34-ე ტურის მიმოხილვა
რა უნდა ვიცოდეთ 34-ე ტურის წინ
🚨 Blank Gameweek 34-ის დედლაინი შაბათს, 14:00 საათზეა;
⛔️ მიმდინარე სათამაშო კვირას 4 გუნდი გამოტოვებს თამაშს, შესაბამისად 2 მატჩი არ ჩატარდება. თავიანთ შეხვედრებს არ ითამაშებენ: არსენალი, მანჩესტერ სიტი, ასტონ ვილა და კრისტალ პალასი
🍟 „ფრი ჰიტის“ გამოყენებისთვის 34-ე ტური ოპტიმალური სათამაშო კვირაა. მენეჯერების უმვრალესობამ 33-ე ტურში „Bench Boost“ გააქტიურა, რის დაბალანსებასაც FH-ით შეძლებ;
👀 არ წყდება საუბარი DGW36-ის და BGW37-ის შესახებ. ჯერ არაფერია ცნობილი, თუმცა სტრატეგიის დაგეგმვისას ეს გარემოება მხედველობაში იქონიე;
🏆 პრემიერლიგური ტურის პარალელურად 26 და 27 აპრილს FA cup-ის ნახევარფინალური მატჩებია ჩანიშნული. სწორედ ამიტომ ნოტინგემი 34-ე სათამაშო კვირის მატჩს, უცნაურ დროს - ხუთშაბათს, პირველ მაისს ჩაატარებს.
ყველაფერი FREE HIT-ის შესახებ 🍟
პრემიერ ლიგის ფენტეზის მოთამაშეების უმრავლესობამ, მათ შორის ტოპ მენეჯერბმაც FPL-ის ყველა დახმარება უკვე დახარჯეს. უკანასკნელი ქარდი, რომელიც ჩვენს “არსენალშია” -FREE HIT-ია.
La Gazzetta dello Sport Georgia-ს მიმოხილვებში ჯერ კიდევ 24-ე ტურიდან ვაანონსებდით, რომ FREE HIT-ის გააქტიურებისთვის ოპტიმალური დრო 34-ე სათამაშო კვირა იქნებოდა.
ამ დახმარების სწორად გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მინი ლიგაში პოზიციების გასამყარებლად ან ლიდერებთან ჩამორჩენის შემცირების თვალსაზრისით.
სწორედ ამიტომ 34-ე ტურის მიმოხილვა სრულად მიეძღვნება FH-ს
რატომ უნდა გააქტიურო FREE HIT-ი BGW34-ში ?
◉ 34-ე ტურში ის გუნდები არ თამაშობენ, რომლებსაც გასულ სათამაშო კვირას Double ტური ჰქონდათ. შესაბამისად თუ 33-ე ტურისთვის კარგად მოემზადე და ბევრი „დაბლგეიმვიქერი“ გყავდა, გუნდის დაბალანსება Free Hit-ის გარეშე ძალიან გაგიჭირდება;
◉ იმის ნაცვლად, რომ დამატებითი ტრანსფერები გააკეთო და მინუს ქულები აიღო, Free Hit-ის დახმარებით BGW34-ში ოპტიმალური თერთმეტეული გეყოლება;
◉ 34-ე ტურში რამდენიმე გამორჩეული მატჩია, რომელზე ფოკუსიც ძალიან ეფექტიანი შეიძლება იყოს, FH-ის დახმარებით გუნდს ასეთი მატჩებით დააკომპლექტებ:
ვულვზი 🆚 ლესტერი
საუთჰემპტონი 🆚 ფულჰემი
ნიუკასლი 🆚 იფსვიჩი
ლივერპული 🆚 სპურსი
◉ 35-ე ტურში იმ გუნდს დაიბრუნებ სადაც სავარაუდოდ ბევრი ფეხბურთელი გყავდა მანჩესტერ სიტიდან, ასტონ ვილადან, კრისტალ პალასიდან. ამ გუნდებს შესაძლოა 36-ე სათამაშო კვირას ორმაგი ტური ჰქონდეთ.
