ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის შეცვლა ცოტა არ იყოს კომპლექსური საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც წესი, ამ ფანჯრისას გუნდები უკვე მეტ-ნაკლებად ფორმირებულნი არიან და ამ შუალედს ძირითადად სუსტი პოზიციების გასაძლიერებლად იყენებენ ხოლმე. არ არის გამორიცხული, ზამთარში განხორციელდეს გუნდისთვის გარდამტეხი ტრანსფერი (ამისი ნათელი მაგალითია ვირჯილ ვან დაიკის ტრანსფერი საუთჰემპტონიდან ლივერპულში), მაგრამ ეს ხშირი ნამდვილად არ არის. ხვიჩა კვარაცხელია სწორედაც რომ იმ ტიპის მეგა-ტრანსფერთა კატეგორიაში გადის, რომელიც კონკრეტულ გუნდში სურათს რადიკალურად შეცვლის. თავად ფეხბურთელისთვის ეს დიდი პატივიცაა, მაგრამ ამასთანავე რისკიცა და პასუხისმგებლობაც. რა რისკები და თავსებადობები არსებობს დაინტერესებულ გუნდებთან, ამას სტატიის შემდგომ ნაწილში განვიხილავთ.
დაინტერესებული გუნდები
ამ ეტაპზე ხვიჩას მიმართ სერიოზული ინტერესი სამი გუნდისგან იკვეთება, ესენია: პარი სენ-ჟერმენი, ლონდონის ჩელსი, და ლივერპული. ასევე იწერებოდა მანჩესტერ იუნაიტედის, მანამდე კი მანჩესტერ სიტისა და ნიუკასლის ინტერესზეც, მაგრამ ამ სატრანსფერო საგაში, როგორც ჩანს, ისინი უფრო მეორეხარისხოვან როლებში მოგვევლინებიან. ამიტომაც, ცალკეულად, ამ სამ გუნდზე უნდა ვფოკუსირდეთ.
კვარა პარიზში - ლუის ენრიკეს დიდი ხნის სურვილი
ხვიჩასთან მიმართებით, უნდა დაისვას მთავარი კითხვა - რა უნდა შესთავაზოს პსჟ-მა მას და რა მხრივ შეცვლის გუნდს თავად კვარას ამ გუნდში მისვლა? - კარგად ვხედავთ, რომ პსჟ ძალიან შორსაა კარგად აწყობილი გუნდის მდგომარეობისგან, რადგანაც ლიგა 1-ის სათამაშო დონის რეპლიკაცია ვერაფრით მოხერხდა ევროსარბიელზე. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს შეიძლება იყოს. პსჟ-ს დღეს აკლია მთავარი ვარსკვლავი, რომელიც საჭირო დროს გუნდს ულიდერებს, ასეთი ნამდვილად იყო კილიან მბაპე - დღევანდელ კოლექტივში კი ასეთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერც ერთი ფეხბურთელი იღებს. თუმცა, აქ ასევე მეორე პერსპექტივაცაა, პსჟ-ში გადასვლა ხშირად ორლესული მახვილია. ერთის მხრივ, გადადიხარ კარგ გუნდსა და ძალიან გლამურულ ქალაქში, მაგრამ, ასევე - ლიგა 1-ის ნაკლებად კონკურენტუნარიანობა სერიოზული პრობლემაა.

ამ გრაფიკზე ზუსტად ჩანს ის, თუ რომელ ზონებში რა ინტენსივობით მოძრაობს ბრედლი ბარკოლა. ზუსტად ამ პროფილს შეესაბამება ხვიჩაც. ამას სპალეტისთან ერთად გატარებული ნაპოლური სეზონიც ადასტურებს.

ლუის ენრიკეს ხვიჩას თამაშის ზუსტად ეს ასპექტი მოსწონს. ამის გარდა, კვარა ცენტრში შემოწევისასაც კარგად ირჯება, რაც კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ნუნუ მენდეშთან ფლანგზე კარგ ტანდემს შექმნის.
რაც შეეხება პსჟ-ში პოტენციური ტრანსფერის სისწორესა და გამართლებულობას. ჩემი მოსაზორებით, ტაქტიკურად ეს ძალიან საინტერესო იქნება და შესაძლოა კარგიც გამოვიდეს, მაგრამ ხვიჩას კონკურენტუნარიანობას, დღემდე მაინც საკუთარ იდენტობაში დაკარგული პროექტი ვერ წაადგება.
