მოდი, ტაშით დავიწყოთ, მაშინაც კოპა დელ რეიზე შეხვდნენ, მაშინაც 1/4 ფინალში. მატჩი კამპ ნოუზე გაიმართა, ამ არენაზე კიდევ ძალიან იშვიათია ვინმეს ტაში დაუკრან. უკვე ვწერდით ლორი კანინგემის შესახებ, რეალის ფეხბურთელს ხვდა ეს პატივი წილად, ერთადერთია მადრიდელთაგან, ახლა კი ერთი „ღამურაც“ გავიხსენოთ.
მენდიეტას შედევრი
სამეფო თასზე კი ვალენსიასთან მოეცარათ ხელი. ეს კლაუდიო რანიერის ვალენსია იყო, ლუი ვან გაალის გუნდს შავი დღე რომ აყარა. ამ მატჩამდე ერთი წლით ადრე დიდი სირცხვილი აჭამეს ლა ლიგაში, ბარსას 3:0 მიჰყავდა ანგარიში, ვალენსიელებმა 4:3 მოიგეს, ბოლო ორი გოლი კლაუდიო ლოპესმა და არიელ ორტეგამ 87-ე და 88-ე წუთებზე შეაგდეს. ეს იყო ენფილდისა და რომის შოკამდე - „ღამურების გადაფრენა“ კამპ ნოუზე.
ვან გაალს შური ჰქონდა საძიებელი, მაგრამ ვერაფერი გააწყო. კოპას პირველი მატჩი კამპ ნოუზე შედგა და ვალენსიამ 3:2 მოიგო. ანგარიში პატრიკ კლუივერტმა გახსნა, ვალენსიამ კლაუდიო ლოპესის დუბლით დააქამბექა, მერე რივალდომ გაათანაბრა და ტაბლოზე 2:2 აინთო, ასე მოვიდა მე-80 წუთი და შედევრიც შეიქმნა. რუმინელმა ილიემ კუთხურის ნიშნულიდან ე.წ „პარაშუტი“ გამოუშვა, საჯარიმოს მისადგომებთან, ბევრს გაუკეთებია, ლამაზი კომბინაციაა, ძალიან იშვიათად მთავრდება გოლით, ერთი რაც მახსენდება ბექემის ჩაწოდება და პოლ სქოულზის გოლია, მაგრამ „ღამურებმა“ სულ სხვა დონეზე შეასრულეს ყველაფერი - ჩაწოდება კარგი იყო, გაისკა მენდიეტამ დაუშვებლად დასცხო ბურთს და ტყვიასავით გაუშვა პირდაპირ ცხრიანში! მეკარე არ განძრეულა, ძელთან მდგარ ფეხბურთელს კიდევ კარგი ასცდა თორემ თავსაც წააგლეჯდა.
ტაში გაისმა. კამპ ნოუ იშვიათად იმეტებს აპლოდისმენტებს მეტოქისთვის. ვან გაალიც გაოცებული ჩანდა სათადარიგოთა სკამზე. წლები გავა, ბარსა რამდენიმე მწვრთნელს შეიცვლის და ისევ ლუის დააბრუნებს, მისი ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა მენდიეტას ტრანსფერი იქნება. შეუსრულებენ, მაგრამ არაფერი კარგი ამას არ მოჰყვება, არც ვან გაალისთვის, არც მენდიეტასთვის.
სუპერ თასი ვალენსიას დარჩა, სახლში 1:0 მოიგეს, გასვლაზე 3:3 ითამაშეს. ბარსამ ორივე შეხვედრა ოქროს ბურთის მფლობელის, რივალდოს გარეშე ჩაატარა. მერე იყო ჩემპიონატის მატჩები, ვალენსიამ პირველ წრეში მესტალიაზე 3:1 მოიგო. მეორე წრის შეხვედრა კამპ ნოუზე 2 აპრილს გაიმართა, ბარსამ 3:0 დაამარცხა ვალენსია. ზუსტად ერთ თვეში, ყველასთვის მოულოდნელად კუპერის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავა და წილისყრა ბარსას შეახვედრებს.
