როგორ დაიწყო ყოფილი ქართველი მცველის საოცრებებით სავსე ისტორია? ყველაფრის შესახებ დაწვრილებით. უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მოახლოებული მატჩის წინ, გავიხსენოთ ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყნების 2 მოთამაშეს ევროპული ფეხბურთის ელიტისკენ გაუკვალა გზა, თანაც ისე, რომ თავად ჩრდილში რჩებოდა.

საფეხბურთო კარიერა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჭოხონელიძე ახალგაზრდობაში ფეხბურთს თამაშობდა და მცველის პოზიციაზე ირჯებოდა. 1965 წელს ის მოხვდა თბილისის დინამოს აკადემიაში, 3 წლის შემდეგ, ქართველმა უკანახაზელმა უკვე მთავარ გუნდამდეც მიაღწია. აღნიშნულ კლუბში იმ დროს იყო საშინელი კონკურენცია, რის გამოც რეზო დაიჩრდილა.
დედაქალაქურ გუნდში გატარებული ერთი მოკრძალებული სეზონის შემდეგ (17 შეხვედრა, 0 გოლი), ის დაბრუნდა მშობლიურ ქუთაისში და ტორპედოს შეუერთა. სწორედ "შავ-თეთრებში" გაატარა დინამოს ყოფილმა უკანახაზელმა კარიერის საუკეთესო წლები საქართველოში: 6 სეზონი, 234 მატჩი და 8 გატანილი ბურთი.
იმერული გუნდის საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ჭოხონელიძეს ეპატიჟებოდა მოსკოვის სპარტაკი, თუმცა მან მოულოდნელად აირჩია ლენინგრადის დინამო, რომელიც აგრეთვე, ქვედა ლიგაში ბინადრობდა. ქართველი უკანახაზელი არასდროს ყოფილა ისეთი სახელგანთქმული მოთამაშე, როგორც მისი ვარსკვლავური თანამემამულეები თბილისიდან, მას ჰქონდა სულ სხვა ოცნება: მწვრთნელობა.

პირველი ნაბიჯები ევროპაში და სტაჟირება ინტერში
1986 წელს ჭოხონელიძე სრულიად მოულოდნელად თავისი ცხოვრების მთავარ ნატვრას მიუახლოვდა. ლენინგრადში მან გაიცნო იტალიელი ტურისტები, რომლებიც სერია ბ-ს კლუბების ფუნქციონერები აღმოჩნდნენ. ქართველმა უკანახაზელმა მარტივად გამონახა საერთო ენა უცხოელებთან, რის შემდეგაც თავისი ოცნების შესახებ მათ უამბო.
იტალიელმა სტუმრებმა რევაზს ურჩიეს კალჩოს სამწვრთნელო სკოლები და ყველანაირ დახმარებასაც შეპირდნენ. ახალმა მეგობრებმა სიტყვა არ გატეხეს - იტალიელი სელექციონერების შუამდგომლობის წყალობით, დინამოს ყოფილი უკანახაზელი 80-იანების ბოლოს ინტერის მოსამზადებელ აკადემიაში ჩაირიცხა.

ჭოხონელიძე წარმატებით ეუფლებოდა სამწვრთნელო ხელოვნებასა და კლუბურ მენეჯმენტს, რის შედეგადაც მილანურმა კლუბმა ის სტაჟირებაზე შვეიცარიაში გაუშვა. დამწყებმა ქართველმა სკაუტმა 1 წელი იმუშავა "მესაათეების ქვეყანაში" და იმ დროის მანძილზე გამოიცვალა 3 კლუბი: სერვეტი, გრასჰოპერსი და ლოზანა.
შვეიცარიაში რევაზს პერსპექტიული სელექციონერის რეპუტაცია ჩამოუყალიბდა. სწორედ მან მოახდინა ჯოვანი ელბერის კარიერის რეანიმირება ციურიხულ კლუბში, მილანში გატარებული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ. "ნერაძურის" სკაუტმა აგრეთვე, განახორციელა სონი ანდერსონის ტრანსფერი მარსელის ოლიმპიკში.