ჩელსი - მარესკას საინტერესო პროექტი
წინა სამი სეზონის განმავლობაში, ჩელსის თავს ნამდვილი ქაოსი ტრიალებდა. არც თავად პროექტს გააჩნდა კონკრეტული მიზნები და გუნდიც უაზროდ ძვირადღირებულად მოსჩანდა. ამ სეზონში, ენცო მარესკასთან ერთად ამ გუნდმა გარკვეული ტიპის კონკრეტიკა შეიძინა, რომელიც ნამდვილად მიმზიდველ და საინტერესო ფეხბურთს თამაშობს. განსხვავებით პსჟ-სგან, კოულ პალმერის სახით შემტევ ზონაში ჩელსის უკვე ჰყავს გამოკვეთილი სუპერვარსკვლავი, რომელსაც 10-იანსა და მარჯვენა ფლანგზე თამაში შეუძლია. რაც შეეხება ხვიჩასთვის საყვარელ მარცხენა ფლანგს, ამ პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში ადგილი ჯეიდონ სანჩომ დაიმკვიდრა და ცუდადაც არ გამოიყურება, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ ეს სანჩოსთვის იდეალური როლი არ არის, რადგან დორტმუნდში ის მეტად ინსაიდ ფორვარდის როლს ითავსებდა, ამიტომაც მისი თამაში ჩელსისთან ერთად მაინც უფრო არასტაბილურია.
რაც შეეხება თავად ენცო მარესკას სათამაშო ფილოსოფიას, ინდიკატორად აქ განაპირა მცველები უფრო გამოდგებიან (განსაკუთრებით კუკურეია მყავს მხედველობაში), რომელთაც ფლანგზე კონტროლის დამყარება არ ევალებათ. ერთი ლატერალი დაცვის ცენტრალურ ზონას უერთდება, ხოლო მეორე საყრდენ ზონას, რაც გვაძლევს ე.წ კვადრატს. მარესკა პოზიციონისტია და მის სისტემაში როლები მეტად დეტერმინირებულია. ფლანგზე კონტროლის დამყარება მთლიანად გარემარბებს ევალებათ. ამ გრაფიკზე კარგად ჩანს, თუ როგორ გადადის შეტევაში ჩელსი და რამდენად ხშირად ხვდება ბურთი საჯარიმოს კიდეებთან. შეიძლება ითქვას, მარესკას ფეხბურთში ფლანგები ძალიან იტვირთება.

ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რასაც მარესკა სანჩოსთან და მუდრიკთან მიმართებით ამ ფლანგზე აწყდება, ეს არის მათი ბუნებრივი ინსაიდ ფორვარდის ბუნება. მაგალითად - სანჩოს საჭირო აჩქრება აკლია, ხოლო მუდრიკს 1v1-ზე იზოლაციურ სიტუაციებში ოპერირების უნარი. ამ ორივე საჭირო მონაცემს ფლობს კვარაცხელია, რომელსაც ნამდვილად აქვს 10-იანის ინტელექტუალური თვისებები და აგრეთვე, კლასიკურად გარემარბისთვის დამახასიათებელი აჩქარებაც. ამ როლში ერთადერთ მიახლოებულ ვარიანტად ჩელსიში პედრო ნეტუ მოჩანს, მაგრამ კვარა მას კლასით აღემატება. აი, წარმოვიდგინოთ სიტუაცია:
კოულ პალმერის მეშვეობით, წინა ხაზში ჩელსი ოთხი შემტევის სტრუქტურას ქმნის. გამომდინარე იქიდან, რომ გუსტო-კუკურეია-ენცო-კაისედო აქ დამზღვევი კვადრატია, უბურთოდ მოძრაობისასაც შემტევებს მოეთხოვებათ რაც შეიძლება მეტად გაწელონ მეტოქის დაცვა. მისი უნარების გათვალისწინებით პედრო ნეტუს ნაცვლად ხვიჩა აქ კიდევ უფრო დიდი ხიფათი იქნებოდა ვულზის მცველებისთვის.
