2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფამდე, "წითლები" ტიტულის მოგებას 44 წლის მანძილზე ვერ ახერხებდნენ. ამ ნაკრების პირველი და იმ დროისთვის ბოლო წარმატება თარიღდებოდა 1964 წლით, როდესაც ესპანეთმა კონტინენტის პირველობა მოიგო. იმ გუნდის ლიდერი იყო ლუის სუარეს მირამონტესი, რომელმაც 4 წლით ადრე ოქროს ბურთი მოიგო.
ოქროს ბურთის გამარჯვებულთა სიას თუ შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ესპანეთის სახელით წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარა ალფრედო დი სტეფანოც, მაგრამ მას არავინ მოიხსენიებს "ფურია როხას" მოთამაშედ. ის იყო არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც შემდეგ მოირგო სხვა ეროვნული გუნდის მაისური, რაც იმ დროს დამკვიდრებული წესი იყო.

პირველი ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო
1960 წლის 13 დეკემბერს გაიმართა ოქროს ბურთის რიგით მეხუთე დაჯილდოება, რომლის ტრიუმფატორი ესპანელი ნახევარმცველი გახდა. მან აჯობა ისეთ ეპოქალურ მოთამაშეებს, როგორებიც არიან ალფრედო დი სტეფანო, ფერენც პუშკაში, ლევ იაშინი, ბობი ჩარლტონი და სხვები. "ფურია როხას" შუახაზელს კარიერის საუკეთესო წლები ბარსელონასა და მილანის ინტერში ჰქონდა გატარებული.
ოქროს ბურთის მოპოვების მომენტში "არქიტექტორი" თამაშობდა სწორედ კატალონიაში, რომლის შემადგენლობაში მან საერთო ჯამში 176 შეხვედრაში 80 ბურთი გაიტანა. სუარესმა "ბლაუგრანას" მოაგებინა 2-ჯერ პრიმერა დივიზიონი, 2 კოპა დელ გენერალისიმო, 2 ბაზრობათა თასი და ასევე ის თავის გუნდთან ერთად ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა.
"ლურჯ-ბროწეულისფრები" ფინალში ლისაბონის ბენფიკასთან დამარცხდნენ. 1961 წელს, ესპანელი ნახევარმცველი გადავიდა "ნერაძურიში", სადაც დატოვა კიდევ უფრო დიდი კვალი: 3 სკუდეტო, 2 ჩემპიონთა თასი, 2 საკონტინენტთაშორისო თასი. ცნობისთვის, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ფინალში ლუისმა მოუგო ორ პრინციპულ მეტოქეს: მადრიდის რეალსა და "არწივებს", რომლებთანაც მან 1961 წლის ფინალი წააგო.

"გველების" ნახევარმცველმა ჩაატარა 329 შეხვედრა და გაიტანა 55 გოლი, კარიერის უკანასკნელი წლები კი მან გენუის სამპდორიაში გაატარა. როგორც ვხედავთ, "არქიტექტორს" ჰქონდა საკმაოდ ნაყოფიერი საკლუბო კარიერა, მაგრამ მთავარ წარმატებას მან მიაღწია ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ერთად, ევრო 1964-ზე.
კონტინენტის პირველობამდე მიმავალ გზაზე "ფურია როხამ" დაამარცხა რუმინეთი, ჩრდილოეთ ირლანდია და ირლანდია, ფინალურ ტურნირზე კი უნგრეთი და მოქმედი ჩემპიონი, საბჭოთა კავშირი. პირენეელთა ლიდერი იყო სწორედ სუარესი და ტურნირის დასრულების შემდეგ, ის სიმბოლურ 11-ეულშიც შეიყვანეს.