მილანის შემოთავაზება
იტალიაში სერიოზულად ალაპარაკდნენ ჭოხონელიძეზე, განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდა სილვიო ბერლუსკონი და მისი მილანი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, კერძოდ პოსტ-საბჭოთა სივრცის სატრანსფერო ბაზარზე შესვლას გეგმავდა. ქართველმა სკაუტმა ვერ თქვა უარი "როსონერის" წინადადებაზე, მაგრამ ადგილის დასამკვიდრებლად მან ურთულესი გზა გაიარა.
"თავიდან ვმუშაობდი უხელფასოდ, ანუ ისევ სტაჟირებაზე ვიყავი. ვცხოვრობდი ტრეილერში და თვეში 400 დოლარით ვირჩენდი თავს. ერთ მშვენიერ დღეს მილანში ჩატარდა სხდომა, რომლის ამოცანა იყო აღმოსავლეთ ევროპის სატრანსფერო ბაზრის ათვისება. მათ სჭირდებოდათ ადამიანი, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცის ფეხბურთს კარგად იცნობდა.

ყოფილი საბჭოთა კავშირი იმ დროს ნიჭიერი მოთამაშეების ნამდვილი აკვანი იყო. ბერლუსკონიმ მითხრა, რომ დადგა ჩემთვის თავის გამოჩენის შესაძლებლობის მოცემის დრო, რის შემდეგაც გალიანიმ ჩამიტარა გასაუბრება, რომელმაც დადებითი შედეგი გამოიღო", - ასე იხსენებს რეზო "როსონერიში" გაწევრიანების მომენტს.
1996 წლიდან დინამოს ყოფილი მცველი "შავ-წითლების" სელექციონერი და მენეჯერი გახდა. მას ჩააბარეს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი, მოგვიანებით კი სამხრეთ ამერიკა და აფრიკაც. ჭოხონელიძე "ეშმაკებში" მუშაობის პერიოდში განახორციელებს არაერთ გამორჩეულ ტრანსფერს, ისეთს, რომელიც კლუბის ახალ ისტორიას დაწერს.

შევჩენკოს ტრანსფერი
ქართველმა სკაუტმა თავიდანვე იცოდა, თუ რისი გაკეთება უნდოდა მას მილანში. მიზანი შევჩენკოს გადმობირება იყო. ბერლუსკონიმ სრული ნდობა გამოუცხადა რეზოს და ისიც აღნიშნა, რომ ტრანსფერებისთვის ფულს არ დაიშურებდა. სკაუტი ძალიან ფრთხილობდა, მას შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა.
"როსონერის" სელექციონერი უკრაინელ ფორვარდს ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდა და ამ დროის მანძილზე ის სრულად შეისწავლა. ჭოხონელიძე აქცევდა ყურადღებას ისეთ დეტალებსაც კი, როგორიც იყო ანდრეის დამოკიდებულება ალკოჰოლისა და თამბაქოს მიმართ, ოჯახში არსებული სიტუაცია და ჩერნობილის აფეთქების შესაძლო შედეგები, რომელიც მის ჯანმრთელობაზე აისახებოდა.
ამ ყველაფრის შესწავლის შემდეგ, ქართველი სელექციონერი გადაერთო უშუალოდ ტრანსფერზე და 1999 წლის მაისში მან გაჩარხა თავისი ცხოვრების უმთავრესი გარიგება: 25 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, კიევის დინამოს ლიდერმა შავ-წითელი მაისური მოირგო. რეზომ კლუბისთვის ნამდვილად ისტორიული მოთამაშე გაიფორმა.

"შევჩენკოს ორი წელი ვაკვირდებოდი. დიახ, დიდი დროა და იმაზეც ვფიქრობდი, რომ შეიძლება რომელიმე სხვა კლუბს დაესწრო მილანისთვის, თუმცა მე შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კონტრაქტის გაფორმების დროსაც სირთულეებს ადგილი არ ჰქონია", - იხსენებს "როსონერის" სკაუტი.
ჭოხონელიძის შესახებ უსაუბრია უკრაინელ თავდამსხმელსაც - "ყოველდღე იქ იყო. ვგრძნობდი, რომ განსაკუთრებით მე მაკვირდებოდა. ვარჯიშის შემდეგ რეზო უბრალოდ უჩინარდებოდა. სურვილი გამიჩნდა გამეგო, თუ ვინ იყო ის. ერთ დღესაც დაველოდე ლიფტთან, შორიდან დავინახე, მოდიოდა და მომესალმა.
მითხრა - გამარჯობა ანდრეი! მე შენზე ყველაფერი ვიცი. ახლა უნდა გავფრინდე იტალიაში, თუმცა ჩვენ ერთმანეთს კვლავ შევხვდებით. ის იყო ქართველი სკაუტი, რომელიც მილანისთვის მუშაობდა. იტალიური კლუბის სელექციონერი მჭიდროდ თანამშრომლობდა დინამოსთანაც და ის ჩემზე იყო მომაგრებული", - იხსენებს შევა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში.