ამ სურათიდან ჩანს კარგად, როგორ როლში განიხილავს ხვიჩას ენცო მარესკა. იგი აპირებს ქართველს მთელი ფლანგი ჩააბაროს, მით უფრო იმიტომ რომ ოსიმენის მსგავსი ფორვარდი უკვე არსებობს ჩელსიში - ნიკოლას ჯექსონის სახით.
ჩემი გადმოსახედიდან, ჩელსი პსჟ-ზე კიდევ უფრო კარგი ვარიანტია, გამომდინარე იქიდან, რომ ხვიჩას ამ სქემასთან ადაპტირება წესით არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ აქ მეორე ასპექტია - რამდენად მყარია ის საფუძველი, რაზეც მარესკა საკუთარ გუნდს აშენებს? - ეს არავინ იცის, ამ ეტაპზე ჩელსი პრემიერ ლიგის ოთხეულშია, მაგრამ არც ისე დამაჯერებლად. მომავალი წლისთვის ამ გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გარანტირებული მოცემულობა არ არის. წელს ისინი კონფერენს ლიგაზე თამაშობენ. ეს ერთის მხრივ ცუდიცაა და მეორეს მხრივ კარგიც. დადებითი მომენტი აქ ის არის, რომ ხვიჩას დასვენების შესაძლებლობა ექნება ხოლმე, მაგრამ უარყოფითი თავად ამ ტურნირის დაბალი კონკურენტუნარიანობაა. შესაბამისად, ჩელსი კარგი, მაგრამ ცოტა სარისკო ვარიანტად მიმაჩნია.
ლივერპული: მეორე ქართველი ენფილდზე? - სლოტის არადამაიმედებელი კომენტარი
როგორც The Athletic-მა აღნიშნა, საქმეში ლივერპულიც ჩართულია და რიგით მეორე ქართველი სუპერვარსკვლავის გადაბირებას შეეცდება. არნე სლოტმა პრესკონფერენციაზე კი დასძინა, რომ 100 ასეთი სატრანსფერო ამბიდან ამბიდან 99 ტყუილიაო, მაგრამ ის ერთი სიმართლე შესაძლოა სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ეხებოდეს.
ლუის დიასმა, რომელიც პოტენციურად ხვიჩას მთავარი კონკურენტია, ამ შეხვედრაში ითამაშა არა მისთვის საყვარელ და ტრადიციულ მარცხენა ფლანგზე, არამედ ცრუ 9-იანზე, მარცხენა გარემარბის პოზიცია კი კოდი გაკპომ დაიკავა.

აქ კარგად უნდა დავაკვირდეთ, თუ რამდენად მაგრად ქმნიან გაკპო და დიასი ფლაგზე გადატვირთვას, ხოლო სობოსლაი პრაქტიკულად 9-იანის პოზიციაზე გვევლინება. კვარა, როგორც დიასის, ასევე გაკპოს როლში ძალიან საინტერესო სანახავი იქნებოდა. შესაძლოა სწორედ ამ მიგნებამ უბიძგა ლივერპულის ხელმძღვანელობას ხვიჩას ტრანსფერზე ამუშავებულიყო. მით უფრო იმის ფონზე, თუ როგორ ითამაშა ამ თამაშში ალექსანდერ-არნოლდისა და რობერტსონის დუომ. მათი მოძრაობა ხვიჩასთვის ერთგვარად წყალობასავითაა, ერთი შეხედვით, მის სათამაშო ინტელექტს, ეს ტაქტიკური ასპექტი საკმაოდ კარგად მოუხდებოდა.
აქვე ჩანს, არნოლდი-რობერტსონის გადაადგილების გრაფიკაც:

ამ თამაშის ყველაზე საინტერესო ასპექტი, ალბათ, ეს ფლანგზე ჩარბენები იყო. მაგალითად, გაკპოს ადგილზე მეტოქის მესამედში და საჯარიმოს მისადგომებთანაც ხვიჩა ამ მხრივ გუნდს კიდევ უფრო მეტ კრეატივს შესძენდა. მართალია, რობერტსონი უკვე ასაკში შედის, მაგრამ მისი სათანადო შემცვლელის ყიდვის შემთხვევაში, შესაძლოა, ისევ ისეთი მომაკვდინებელი ფლანგები მივიღოთ, როგორიც კლოპის ერაში იყო.