ფავორიტი ბარსა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვალენსია ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. ჩემპიონთა ლიგისთვის მაინც გამოუცდელ გუნდად თვლიდნენ. ესპანელების დომინაციის ხანა გამოდგა, ნახევარფინალში სამი ესპანური გუნდი გავიდა - ბარსა, ვალენსია და რა თქმა უნდა, მადრიდის რეალი, რომელსაც ბაიერნი შეხვდა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩემპიონთა ლიგაზე ფინალური ელ კლასიკოს შანსი გაჩნდა. მომავალში კიდევ რამდენჯერმე ვნახავთ მსგავს სურათს და ყოველ ჯერზე ავცდებით კლასიკოს, მაგრამ ის მაინც პირველი იყო. ბარსას უფრო ელოდნენ ფინალში, ვიდრე რეალს, რადგან ამავე სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე, ბაიერნმა გვარიანად დაჩაგრა რეალი. თან, გერმანელებმა ისე წააგეს '99 წლის ფინალი, რომ მთელი ეგ სიმწარე ამ სეზონში უნდა ამოეღოთ, მაგრამ... ეს რეალის ტურნირია. ნიკოლა ანელკაც კი, რომელსაც მთელი სეზონი არაფერი უკეთებია, მაინცდამაინც ბაიერნთან იყო საუკეთესო.
ბარსა კიდევ ჩავიდა მესტალიაზე და 1:4 წააგო. ლუიშ ფიგუს არყოფნას დააბრალეს. რივალდო წინა წლის საუკეთესო იყო, მიმდინარეში კი ფიგუ უფრო ბრწყინავდა. დაიმსახურებს კიდეც ოქროს ბურთს, ოღონდ, როცა გადასცემენ უკვე რეალის ფორმაში იქნება გამოწყობილი.
რივალდოს შურისძიება
რივალდო ერთპიროვნული ლიდერი იყო, მთელ გუნდს მხრებით მიათრევდა, სან სიროზე ჰეთ-თრიქი შეასრულა, ლიდსთან მატჩი მან გადაარჩინა ბოლო წუთებზე, მაგრამ ბარსა მაინც ჩარჩა ლიგის ჯგუფში და უეფას თასზე გადაინაცვლა, იქაც 1/2 ფინალამდე იარეს და ლივერპულთან დამარცხდნენ. რეალთან ბერნაბეუზე ასევე ჰეთ-თრიქი შეასრულა, მარტო იგებდა თამაშს, მაგრამ მსაჯმა მესამე არ ჩაუთვალა და ატყდა ერთი ამბავი, გუარდიოლამ არბიტრს კაბინამდე სდია, მაგრამ არაფერი შეცვლილა. რივალდო სიმწრით იცინოდა, ბერნაბეუს ტრიბუნებიდან კი სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. დიდებული სეზონი ჰქონდა ბრაზილიელს, შესაძლოა, იმაზე უკეთესი, ვიდრე 1998/99 წლების სეზონი, როცა ოქროს ბურთი არგუნეს.
მოვიდა ეს უკანასკნელი მატჩი და რივალდო ბარსას მთავარი იმედია. თუმცა, ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ ისტორიაში საუკეთესო ჰეთ-თრიქს შეასრულებდა, რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით: სამივე გოლი ულამაზესია, ამავე დროს იერარქიაა დაცული - მეორე პირველს სჯობია, მესამე მეორეს.
მატჩის დრამატურგია - ვალენსიამ ორჯერ გაათანაბრა, რივალდომ გამარჯვების გოლი ბოლო წუთებზე შეაგდო. მატჩის მნიშვნელობა - ამ გოლით ბარსა ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. ბოლო გოლი - რთულია სიტყვებით აღწერა. ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო გოლი მგონია. არასდროს მინახავს ასეთი კამპ ნოუ, ხალხი მოედანზე გადმოცვივდა, წამებში გაივსო, თითქოს ჩემპიონები გამხდარიყვნენ, ყველას უნდოდა რივალდოს შეხებოდა როგორც ანტიკური მითოლოგიის ღმერთს, თითქოს მათზეც გადავიდოდა ბრაზილიელის მაგია. მომდევნო დღეებში რივალდოს ახალი კონტრაქტი გაუფორმეს და ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. რომის ლაციო კი მზად იყო კრედიტი აეღო და მასში 100 მილიონი ევრო გადაეხადა, რაც მაშინ ისეთივე გაუგონარი თანხა იყო, როგორც ნეიმარში გადახდილი 222 მილიონი. ამ მარცხის მერე ვალენსია სან სიროზე კიდევ ერთი ფინალის სათამაშოთ წავიდა და კიდევ დამარცხდა, ამჯერად პენალტებში. არ ყოფილა ჩემპიონთა ლიგა მათი ტურნირი.
მენდიეტას შედევრი
1998/99 წლების სეზონია, ესე იგი, ბარსა თავის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და უკვე იცით, რომ დიდი ვერაფერი შედეგი ვერ დადეს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მომავალმა ფინალისტებმა ჩატოვეს, დიდი გარჯა დასჭირდა იმას, რომ ფინალი კამპ ნოუზე ჩატარებულიყო და 100 წლის იუბილე ტრიუმფით დაგვირგვინებულიყო, მაგრამ... არაფერიც არ გამოვიდა.