◉ თუ ლივერპული სპურსთან მატჩში ქულას მაინც აიღებს, მერსასაიდელები ოფიციალურად გახდებიან ჩემპიონები. მოსალოდნელია რომ ლივერპული ჩემპიონობას ხმაურიანად „გაიფორმებს“.
🧤 🥅 მეკარე
⚪ ლენო (£5.0)
✅ 34-ე ტურში, ფულჰემს კარის მშრალად შენახვის ერთ-ერთი საუკეთესო შანსი აქვთ;
✅ პირველ წრეში სოტონმა, ფულჰემის კარში გოლის გატანა ვერ მოახერხა;
✅ ფულჰემმა წინა ტურში ჩელსისთან დრამატული მატჩი დათმო, თანაც ისე, რომ მასპინძლები წაგებას არ იმსახურებდნენ. ლონდონელები რეაბილიტაციას წმინდანებთან ეცდებიან;
❌ ბოლო 6 პრემიერლიგურ შეხვედრაში საუთემპტონმა, 5-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. წმინდანებს მოედანი უგოლოდ არც ლივერპულთან დაუტოვებიათ;
❌ გასული 11 პრემიერლიგური მატჩიდან ფულჰემმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა კარის მშრალად შენახვა. „კოტეჯერებს“ მხოლოდ სპურსმა ვერ გაუტანა, იმ შეხვედრაში ლენომ ასისტიც შეასრულა.
⚫ პოუპი (£4.9)
✅ ასევე კარის მშრალად შენახვის კარგი შანსი აქვს ნიუკასლსაც. გამანადგურებელი მარცხის შემდეგ გუნდებს ჩვევიათ ე.წ clean sheet-ზე აქცენტის გაკეთება.
✅ ბოლო 6 მატჩიდან პოუპმა 3-ჯერ შეინახა კარი მშრალად, მის ანგარიშზე მოგერიებული თერთმეტმეტრიანიცაა;
✅ „მეტრაქტორეებმა“ ნიუკასლს ვერც პირველ წრეში გაუტანეს;
❌ ბოლო 5 პრემიერლიგური მატჩიდან იფსვიჩმა, მხოლოდ ერთხელ დატოვა მოედანი უგოლოდ, ისიც გასულ ტურში არსენალთან.
🔍 ერთი გუნდიდან მაქსიმუმ 3 ფეხბურთელი შეგიძლია გყავდეს. ისაკი უალტერნატივოა, შესაბამისად თუ მეკარედ პოუპს აირჩევ, კაჭკაჭების ნახევარმცველზე ან მცველზე უარის თქმა მოგიწევს. ბოლო 5 ტურში პოუპს (25) უფრო მეტი ქულა აქვს დაგროვებული ვიდრე ლივრამენტოს (21) და ტრიპიეს (20).
🔵 სანჩესი (£4.5)
✅ ჩელსისა და ევერტონს შორის გამართული ბოლო 5 შეხვედრიდან, მხოლოდ ერთ მატჩში შეძლო ორივე გუნდმა გოლის გატანა;
✅ შინ ჩატარებულ უკანასკნელ 5 საშინაო პრემიერლიგურ თამაშში, ჩელსიმ 3-ჯერ შეინახა კარი მშრალად;
✅ ბოლო 5 მატჩში, ევერტონმა მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა.
გარდა ამისა ჩელსის წინააღმდეგ მერსესაიდელებს ბროიაც არ ეყოლებათ.
❌ FREE HIT გამოყენება სეზონში მხოლოდ ერთხელ შეგიძლია. მართლა გინდა რომ ასეთი მნიშვნელოვან ეტაპზე კარში პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეკარე ჩააყენო?
რომ არა ონანა, რობერტ სანჩესს ამ „ტიტულს“ არცერთი კიპერი არ შეეცილებოდა.
სანჩესი არასტაბილურია, მიდრეკილია შეცდომებისკენ და ცოტა სეივს აკეთებს.