დაკარგული ოქროს თაობა
გადიოდა ათწლეულები და მსოფლიო ასპარეზზე არ ჩანდა ესპანელი ფეხბურთელი, რომელსაც ოქროს ბურთის მოპოვება შეეძლო. ლუისი 1960 წლის შემდეგაც ტრიალებდა საუკეთესოებს შორის, მაგრამ გამარჯვებულები სხვა მოთამაშეები ხდებოდნენ. 80-იანების შუა პერიოდში ოქროს ბურთთან ახლოს იყო ემილიო ბუტრაგენიო, 2000-იანების დასაწყისში კი რაული, თუმცა ისევ უშედეგოდ.
ესპანური ფეხბურთის დომინირების დასაწყისის თარიღად მიიჩნევა 2008 წელი, როდესაც "ფურია როხა" ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა. საუკეთესო შემადგენლობა შეკრებილი იყო სწორედ პირენეელებში: ანდრეს ინიესტა, ჩავი ერნანდესი, იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, დავიდ სილვა, ფერნანდო ტორესი, დავიდ ვილა - ოქროს ბურთი ვერცერთმა ვერ მოიგო.
"წითლების" ვარსკვლავები მუდმივად ტრიალებდნენ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მახლობლად, თუმცა ბოლოს მაინც ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჩრდილში რჩებოდნენ. ორი ტიტანის ეპოქა მიუახლოვდა დასასრულს, ასპარეზზე გამოჩდნენ ახალი ვარსკვლავები, მათ შორის ესპანელი კი არავინ იყო.

სკანდალი, რეალის ბოიკოტი, როდრის ოქროს ბურთი
ოქროს ბურთის წლევანდელი დაჯილდოების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საფეხბურთო სამყარო დარწმუნებული იყო, რომ წლის საუკეთესო მოთამაშე ვინი ჟუნიორი გახდებოდა. პროგნოზი არ გამართლდა: ჯილდო მიიღო როდრიმ, რომელიც ზემოთხსენებული "არქიტექტორის" შემდეგ, გახდა პირველი ესპანელი ფეხბურთელი აღნიშნული ჯილდოთი.
რეალმა ოქროს ბურთის დაჯილდოებას გამოუცხადა ბოიკოტი, რის შედეგადაც ღონისძიებას აღნიშნული კლუბის არცერთი წარმომადგენელი არ დაესწრო. რა მოხდა რეალურად, ჯერჯერობით უცნობია, გამარჯვებულმა ესპანელმა შუახაზელმა კი ეს ჯილდო თავისი ქვეყნის ფეხბურთსა და ლეგენდარულ მოთამაშეებს მიუძღვნა.

"მინდა ვახსენო კარვახალი, რომელმაც მიიღო იგივე ტრავმა, რაც მე. ის იმსახურებს აქ ყოფნას. ასევე, მინდა ვახსენო ფეხბურთელი, რომელიც მალე იდგება ამ ადგილას: იამალი. დღევანდელი დღე ესპანური ფეხბურთის გამარჯვება არის. ბევრი მოთამაშე იმსახურებდა ამ ჯილდოს, მაგრამ ვერ მოიგო: ინიესტა, ჩავი, კასილასი, ბუსკეტსი და სხვები.
მეგობრები მწერდნენ, რომ დღეს ფეხბურთმა გაიმარჯვა. ეს არის ნახევარმცველების წარმატება, პოზიცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში, შეუმჩნეველი რჩება", - განაცხადა ერნანდესმა. რაც შეეხება მის განვლილ გზას ოქროს ბურთამდე, ათვლის წერტილად გამოვიყენოდ 2022/23 წლების სეზონი, რომელშიც მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
მეგობრები მწერდნენ, რომ დღეს ფეხბურთმა გაიმარჯვა. ეს არის ნახევარმცველების წარმატება, პოზიცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში, შეუმჩნეველი რჩება", - განაცხადა ერნანდესმა. რაც შეეხება მის განვლილ გზას ოქროს ბურთამდე, ათვლის წერტილად გამოვიყენოდ 2022/23 წლების სეზონი, რომელშიც მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

"ქალაქელების" საყრდენი ნახევარმცველი იყო გუნდის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და როგორც გვახსოვს, გამარჯვების გოლი სწორედ მან გაიტანა. თამაშის ხარისხი 28 წლის შუახაზელს არც შემდეგ სეზონში დაუგდია და საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ერთად მან ევრო 2024 მოიგო.
"ლურჯების" მე-16 ნომერი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ხმა ამოიღო გადატვირთული გრაფიკის შესახებ და ბედიის ირონიით, სექტემბერში მან ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. როდრი არ იქნება სეზონის ბოლომდე, ის გადის რეაბილიტაციის პროცესს, მის ტიტულების კოლექციას კი უკვე ოქროს ბურთიც ამშვენებს.


