სამეფო თასზე კი ვალენსიასთან მოეცარათ ხელი. ეს კლაუდიო რანიერის ვალენსია იყო, ლუი ვან გაალის გუნდს შავი დღე რომ აყარა. ამ მატჩამდე ერთი წლით ადრე დიდი სირცხვილი აჭამეს ლა ლიგაში, ბარსას 3:0 მიჰყავდა ანგარიში, ვალენსიელებმა 4:3 მოიგეს, ბოლო ორი გოლი კლაუდიო ლოპესმა და არიელ ორტეგამ 87-ე და 88-ე წუთებზე შეაგდეს. ეს იყო ენფილდისა და რომის შოკამდე - „ღამურების გადაფრენა“ კამპ ნოუზე.

ვან გაალს შური ჰქონდა საძიებელი, მაგრამ ვერაფერი გააწყო. კოპას პირველი მატჩი კამპ ნოუზე შედგა და ვალენსიამ 3:2 მოიგო. ანგარიში პატრიკ კლუივერტმა გახსნა, ვალენსიამ კლაუდიო ლოპესის დუბლით დააქამბექა, მერე რივალდომ გაათანაბრა და ტაბლოზე 2:2 აინთო, ასე მოვიდა მე-80 წუთი და შედევრიც შეიქმნა. რუმინელმა ილიემ კუთხურის ნიშნულიდან ე.წ „პარაშუტი“ გამოუშვა, საჯარიმოს მისადგომებთან, ბევრს გაუკეთებია, ლამაზი კომბინაციაა, ძალიან იშვიათად მთავრდება გოლით, ერთი რაც მახსენდება ბექემის ჩაწოდება და პოლ სქოულზის გოლია, მაგრამ „ღამურებმა“ სულ სხვა დონეზე შეასრულეს ყველაფერი - ჩაწოდება კარგი იყო, გაისკა მენდიეტამ დაუშვებლად დასცხო ბურთს და ტყვიასავით გაუშვა პირდაპირ ცხრიანში! მეკარე არ განძრეულა, ძელთან მდგარ ფეხბურთელს კიდევ კარგი ასცდა თორემ თავსაც წააგლეჯდა.
ტაში გაისმა. კამპ ნოუ იშვიათად იმეტებს აპლოდისმენტებს მეტოქისთვის. ვან გაალიც გაოცებული ჩანდა სათადარიგოთა სკამზე. წლები გავა, ბარსა რამდენიმე მწვრთნელს შეიცვლის და ისევ ლუის დააბრუნებს, მისი ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა მენდიეტას ტრანსფერი იქნება. შეუსრულებენ, მაგრამ არაფერი კარგი ამას არ მოჰყვება, არც ვან გაალისთვის, არც მენდიეტასთვის.
როგორ მოიპარეს „ღამურებმა" საფინალო ელ კლასიკო
ეს უკვე მომდევნო სეზონია 1999/00, რანიერი წავიდა, მშრომელმა და მწეველმა არგენტინელმა - ექტორ რაულ კუპერმა ჩაანაცვლა. ვალენსიამ წინა სეზონი კოპა დელ რეის ჩემპიონობით დაასრულა, შესაბამისად, სუპერ თასის ფინალში ვან გაალის ბარსას შეხვდა. ასე დაიწყეს ახალი სეზონი და ჯერ არ იცოდნენ რომ კიდევ ხუთჯერ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, მათ შორის, ისეთ ტურნირზე და ისეთ სტადიაზე, რომელსაც ბევრი ვერ წარმოიდგენდა.
სუპერ თასი ვალენსიას დარჩა, სახლში 1:0 მოიგეს, გასვლაზე 3:3 ითამაშეს. ბარსამ ორივე შეხვედრა ოქროს ბურთის მფლობელის, რივალდოს გარეშე ჩაატარა. მერე იყო ჩემპიონატის მატჩები, ვალენსიამ პირველ წრეში მესტალიაზე 3:1 მოიგო. მეორე წრის შეხვედრა კამპ ნოუზე 2 აპრილს გაიმართა, ბარსამ 3:0 დაამარცხა ვალენსია. ზუსტად ერთ თვეში, ყველასთვის მოულოდნელად კუპერის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავა და წილისყრა ბარსას შეახვედრებს.