ამ ტურში, ევერტონის წინააღმდეგ, რაციონალურად ესპანელი კარგი არჩევანია, მაგრამ...
🌳 სელსი (£5.1)
✅ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში ბელგიელი პრემიერ ლიგის საუკეთესო მეკარეა;
✅ მატჩის განმავლობაში სელსი ბევრ სეივს აკეთებს, რაც კონვერტირდება დამატებით ქულებში;
✅ უკანასკნელ 5 საშინაო მატჩში, ფორესტმა 4 ჯერ არ გაატანინა მეტოქეს, თანაც ისეთ გუნდებს როგორებიცაა: მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, არსენალი & ბრაიტონი.
„გარიბალდიანელებმა“ ბოლოს შინ ევერტონთან გაუშვეს, ისიც მატჩის ბოლო წუთზე;
❌ ბოლო 5 შეხვედრაში ნოტინგემმა მხოლოდ ერთ თამაშში მოახერხა კარის მშრალად შენახვა. ამავე პერიოდში მოსალოდნელი გაშვებული გოლების მიხედვით - xGC, ფორესტი რიგით მე-17 ადგილზეა.
❌ მბუმოსა და ვისას დუო ნებისმიერ დაცვისთვის დიდი გამოცდაა, თანაც მაშინ როდესაც ორივე მათგანი ფორმაშია.
🐺 სა (£5.5)
ლესტერთან მატჩის წინ პორტუგალიელი აუცილებლად იქნებოდა ჩვენს მთავარ შორთლისტში. შესაძლოა საუკეთესო არჩევანიც კი ყოფილიყო, თუმცა მისი თამაში მელიებთან, კითხვის ნიშნის ქვეშაა.
სამ, წინა ტურის შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.
🍒 კეპა (£5.0)
ბორნმუთი ზედიზედ ორი მატჩია გოლს არ უშვებს, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი საზრუნავი კი ევროპის ლიგაა. „ალუბლები“ დაცვითი ხაზის ტრანსფერებიდან დიდ თანხებს ელიან, შესაბამისად კიდევ ერთი მშრალი კარი, მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს.
კეპა ფენტეზის მენეჯერების რადარებს მიღმაა, თუ გამორჩეულ „განმასხვავებელს“ ეძებ, მასზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.
🛡️ მცველი
ნიუკასლის მცველები:
🔥 შარი (£5.5) - შვეიცარიელის ანგარიშზე 5 მატჩში 3 საგოლე მოქმედებაა. ის პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერების მხოლოდ 5.6%-ს ჰყავს გუნდში ასეთი ფორმის ფონზე ფაბიანი გამორჩეული “Difference maker”-ად შეიძლება მოგვევლინოს. თანაც იფსვიჩი მეორე სართულზე დაცვითი სტაბილურობით არ გამოირჩევა;
⚫⚪ ტრიპიე (£5.6) - მიუხედავად იმისა რომ ტრიპიე, ლივრამენტოს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, მისი გოლში მონაწილეობის ინდექსი ძალიანაა შემცირებული. კარენი ხშირად იცვლება, ასევე საგულისხმოა, რომ 4-1 მოგებულ მატჩში ვილანებმა მთავარი ხიფათი სწორედ ტრიპიეს ფლანგიდან შექმნეს.
⚫⚪ ლივრამენტო (£4.6) - გოლში მონაწილეობის ინდექსის მიხედვით ტინო, საუკეთესო ალტერნატივაა. გარკვეულ მომენტებში ლივრამენტოს მცირედმა უიღბლობამაც შეუშალა ხელი. თუ შარს ყვითელი ბარათებისადმი მიდრეკილების გამო არ აირჩევ, მაშინ ტინო უკეთეს ალტერნატივად მოსჩანს, ვიდრე ტრიპიე.