ორივე განაპირა მცველი პრაქტიკულად ოფციაა აქ გაკპოსთვის, ხვიჩასთვის შეტევის ასეთი განლაგება უბრალოდ იდეალურია, მით უფრო, ლუის დიასის მსგავს პერსონაჟთან ერთად.
ტაქტიკური კუთხით ლივერპული ხვიჩასთვის, ალბათ, საუკეთესო ვარიანტია. ასევე, ეს გუნდი მხოლოდ წინ მიიწევს, მით უფრო მას შემდგომ, რაც კლოპის ერაში სისტემურობა შეიძინეს, არნე სლოტიც ამიტომ იყო ძალიან კარგი ჩანაცვლება, დაახლოებით ისეთივე ისტორიაა, როგორიც იყო ბილ შეინკლისა და ბობ პეისლისა. ხვიჩასთვის საკუთარი შესაძლებლობათა დასამტკიცებლად, ლივერპული იდეალური ვარიანტია, თუმცა ხელის შემშლელ ფაქტორებად აქ თავად გუნდის ნაკლებად ვარსკვლავური მენტალობა და თავად გუნდისთვის ნაკლებად მიმზიდველი სატრანსფერო ღირებულებაა. შესაბამისად, იგი ქართველი გულშემატკივრისთვის მეტად საოცნებო, მაგრამ ნაკლებად შესაძლებელი ვარიანტია.
Honorable Mention - ნიუკასლი და ედი ჰაუს დიდი ხნის ინტერესი
განსხვავებით მანჩესტერ იუნაიტედისგან, ედი ჰაუს გუნდი პირველივე ნეაპოლური სეზონის შემდგომ აქტიურად ინტერესდებოდა ხვიჩა კვარაცხელიას პერსონაჟით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროექტი ძალიან ამბიციური, მაგრამ მაინც ნელა განვითარებადია. კვარაცხელიას ტრანსფერი სწორედ ის საჭირო ნიუანსია, რაც ალან შირერის შემდეგ თაინსაიდელებს გუნდში სუპერვარსკვლავების არსებობას შეაჩვევს. არადა, მსგავსად ჩელსისა, ალექსანდერ ისაკთან საინტერესო დუეტის ხილვა შეიძლებოდა, მაგრამ მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ამ პოზიციაზე ენტონი გორდონისა და ჰარვი ბარნსის არსებობაა. ორივე ინგლისელია, ორივე პერსპექტიული - ნიუკასლში გორდონი უყვართ, ბარნსისა კი ეიმედებათ. აქედან გამომდინარე, ხვიჩასთვის ბრძოლაში კარგად დაფუძნებულ „დიდ ბიჭებთან“ შედარებით ნიუკასლი ბაზარზე მეტად მეორეხარისხოვან როლში გვევლინება.
და მაინც, სად უნდა წავიდეს ხვიჩა?
ამ კითხვაზე პასუხი არც იმდენად მარტივია, რამდენადაც ეს ზედაპირულად ჩანს, რადგან ამ სამი ვარიანტიდან თითოეულ კლუბს აქვს საკუთარი „სიმართლე“. ეს ეტაპი ხვიჩას კარიერაში, ალბათ, გადამწყვეტია, სწორი არჩევანი მისი მომავლისთვის ბევრს განსაზღვრავს. ჩვენ კი რა დაგვრჩენია, უბრალოდ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და მის პირველ ნაბიჯებსაც ახალ გუნდში.

იმ ოთხეულიდან, რომელიც ხვიჩას მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს, პარიზული გრანდი ყველაზე მეტს აქტიურობს. რა მომენტშიც კილიან მბაპემ ეს კოლექტივი დატოვა, პარიზელებმა ერთგვარი რეორგანიზაციის მსგავსი პროექტი დაანონსეს. წლევანდელ პსჟ-ში უკვე ვეღარ ვხედავთ საოცრად ამბიციურ და ჰიპერვარსკვლავურ შემადგენლობას, რომელზეც ძალიან დიდი ფული იქნა დახარჯული. გუნდი მეტად ფოკუსირდა ფრანგი ახალგაზრდების განვითარებაზე. წლევანდელ სეზონში ევროტურნირებზე პსჟ-ის გამოსვლას ყველაფერი შეიძლება ვუწოდოთ, გარდა დამაჯერებლისა. ისინი ამ ეტაპზე 25-ე ადგილს იკავებენ და 1 ქულით ჩამორჩებიან გადათამაშების ზონას. შარშანდელი წლის ნახევარფინალისტისგან ესეთი პერფორმანსი ნამდვილად ვერ იძლევა დამაიმედებელ სურათს, მიუხედავად იმისა, რომ ლიგა 1-ს დამაჯერებლად ლიდერობს და იქ მათი თამაში საკმაოდ დომინანტურად გამოიყურება.
