ზედიზედ 8 ჩემპიონობა - ლიონის რეკორდის დამხობა
პარის სენ-ჟერმენი ლიგა 1-ის ჩემპიონი არის 12-ჯერ, რაც რეკორდული მაჩვენებელია. დედაქალაქური გუნდის წინამორბედი 10 ჩემპიონობით იყო სენტ-ეტიენი, მაგრამ 2023 წელს, მე-11 ჩემპიონობით, პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატის ახალი ისტორია დაწერა. ამის გარდა, ლიგა 1-ის დომინანტის ანგარიშზეა ერთ სეზონში ქულების რეკორდული რაოდენობა (96 ქულა), 36-მატჩიანი წაუგებელი სერია და ბევრი სხვა.
რაც შეეხება ზედიზედ ჩემპიონობებს, ლიონის მიღწევა ხელუხლებელია. პარიზულ გუნდს ორჯერ ჰქონდა კონკურენტის დაჩრდილვის მცდელობა - 2013-2016 წლებში, "ლურჯ-წითლები" ჩემპიონები გახდნენ ზედიზედ 4-ჯერ, მაგრამ შემდეგ, საქმეში მონაკო ჩაერთო. 2018-2020 წლებში კი დედაქალაქელთა სტატისტიკა 3 ჩემპიონობის შემდეგ, ლილმა გააფუჭა.

დღეს, ლუის ენრიკეს გუნდის ანგარიშზეა ისევ ზედიზედ სამი ჩემპიონობა (2022-2024) და ოლიმპიკის რეკორდის დასამხობად ასეთი კიდევ ხუთი არის საჭირო. საკმაოდ რეალურია იმის ალბათობა, რომ წელს, პარკ დე პრენსის ბინადრებმა ტიტული მოიგონ ზედიზედ მეოთხედ: საფრანგეთის ჩემპიონატის 21 ტურის შემდეგ, პარის სენ-ჟერმენი უახლოეს მდევარს, მარსელის ოლიმპიკს 10 ქულით უსწრებს.
ერთი სიტყვით, კიდევ ზედიზედ ხუთი ჩემპიონობა და პსჟ რონული გუნდის 7-გზის რეკორდს მთლიანად გააბათილებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი დიდი გამოწვევა ხვიჩა კვარაცხელიას პარიზულ კარიერაში. ახალგაზრდა ვინგერს ამ ყველაფრის მისაღწევად საფრანგეთის ჩემპიონატში მინიმუმ 5 წელი დასჭირდება.

პირველი ფრანგული გუნდი ორი ვარსკვლავით - 20 ჩემპიონობა
მხოლოდ პარის სენ-ჟერმენი (12) და სენტ-ეტიენი (10) არიან ის გუნდები, რომლებმაც ლიგა 1-ში 10-გზის ჩემპიონობის ზღვარს მიაღწიეს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, პირველი ფრანგული კლუბი, რომელიც გადააბიჯებს 20-ს, პსჟ იქნება. "მწვანეები" ნამდვილად არ არიან საჩემპიონო კონდიციებში, რასაც ვერ ვიტყვით პარიზელებზე.
თუ რონულ გუნდს ახასიათებს ლიგა 1-დან გავარდნა ან ადგილის შენარჩუნება, როგორც ახლა, "ლურჯ-წითლები" ჩემპიონობას ჩემპიონობაზე დებენ. ენრიკეს გუნდის და "ლეს ვერტსის" შემდეგ მოდიან მარსელი (9), მონაკო (8) და ნანტი (8). ობიექტურად, "2 ვარსკვლავის" მიღების ყველაზე რეალური კანდიდატები მართლაც პარკ დე პრენსის ბინადრები არიან.
მეორე დიდი გამოწვევა კვარაცხელიასთვის პარის სენ-ჟერმენში და საამისოდ მას მინიმუმ რვა წელი დასჭირდება. თუ ყველაფერი იქნება გეგმის მიხედვით, ქართველი ვინგერი 31 წლის ასაკისთვის პსჟ-ს მე-20 ჩემპიონობას იზეიმებს. პროცესი ხანგრძლივია, მაგრამ რეალური, იმის გათვალისწინებით, რომ პარიზელებს საფრანგეთში კონკურენტები არ ჰყავთ.