ფულჰემის მცველები:
⚪ რობინსონი (£4.8)
❌ ბოლო 10 მატჩში რობინსონის ანგარიშზე მხოლოდ 1 ასისტი და 1 clean sheet-ია;
❌ უკანასკნელ 4 შეხვედრაში ამერიკელმა მხოლოდ 4 ქული დაგროვება შეძლო;
✅ ერთადერთი რაც რობინსონის სასარგებლოდ მეტყველებს სათამაშო წუთებია
🔥⚪ სესენიონი (£4.1)
✅ რაიანი ფენტეზიში მცველად არის დარეგისტრირებული, რეალურად კი ფულჰემში შემტევი ნახევარმცველის ამპლუას ირგებს;
✅ ბოლო 5 შეხვედრაში სესენიონმა 4 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა
✅ ბოლო 3 მატჩიდან სამივე ინგლისელმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.
✅ ის ფენტეზის მენეჯერების მხოლოდ 3%-ს ჰყავს გუნდში, შესაბამისად რაიანი ე.წ. “Difference maker”-ია
✅ საუთჰემპტონი (A) 🔜
„კოტეჯერები“ პრემიერ ლიგიდან აწ უკვე გავარდნილ „წმინდანებს“ ხვდებიან, რაც ზრდის ფულჰემის შანსებს.
❌ დიდ ჯილდოს, რასაც სესენიონი გვთავაზობს დიდი რისკიც ახლავს თან.
ფლანგის შემტევის პოზიციაზე კონკურენცია დიდია, რის გამოც მისი წუთები სათუოა.
❌ 34-ე ტურის წინ ფულჰემს ვილსონი დაუბრუნდა, სილვამ ჰარის დაბრუნებასა და სესენიონთან კონკურენციაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა
🗣️ "We could use him (ვილსონი) from the start or bench. Sess is playing well. I need to decide, but Harry will be involved."
დიდი ალბათობით ასეთი ფორმის ფონზე რაიანი მატჩს სასტარტოდან დაიწყებს, თუმცა ითამაშებს თუ არა მინიმუმ 60 წუთს - ეს საკითხი ბურუსითაა მოცული.
🐺 აიტ-ნური (£5.0) - კიდევ ერთი რაიანი, რომელიც ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს რაიან აიტ-ნურია.
ალჟირელის სასარგებლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მეტყველებს:
◉ ვულვზი გასაოცარ ფორმაშია, „მგლებმა“ ზედიზედ 5 პრემიერლიგური შეხვედრა მოიგეს:
✅ 2-1 🆚 საუთჰემპტონი
✅ 1-0 🆚 ვესტ ჰემი
✅ 2-1 🆚 იფსვიჩი
✅ 4-2 🆚 ტოტენჰემი
✅ 1-0 🆚 მანჩესტერ იუნაიტედი
◉ ლესტერი ბრაიტონთან გატანილ გოლებსა და ლივერპულთან პოზიტიურ მატჩს მავიდიდის უნდა უმადლოდეს. სამწუხაროდ სტეფი „მელიებს“ სეზონის ბოლომდე დააკლდებათ, რაც ძალიან ამცირებს ლესტერის შეტევით პოტენციალს;
◉ რაიან აიტ-ნური პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი მცველია, მის ანგარიშზე უკვე 10 საგოლე მოქმედებაა. ალჟირელი გამოირჩევა ბოლო შეხვედრებშიც.
აიტ-ნურის ბოლო 5 შეხვედრა:
⚽️ 1 გოლი
🅰️ 1 ასისტი
✅ 1 ორნიშნა ქულა
🥅 2 მშრალი კარი
🎯 31 FPL ქულა
⭐️ 5 ბონუს ქულა
ლივერპულის მცველები
მერსესაიდელებისგან განხსნილ და ლაღ თამაშს უნდა ველოდოთ, თუ მაინც გადაწყვეტ ლივერპულის უკანახაზელების გუნდში აყვანას არჩევანი ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე რისკიან ალტერნატივებს შორის უნდა გააკეთო
🔴 ვან დაიკი (£6.6) - ვირჯილი უსაფრთხო და რაციონალური არჩევანია. ნიდერლანდელს სასტარტოდან დაწყება და სასურველი წუთები გარანტირებული აქვს. ამასთანავე ვირჯილი წარმატებით იღებს ბონუს ქულებსაც.