ფავორიტი ბარსა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვალენსია ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. ჩემპიონთა ლიგისთვის მაინც გამოუცდელ გუნდად თვლიდნენ. ესპანელების დომინაციის ხანა გამოდგა, ნახევარფინალში სამი ესპანური გუნდი გავიდა - ბარსა, ვალენსია და რა თქმა უნდა, მადრიდის რეალი, რომელსაც ბაიერნი შეხვდა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩემპიონთა ლიგაზე ფინალური ელ კლასიკოს შანსი გაჩნდა. მომავალში კიდევ რამდენჯერმე ვნახავთ მსგავს სურათს და ყოველ ჯერზე ავცდებით კლასიკოს, მაგრამ ის მაინც პირველი იყო. ბარსას უფრო ელოდნენ ფინალში, ვიდრე რეალს, რადგან ამავე სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე, ბაიერნმა გვარიანად დაჩაგრა რეალი. თან, გერმანელებმა ისე წააგეს '99 წლის ფინალი, რომ მთელი ეგ სიმწარე ამ სეზონში უნდა ამოეღოთ, მაგრამ... ეს რეალის ტურნირია. ნიკოლა ანელკაც კი, რომელსაც მთელი სეზონი არაფერი უკეთებია, მაინცდამაინც ბაიერნთან იყო საუკეთესო.
ბარსა კიდევ ჩავიდა მესტალიაზე და 1:4 წააგო. ლუიშ ფიგუს არყოფნას დააბრალეს. რივალდო წინა წლის საუკეთესო იყო, მიმდინარეში კი ფიგუ უფრო ბრწყინავდა. დაიმსახურებს კიდეც ოქროს ბურთს, ოღონდ, როცა გადასცემენ უკვე რეალის ფორმაში იქნება გამოწყობილი.
იქნებ ამ მატჩმაც გადააწყვეტინა?! - რეალი ლა ლიგაში მეხუთე ადგილზე გავიდა, თითქოს ჩააგდო სეზონი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მაინც მოიგო. ალბათ აქ მიხვდა პორტუგალიელი, რომ რეალში თუ გადავიდოდა, აუცილებლად შეწვდებოდა ჩემპიონთა ლიგას. მისი აგენტი, ფუტრე, ფლორენტინო პერესი, არჩევნები... ეგ უბრალოდ მექანიზმია.
კამპ ნოუზე ფიგუ დაბრუნდა, ბარსამ 2:1 დაამარცხა ვალენსია. არ ეყოთ, გავარდნენ. ფინალი რეალმა მოიგო. ფიგუ მათთან წავიდა. ოქროს ბურთიც თან წაიღო, რივალდო მარტო დარჩა. ვალენსია და კუპერი კი ჯიუტად ცდილობდნენ ლიგაზე წარმატების მიღწევას.
რივალდოს შურისძიება
მომდევნო სეზონი ორივე გუნდისთვის არაერთგვაროვანი გამოდგა, ვალენსიას ძალა და რესურსი აღარ ეყო ორივე ტურნირზე წარმატებით გამოსულიყო, ჩემპიონთა ლიგაზე ისევ კარგად იარეს, მაგრამ ჩემპიონატში გვარიანად გაირთულეს საქმე. სასწორზე ლიგის საგზური იდო და აქ წინა სეზონი გაიხსენეს - ეგრე, რეალიც ოთხეულს მიღმა დარჩა, მაგრამ მაინც მოიგეს ლიგა, ახლა ვალენსიაც ეგრე იქნებაო. ხშირად ისმოდა, იწერებოდა, მაგრამ ვალენსია რეალი არ არის, მაგის გაკეთება მხოლოდ მადრიდელებს შეუძლიათ. და როგორ დარჩა ვალენსია ლიგის მიღმა?! - ლამაზად, ძალიან ლამაზად. ლა ლიგის ბოლო ტურში მინი-ფინალი ვიხილეთ. მოგებული ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებდა. ბარსა თუ მოიგებს ვალენსიას ქულებით გაუთანაბრდება და ურთიერთშეხვედრებისა და ბურთების უკეთესი მაჩვენებლით აჯობებს.
მატჩი კამპ ნოუზე ჩაინიშნა და სტადიონი გადაიჭედა. ბარსას ცუდი სეზონი ჰქონდა, ფიგუში აღებული თანხა გაიფლანგა, მიმიქარავს ნეიმარის ტრანსფერი ისე უსარგებლოდ გადაყარეს ფული. ვან გაალი გაუშვეს და ლორენცო ფერერი მოიყვანეს - დაბალი, ულვაშიანი, საყვარელი კაცი, რომელიც აშკარად არასწორ ადგილზე მოხვდა, დაახლოებით ისე, როგორც კიკე სეტიენი. საოცრად ჰგავდა სანჩო პანსას. მერე ეგ კაციც გაუშვეს და ვალენსიასთან დროებით კარლეს რეშაკი უძღვებოდა გუნდს.