კალაძის ტრანსფერი
უკრაინელი თავდამსხმელის გადმობირების შემდეგ, ჭოხონელიძემ თვალი დაადგა კიეველების კიდევ ერთ ფეხბურთელს - კალაძეს. სელექციონერმა არ უღალატა თავის პრინციპებს და საქმე კვლავ დაკვირვებით დაიწყო. ქართველი სკაუტი თანამემამულე უკანახაზელს 1.5 წლის მანძილზე სწავლობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მილანის გარდა, კახას ტრანსფერში მიუნხენის ბაიერნიც ფიგურირებდა.
რევაზმა სულ ოდნავ აჯობა "რეკორდმაისტერს", უფრო სწორად დაასწრო. "როსონერის" ინტერესის შესახებ არავინ იცოდა, შეიძლება ითქვას, რომ სელექციონერი გასაიდუმლოებულად მოქმედებდა: "კალაძის ტრანსფერის შესახებ არავის უნდა სცოდნოდა, შევასაც კი. მილანამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ კახას გაფორმება სურდა ბაიერნსაც, ამიტომ გადავწყვიტე მაქსიმალურად ჩუმად და ფრთხილად მემუშავა."

"ჩავფრინდი კიევში და მოვაგვარე ყველაფერი, ნახევარი საათის შემდეგ კი ჩამოვიდა რუმენიგეც, თუმცა ქართველი მცველი იმ მომენტში უკვე "როსონერის" მოთამაშე იყო. კარლ-ჰაინცი რომ დაშვებულიყო 30 წუთით ადრე, დინამოს უკანახაზელის გამო სერიოზული ბრძოლა მომიწევდა. კონტრაქტის გაფორმებიდან 3 დღეში, კალაძე ოფიციალურად წარვადგინეთ.
ანდრეი სიხარულისგან შოკში ჩავარდა. თავდაპირველად მას ეგონა, რომ კახა საშოპინგოდ იყო ჩამოსული. პატარა სიურპრიზი გამომივიდა", - იხსენებს "შავ-წითლების" სკაუტი.
უკრაინელ ფორვარდს ქართველი უკანახაზელის გვერდით 196 მატჩი აქვს ჩატარებული. ამ 2-მა მოთამაშემ იტალიურ კლუბს ერთობლივი ძალებით 5 ტიტული მოუტანა.

სხვა ტრანსფერები და მთავარი შეცდომა
ჭოხონელიძე მხოლოდ პოსტ-საბჭოთა სივრცის ფეხბურთელებით არ შემოფარგლულა. მისი უშუალო მონაწილეობით მილანში გადმოვიდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯენარო გატუზო, იაპ სტაპი და მანუელ რუი კოშტა. ყველაზე დიდ შეცდომად კი ქართველი სკაუტი შევას ლონდონის ჩელსიში გაყიდვას მიიჩნევს.
"შევჩენკოს ჩელსიში გაშვება ჩემი მილანური კარიერის ყველაზე სამწუხარო მომენტია. საქმე იმაშია, რომ მის ოჯახს უნდოდა ბრიტანეთის დედაქალაქში ცხოვრება, ჩვენ კი გვქონდა პრინციპი: თუ გადაწყვეტილება ახლობლების სურვილზე იყო დაფუძნებული, მოთამაშეს არ ვაკავებდით. თავიდანვე ვიცოდი, რომ ანდრეი ლონდონში ვერ ითამაშებდა.
"არისტოკრატებს" უკვე ჰყავდათ დროგბა, თანაც ეს სულ სხვა სტილის გუნდი იყო. უკრაინელ თავდამსხმელს მე ვურჩევდი მანჩესტერ იუნაიტედს, რადგან მიმაჩნია, რომ ფერგის ხელში ის ძველებურად გაიბრწყინებდა", - იხსენებს რეზო.
"როსონერიმ" თავისი ფორვარდის სანაცვლოდ "ლურჯებისგან" 44 მილიონი მიიღო, თავად ფეხბურთელისთვის კი ეს დასასრულის დასაწყისი გამოდგა.