას იმედგაცრუება ჰქვია, ამ ფეხბურთელებმა ბევრი მოიგეს, ზოგმა სხვა კლუბში, ზოგმაც ნაკრებში ან ორივეგან, თუმცა პსჟ-სთვის ვერავინ მოახერხა ევროპის საუკეთესო გუნდის სტატუსის მოპოვება. იყო დრო, როდესაც პარიზულმა გუნდმა არა ერთი, არამედ სამი შემტევი ვარსკვლავი შეკრიბა - მესი-მბაპეს-ნეიმარის სახით, მაგრამ ამაოდ, ხოლო როცა უკვე მის ბოლო სუპერვარსკვლავს გუნდი დაემშვიდობა, კილიან მბაპეს სახით, გუნდის ხელმძღვანელობამ მუშაობა ახალ კონცეფციაზე დაიწყო, რომელიც გუნდის უფრო ახალგაზრდულ და „მშიერ“ ფეხბურთელებზე აწყობას ითვალისწინებს.
როგორ უნდა ითამაშოს კვარამ პსჟ-ში?
სტატიის ამ თავში ტაქტიკურ სკეპტიციზმზე ვისაუბრებ. გუნდი, რომელიც ხვიჩას ტრანსფერისთვის 80 მილიონს იხდის, კვარაცხელიას არც ისე მარტივ სიტუაციას ახვედრევს. თავდაპირველად, მოდი განვიხილოთ, როგორ თამაშობს ხვიჩა კვარაცხელია და შევხედოთ მის გადაადგილებას ნაპოლიში გატარებული სამი სეზონის მიხედვით:

როგორც ხედავთ, სამი სეზონის განმავლობაში ხვიჩას გადაადგილების რუკა მეტ-ნაკლებად ერთნაირია, ანუ იგი კლასიკური მარცხენა გარემარბია, რომელიც მთავარ საფრთხეს ფლანგიდან ქმნის. კონტესთან ერთად დავინახეთ, რომ ხვიჩას კრეატივის შეტანა ცენტრალურ ზონაშიც შეუძლია, თუმცა იგი არ არის კილიან მბაპე, რაც მას ბრედლი ბარკოლას პირდაპირ კონკურენტად აქცევს. ბარკოლა ამ სეზონში ლიგა 1-ის მეორე საუკეთესო ბომბარდირია და საკმაოდ მაღალ დონეზე ასპარეზობს, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ბარკოლა არ არის ის მოთამაშე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანოს, შესაბამისად გაკეთდა 80-მილიონიანი ფსონი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი ფეხბურთელის წრიულ დიაგრამაში გამოსახული სტატისტიკა ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება:

ერთი შეხედვით, ტაქტიკური პერსპექტივიდან ეს ტრანსფერი თითქოს არაა აუცილებელი, მაგრამ აქ საქმე უკვე სტატუსსა და კონკურენციის ხარისხშია. ლუის ენრიკეს გუნდში ერთის მხრივ დიდი კონკურენცია სურს, რაც აპრიორი ნიშნავს გრძელ სათადარიგო სკამსაც. მეორეს მხრივ, ექსპერიმენტებისთვის სივრცე ნამდვილად არის, რადგან ერთ-ერთ ინტერვიუში ენრიკემ აღნიშნა, რომ კვარას გამოყენებას 9-იანის პოზიციაზეც გეგმავს, რაც ნამდვილად საინტერესო სცენარია.
სწორი იყო პსჟ-ში ტრანსფერი?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ არის მარტივი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ტრანსფერი ზამთარში განხორციელდა, როდესაც, როგორც წესი, ცოტა დრო და ფიქრისთვის პატარა სივრცეა, გუნდში ადაპტაციაც რთულდება ხოლმე. ნაპოლიში ხვიჩა დაუფასებლობის საკითხს შეეჩეხა, როგორც ფინანსურად, ისევე სათამაშო ასპექტში. მას ახალი გამოწვევები სჭირდებოდა, რომელსაც პსჟ-ში ნამდვილად მიიღებს. ტაქტიკური კუთხით, ხვიჩასთვის შესაძლოა თუნდაც ჩელსი ან ლივერპული უკეთესი ვარიანტები ყოფილიყო, მაგრამ პსჟ-ში შანსი ექნება გააკეთოს ის, რაც არ უქნია ჟორჟ ვეას, ჟინოლას, რონალდინიოს, მესის, ნეიმარსა და მბაპეს. ამ გუნდის მაისურით ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა იქნება ისტორიული მოვლენა, რომელიც პარიზელებს კვლავ ერთხმად ათქმევინებს - Le Monde est à nous. ხვიჩამ პარიზში მარადიული დიდება უნდა მოიპოვოს, ვნახოთ რა გამოვა.

რამ შეიძლება პარიზელებს ათქმევინოთ კვლავ, რომ მსოფლიო მათია? - პასუხი ერთმნიშვნელოვანი და ცალსახაა - ჩემპიონთა ლიგის ნანატრი თასი, რომელთანაც ეს გუნდი პანდემიურ სეზონში იყო ახლოს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. თავისივე აღზრდილმა კინგსლი კომანმა პარიზელთა ოცნება დაასრულა. ნასერ ალ-ხელაიფის დროებაში ამ ტიტულს ყველაზე მეტად ეტრფიან. ხვიჩამ ნაპოლიდან სიყვარული წაიღო, მაგრამ პარიზის მოსახლეობისთვის თავის შეყვარება რთული იქნება, ამისთვის მას დიდი მუშაობა დასჭირდება. პარიზი კი ძალიან მაცდური ქალაქია, რომელმაც შეიძლება შენი ბუნებრივი ნიჭი შეჭამოს, მაგრამ ამასთანავე იძლევა შესაძლებლობას, შენი ტალანტი მაქსიმალურად გამოავლინო.