ხვიჩასთან მიმართებით, უნდა დაისვას მთავარი კითხვა - რა უნდა შესთავაზოს პსჟ-მა მას და რა მხრივ შეცვლის გუნდს თავად კვარას ამ გუნდში მისვლა? - კარგად ვხედავთ, რომ პსჟ ძალიან შორსაა კარგად აწყობილი გუნდის მდგომარეობისგან, რადგანაც ლიგა 1-ის სათამაშო დონის რეპლიკაცია ვერაფრით მოხერხდა ევროსარბიელზე. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს შეიძლება იყოს. პსჟ-ს დღეს აკლია მთავარი ვარსკვლავი, რომელიც საჭირო დროს გუნდს ულიდერებს, ასეთი ნამდვილად იყო კილიან მბაპე - დღევანდელ კოლექტივში კი ასეთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერც ერთი ფეხბურთელი იღებს. თუმცა, აქ ასევე მეორე პერსპექტივაცაა, პსჟ-ში გადასვლა ხშირად ორლესული მახვილია. ერთის მხრივ, გადადიხარ კარგ გუნდსა და ძალიან გლამურულ ქალაქში, მაგრამ, ასევე - ლიგა 1-ის ნაკლებად კონკურენტუნარიანობა სერიოზული პრობლემაა.
ტაქტიკურად, ხვიჩასთვის პსჟ ცუდი ვარიანტი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პოზიციაზე ტოპ ვარსკვლავი პსჟ-ს ნამდვილად სჭირდება. მით უფრო იმიტომ, რომ ლუის ენრიკეს სათამაშო ფილოსოფიაში მისი პროფილი კარგად ეწერება, განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ როგორ შეცვალა ესპანელმა სათამაშო მონახაზი პოსტ-მბაპე ერაში.
ამ ფოტოსურათზე კარგად ჩანს, თუ დაახლოებით როგორ იყენებს პსჟ საკუთარ მარცხენა გარემარბს - ბრედლი ბარკოლას. დრიბლინგის კარგი უნარების ახრჯზე იგი ხშირად ამწვავებს თამაშს საჯარიმოს მისადგომებთან. ლუის ენრიკეს ამ მონახაზში, ფლანგის შემტევი მეტად კონცენტრირებულია უშუალოდ მოედნის სიგანიდან საფრთხის შექმნაზე, რაც მბაპეს პერიოდში ასე არ იყო. დავაკვირდეთ შემდგომი გადაადგილების რუკას, რომელიც კარგად აჩვენებს იმ საკვანძო განსხვავებებს, რაც ბარკოლასა და მბაპეს გააჩნიათ - თავიანთი სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე.
ხვიჩას ტაქტიკური შესაბამისობა ლუის ენრიკეს გუნდთან, სწორედ ამ შედარებითი სურათიდან შეიძლება მეტად ცხადი გახდეს. ბარკოლა აუტის ხაზთან აახლოს თამაშობს და ფლანგიდან მეტოქის დაცვას მაქსიმალურად წელავს, ხოლო მბაპეს გადაადგილების მარშრუტი პირდაპირ მიანიშნებს მის ე.წ ინსაიდ ფორვარდობაზე. ადრეც არსებობდა სერიოზული ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ლუის ენრიკე სწორედაც რომ მბაპეს შემცვლელად განიხილავდა. ეს ნამდვილად არ ყოფილა უცეცხლო კვამლი, რადგან ზუსტად ამ მომენტში, არასტაბილური ბარკოლას ნაცვლად ამ პოზიციაზე სწორედ კვარა განიხილება.