ჩემპიონთა ლიგის 2-ჯერ მოგება - მარსელის რეკორდის დამხობა
ლიგა 1-ის ერთადერთი გუნდი, ჩემპიონთა ლიგის თასით თავის კოლექციაში არის მარსელი, რომელიც ისტორიულ ტიტულს 1993 წელს დაეუფლა. ოლიმპიკში იმ დროს ბრწყინავდნენ ფაბიენ ბარტეზი, ალენ ბოქშიჩი, მარსელ დესაი, დიდიე დეშამი, აბედი პელე, რუდი ფიოლერი და სხვები. მათი წარმატების შემოქმედი კი ლეგენდარული რაიმონ გუტალსი იყო.
"თეთრ-ლურჯებმა" ფინალში დაამარცხეს ფაბიო კაპელოს არანაკლებ ლეგენდარული მილანი - ფრანკო ბარეზით, პაოლო მალდინით, ფრანკ რაიკაარდით, მარკო ვან ბასტენითა და სხვა დიდი მოთამაშებიით თავის შემადგენლობაში. არც იქამდე და არც იმის შემდეგ, ფრანგულ კლუბს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი არ მოუგია.
რაც შეეხება პარის სენ-ჟერმენს, მარცხი ჩემპიონთა ლიგის ერთადერთ ფინალში, 2020 წელს, მიუნხენის ბაიერნთან. შედეგი არც ისეთი შთამბეჭდავია, მითუმეტეს "პროვანსალთა" ტრიუმფის ფონზე. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ პსჟ-ს გარდა, ფინალში გასულან სხვა ფრანგული კლუბებიც: მონაკო, სენტ-ეტიენი, რეიმსი (თანაც 2-ჯერ).

სწორედ ეს არის კვარაცხელიას ყველაზე რთული და შეიძლება ითქვას, რომ შეუსრულებელი მისია პარიზულ გუნდში. რატომ შეუსრულებელი? საფრანგეთის დედაქალაქში თამაშის დროს ეს ვერ შეძლეს ისეთმა დიდმა მოთამაშეებმა, როგორებიც არიან ლეო მესი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ნეიმარ ჟუნიორი, ედი კავანი და რა თქმა უნდა, კილიან მბაპე, რომელიც წელს უკვე "ლურჯ-წითლების" კონკურენტის რანგში იქნება.
ფრანგი თავდამსხმელი ენრიკეს გუნდიდან გადავიდა მისთვის საოცნებო მადრიდის რეალში, მისი შეუსრულებელი მისია კი ქართველი შემტევის მხრებზე გადავიდა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ტრიუმფი, თანაც 2-ჯერ, ბევრად უფრო რთულია ვიდრე, საფრანგეთის ჩემპიონატში კიდევ 8-ჯერ ჩემპიონობა.
ევროსარბიელზე ხომ ლიგა 1-ის გუნდების გარდა, წარმოდგენილია ფეხბურთის მთლიანი ელიტა. ჯერჯერობით არ ღირს იმის შესახებ საუბარი, თუ რამდენი დრო დასჭირდება ხვიჩას ველოდრომის ბინადრების შედეგის დასაჩრდილად. უბრალოდ აღვნიშნოთ, რომ დღეს, ის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ბრუნდება.
ფრანგი თავდამსხმელი ენრიკეს გუნდიდან გადავიდა მისთვის საოცნებო მადრიდის რეალში, მისი შეუსრულებელი მისია კი ქართველი შემტევის მხრებზე გადავიდა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ტრიუმფი, თანაც 2-ჯერ, ბევრად უფრო რთულია ვიდრე, საფრანგეთის ჩემპიონატში კიდევ 8-ჯერ ჩემპიონობა.
ევროსარბიელზე ხომ ლიგა 1-ის გუნდების გარდა, წარმოდგენილია ფეხბურთის მთლიანი ელიტა. ჯერჯერობით არ ღირს იმის შესახებ საუბარი, თუ რამდენი დრო დასჭირდება ხვიჩას ველოდრომის ბინადრების შედეგის დასაჩრდილად. უბრალოდ აღვნიშნოთ, რომ დღეს, ის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ბრუნდება.

პარკ დე პრენსის ბინადრებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზურის მოსაპოვებლად სჭირდებათ ბრესტის ბარიერის დაძლევა - დიახ, კიდევ ერთი ფრანგული კლუბი პარის სენ-ჟერმენის გზაზე. რაც შეეხება ნაპოლის ყოფილ ლიდერს, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მან ბოლოს ითამაშა 11 თვის წინ, გოლი კი თითქმის 3 წლის წინ შეაგდო.
ეს ყველაფერი უკვე წარსულშია და დღეიდან, პსჟ-ს შვიდიანი ახალი ისტორიის წერას შეუდგება, როგორც თავისი, ისე დედაქალაქური გუნდის. გვახსოვს 23 წლის ვინგერის საოცარი მატჩები ლივერპულსა და ამსტერდამის აიაქსთან, მაგრამ ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ის თამაშობდა "პარტენოპეიში", დღეს კი ახალგაზრდა ფლანგელი უკვე პარიზელთა მთავარი იმედია.


