გუნდის ახალი კონცეფცია და კვარას რთული საფეხბურთო მისია - ვარსკვლავებს იყიდი, ტიტულს ვერ!

გუნდის ახალი კონცეფცია და კვარას რთული საფეხბურთო მისია - ვარსკვლავებს იყიდი, ტიტულს ვერ!
შეიძლება ითქვას, რომ პსჟ შედარებით ახალგამოჩეკილი საფეხბურთო გრანდია, მაგრამ შეცდომა იქნება იმის მტკიცება, რომ ის ვარსკვლავური გუნდი არ ყოფილა. ჟორჟ ვეა, დავიდ ჟინოლა, რონალდინიო, ნეიმარი, კილიან მბაპე და თვით ლიონელ მესი - მგონი, შთამბეჭდავი სიაა. ამ ფეხბურთელებს სხვადასხვა ვითარებაში მოუხდათ პარიზულ გუნდში ასპარეზობა, თუმცა გადავხედავთ ტიტულებს და ბევრ თასში ვერ აღმოვაჩენთ ერთ მთავარ და სანუკვარ რამეს საკლუბო ფეხბურთში - ჩემპიონთა ლიგის თასს. ახლა კი უცნაური გრძნობა გვეუფლება. ამ გრძნობას იმედგაცრუება ჰქვია, ამ ფეხბურთელებმა ბევრი მოიგეს, ზოგმა სხვა კლუბში, ზოგმაც ნაკრებში ან ორივეგან, თუმცა პსჟ-სთვის ვერავინ მოახერხა ევროპის საუკეთესო გუნდის სტატუსის მოპოვება. იყო დრო, როდესაც პარიზულმა გუნდმა არა ერთი, არამედ სამი შემტევი ვარსკვლავი შეკრიბა - მესი-მბაპეს-ნეიმარის სახით, მაგრამ ამაოდ, ხოლო როცა უკვე მის ბოლო სუპერვარსკვლავს გუნდი დაემშვიდობა, კილიან მბაპეს სახით, გუნდის ხელმძღვანელობამ მუშაობა ახალ კონცეფციაზე დაიწყო, რომელიც გუნდის უფრო ახალგაზრდულ და „მშიერ“ ფეხბურთელებზე აწყობას ითვალისწინებს.
გუნდში გამოჩნდნენ ვიტინია, ჟოაუ ნევეში, ბრედლი ბარკოლა, ნუნუ მენდეში და სხვები. საბოლოო ჯამში, პსჟ საკმაოდ სიმპათიურ გუნდად ფორმირდა, მაგრამ არა ისეთად, რომელიც ჩემპიონთა თასს შესწვდება, ამისთვის ლიდერი და წინამძღოლია საჭირო. როგორც წესი, წინამძღოლად ან რომელიმე ფეხბურთელი ევლინება კლუბს, ანდაც მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია კონკრეტული გუნდი საკუთარ სავიზიტო ბარათად აქციოს, როგორც მაგალითად იურგენ კლოპმა აქცია ლივერპული. ლუის ენრიკეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ თასის მოგების გამოცდილება აქვს, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ის ბარსელონა მისი იყო. ეს იყო მყარ ტრადიციაზე დაფუძნებული კოლექტივი, დიადი წინამძღოლით. ლუჩოსთვის წინამძღოლებთან კონფლიქტები არ არის არაჩვეულებრივი მოვლენა. 2014-15 წლების სეზონში, ძალიან დიდი ენერგია დახარჯა თვით ლიონელ მესისთან კონფლიქტის მოსაგვარებლად, რომელმაც, საბოლოოდ, მას ტრებლი მოაგებინა. მორიგება აღარ გამოუვიდა პარიზის მკვიდრის, კილიან მბაპეს შემთხვევაში. საბოლოოდ, ფრანგი წავიდა და გუნდი წინამძღოლის გარეშე დარჩა. ლუჩოს ახალი რჩეული უკვე ჰყავს - ეს ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც თვალი ჯერ კიდევ ზაფხულში დაადგა, თუმცა მაშინ ნაპოლის სეტანტასეტე გუნდში დარჩა. ზამთარში ამ მიზანს მიაღწია. ხვიჩას თავს ნამდვილად მეორე რთული ამოცანა გაჩნდა, ეს არის პსჟ-ის ლიდერობა. ქალაქისთვის თავის შეყვარება ხომ რთულია, მაგრამ კიდევ უფრო რთულია ამ გუნდს ჩემპიონთა თასის ნანატრი ტიტულისკენ გაუძღვე. ხვიჩაც სწორედ იმ მშიერი ფეხბურთელების კატეგორიას განეკუთვნება, რომლითაც პსჟ-ს ბორდმა გუნდი დააკომპლექტა. როგორი იქნება ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუის ენრიკეს თანამშრომლობა, ამ ყოველივეს მალე ვიხილავთ. ცუდი ამბავი მხოლოდ ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგის გადათამაშების ზონისკენ პსჟ-ს საკმაოდ რთული გზის გაკვლევა კვარას გარეშე მოუწევს.