ამ გრაფიკზე ზუსტად ჩანს ის, თუ რომელ ზონებში რა ინტენსივობით მოძრაობს ბრედლი ბარკოლა. ზუსტად ამ პროფილს შეესაბამება ხვიჩაც. ამას სპალეტისთან ერთად გატარებული ნაპოლური სეზონიც ადასტურებს.

ლუის ენრიკეს ხვიჩას თამაშის ზუსტად ეს ასპექტი მოსწონს. ამის გარდა, კვარა ცენტრში შემოწევისასაც კარგად ირჯება, რაც კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ნუნუ მენდეშთან ფლანგზე კარგ ტანდემს შექმნის.
რაც შეეხება პსჟ-ში პოტენციური ტრანსფერის სისწორესა და გამართლებულობას. ჩემი მოსაზორებით, ტაქტიკურად ეს ძალიან საინტერესო იქნება და შესაძლოა კარგიც გამოვიდეს, მაგრამ ხვიჩას კონკურენტუნარიანობას, დღემდე მაინც საკუთარ იდენტობაში დაკარგული პროექტი ვერ წაადგება.
ჩელსი - მარესკას საინტერესო პროექტი
წინა სამი სეზონის განმავლობაში, ჩელსის თავს ნამდვილი ქაოსი ტრიალებდა. არც თავად პროექტს გააჩნდა კონკრეტული მიზნები და გუნდიც უაზროდ ძვირადღირებულად მოსჩანდა. ამ სეზონში, ენცო მარესკასთან ერთად ამ გუნდმა გარკვეული ტიპის კონკრეტიკა შეიძინა, რომელიც ნამდვილად მიმზიდველ და საინტერესო ფეხბურთს თამაშობს. განსხვავებით პსჟ-სგან, კოულ პალმერის სახით შემტევ ზონაში ჩელსის უკვე ჰყავს გამოკვეთილი სუპერვარსკვლავი, რომელსაც 10-იანსა და მარჯვენა ფლანგზე თამაში შეუძლია. რაც შეეხება ხვიჩასთვის საყვარელ მარცხენა ფლანგს, ამ პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში ადგილი ჯეიდონ სანჩომ დაიმკვიდრა და ცუდადაც არ გამოიყურება, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ ეს სანჩოსთვის იდეალური როლი არ არის, რადგან დორტმუნდში ის მეტად ინსაიდ ფორვარდის როლს ითავსებდა, ამიტომაც მისი თამაში ჩელსისთან ერთად მაინც უფრო არასტაბილურია.
რაც შეეხება თავად ენცო მარესკას სათამაშო ფილოსოფიას, ინდიკატორად აქ განაპირა მცველები უფრო გამოდგებიან (განსაკუთრებით კუკურეია მყავს მხედველობაში), რომელთაც ფლანგზე კონტროლის დამყარება არ ევალებათ. ერთი ლატერალი დაცვის ცენტრალურ ზონას უერთდება, ხოლო მეორე საყრდენ ზონას, რაც გვაძლევს ე.წ კვადრატს. მარესკა პოზიციონისტია და მის სისტემაში როლები მეტად დეტერმინირებულია. ფლანგზე კონტროლის დამყარება მთლიანად გარემარბებს ევალებათ. ამ გრაფიკზე კარგად ჩანს, თუ როგორ გადადის შეტევაში ჩელსი და რამდენად ხშირად ხვდება ბურთი საჯარიმოს კიდეებთან. შეიძლება ითქვას, მარესკას ფეხბურთში ფლანგები ძალიან იტვირთება.

ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რასაც მარესკა სანჩოსთან და მუდრიკთან მიმართებით ამ ფლანგზე აწყდება, ეს არის მათი ბუნებრივი ინსაიდ ფორვარდის ბუნება. მაგალითად - სანჩოს საჭირო აჩქრება აკლია, ხოლო მუდრიკს 1v1-ზე იზოლაციურ სიტუაციებში ოპერირების უნარი. ამ ორივე საჭირო მონაცემს ფლობს კვარაცხელია, რომელსაც ნამდვილად აქვს 10-იანის ინტელექტუალური თვისებები და აგრეთვე, კლასიკურად გარემარბისთვის დამახასიათებელი აჩქარებაც. ამ როლში ერთადერთ მიახლოებულ ვარიანტად ჩელსიში პედრო ნეტუ მოჩანს, მაგრამ კვარა მას კლასით აღემატება. აი, წარმოვიდგინოთ სიტუაცია:

კოულ პალმერის მეშვეობით, წინა ხაზში ჩელსი ოთხი შემტევის სტრუქტურას ქმნის. გამომდინარე იქიდან, რომ გუსტო-კუკურეია-ენცო-კაისედო აქ დამზღვევი კვადრატია, უბურთოდ მოძრაობისასაც შემტევებს მოეთხოვებათ რაც შეიძლება მეტად გაწელონ მეტოქის დაცვა. მისი უნარების გათვალისწინებით პედრო ნეტუს ნაცვლად ხვიჩა აქ კიდევ უფრო დიდი ხიფათი იქნებოდა ვულზის მცველებისთვის.

ამ სურათიდან ჩანს კარგად, როგორ როლში განიხილავს ხვიჩას ენცო მარესკა. იგი აპირებს ქართველს მთელი ფლანგი ჩააბაროს, მით უფრო იმიტომ რომ ოსიმენის მსგავსი ფორვარდი უკვე არსებობს ჩელსიში - ნიკოლას ჯექსონის სახით.
ჩემი გადმოსახედიდან, ჩელსი პსჟ-ზე კიდევ უფრო კარგი ვარიანტია, გამომდინარე იქიდან, რომ ხვიჩას ამ სქემასთან ადაპტირება წესით არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ აქ მეორე ასპექტია - რამდენად მყარია ის საფუძველი, რაზეც მარესკა საკუთარ გუნდს აშენებს? - ეს არავინ იცის, ამ ეტაპზე ჩელსი პრემიერ ლიგის ოთხეულშია, მაგრამ არც ისე დამაჯერებლად. მომავალი წლისთვის ამ გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გარანტირებული მოცემულობა არ არის. წელს ისინი კონფერენს ლიგაზე თამაშობენ. ეს ერთის მხრივ ცუდიცაა და მეორეს მხრივ კარგიც. დადებითი მომენტი აქ ის არის, რომ ხვიჩას დასვენების შესაძლებლობა ექნება ხოლმე, მაგრამ უარყოფითი თავად ამ ტურნირის დაბალი კონკურენტუნარიანობაა. შესაბამისად, ჩელსი კარგი, მაგრამ ცოტა სარისკო ვარიანტად მიმაჩნია.
ლივერპული: მეორე ქართველი ენფილდზე? - სლოტის არადამაიმედებელი კომენტარი
როგორც The Athletic-მა აღნიშნა, საქმეში ლივერპულიც ჩართულია და რიგით მეორე ქართველი სუპერვარსკვლავის გადაბირებას შეეცდება. არნე სლოტმა პრესკონფერენციაზე კი დასძინა, რომ 100 ასეთი სატრანსფერო ამბიდან ამბიდან 99 ტყუილიაო, მაგრამ ის ერთი სიმართლე შესაძლოა სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ეხებოდეს.
ზემოთჩამოთვლილი ვარიანტებიდან, ლივერპული ყველაზე უფრო შემდგარი და ისტორიულად მბზინავი კანდიდატია. მიუხედავად ამისა, სლოტის ეს სიტყვები ნამდვილად არ არის ლოგიკას მოკლებული, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ლივერპულია განსხვავებული კონცეფციის გუნდი. ქალაქი ლივერპული, განსხვავებით პარიზისგან, დიდად მიმზიდველი არ არის, თავად სლოტსაც ჰქონდა პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ვარსკვლავების ამ გუნდში მოზიდვა რთულია. ხვიჩა კი უკვე შემდგარი ვარსკვლავია, ლივერპული კი ის გუნდია, რომელიც ვარსკვლავებს ყიდვის ნაცვლად თავად ქმნის. ფაქტია, ეს კონცეფცია კლოპის დროს ამართლებდა და ამართლებს დღესაც. 80 მილიონის გადახდა ლივერპულისთვის ყოველთვის პრობლემური საკითხი იყო, მაგრამ ამ ტრანსფერს მთავარი ინტრიგა ტაქტიკური კუთხით გააჩნია. ამის გასაგებად ტოტენჰემთან პრემიერ ლიგაში მოგებული თამაში გამოდგება.