ვან დაიკი ბოლო 5 შეხვედრაში:
⚽️ 1 გოლი
🅰️ 0 ასისტი
✅ 0 ორნიშნა ქულა
🥅 2 მშრალი კარი
🎯 27 FPL ქულა
⭐️ 4 ბონუს ქულა
🔴 ალექსანდრ-არნოლდი (£7.2) ტრავმიდან დაბრუნებულმა ტრენტმა ლესტერთან მატჩში მხოლოდ 19 წუთი მიიღო. მიუხედავად ამისა გამარჯვების გოლი სწორედ მან გაიტანა. დაზიანების გარდა, არ წყდება საუბრები არნოლდის მადრიდში გადაბარგებასთან დაკავშირებით. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით ტრენტის ყიდვა ძალიან სარისკოა გადაწყვეტილებაა, თუმცა ბევრი FPL მენეჯერისთვის შეიძლება ეს ბოლო შესაძლებლობაა ალექსანდრ-არნოლდის საკუთარ გუნდში ხილვის;
❌ წუთები რისკის ქვეშაა. რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა დაიწყებს თუ არა არნოლდი სასტარტოდან, ან თუ დაიწყებს რამდენ დროს მიიღებს:
❌ მადრიდული მისწრაფებებიდან გამომდინარე შესაძლოა პირველი არჩევანი კვლავ ბრედლი იყოს;
✅ თუ ალექსანდ-არნოლდი სათამაშოდ მზადაა, რთული წარმოსადგენია, რომ სლოტმა მას „სცენაზე“ ასვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
ტრენტი ძალიან სარისკო, მაგრამ ძალიან დამაინტრიგებელი და პერსპექტიული არჩევანია.
დაცვითზე მეტად ლივერპულის უკანა ხაზიდან შეტევით ქულებს უნდა ველოდოთ.
თუ მეკარეებთან დაკავშირებით ჩელსიზე, ბორნმუთზე და ფორესტზე ჩვენ ვარაუდებს ეთანხმები მაშინ მათი უკანახაზელებიც იმსაცურებენ ყურადღებას:
🔵 კუკურეა (£5.4) - სურათზე, კუკურეას, მიმდინარე სეზონის ე.წ. Heatmap-ია გამოსახული.
ესპანელი დიდ დროს ატარებს მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს და საჯარიმოშიც. სწორედ ამიტომ მის ანგარიშზე უკვე 6 საგოლე მოქმედებაა.
ასევე, ბოლო 5 შეხვედრაში ევერტონზე (3) ცოტა გოლი მხოლოდ ლესტერს (2) აქვს გატანილი.
🍒 კერკეზი (£5.3) - პოლონელის არჩევასაც ზუსტად იგივე მიზეზის გამო გირჩევთ, რის მიხედვითაც კეპას გავუწიეთ რეკომენდაცია:
კერკეზი, ბოლო 5 შეხვედრაში:
⚽️ 0 გოლი
🅰️ 1 ასისტი
✅ 0 ორნიშნა ქულა
🥅 2 მშრალი კარი
🎯 20 FPL ქულა
⭐️ 2 ბონუს ქულა
🌳 მილენკოვიჩი (£5.1) – თუ Free hit-ის მე-5 მცველის არჩევა გაგიჭირდა, პასუხი ფორესტის დაცვაა. მიუხედავად იმისა რომ მათი ბოლოდროინდელი ფორმა კითხვებს ბადებს და ამასთან ერთად მათ მბუმო-ვისას დუეტი შეუტევს, შინ საოცრად მოთამაშე ნოტინგემიდან, მარტივად შეგიძლია აარჩიო მცველი.
🛡️⚽ ნახევარმცველი:
🔴 ლივერპულის ნახევარმცველები
- როდის მოიგო ლივერპულმა ბოლოს პრემიერ ლიგა?
- 2020 წელს
- და რა ხდებოდა 2020 წელს ინგლისსა და მთელ მსოფლიოში ?
- კოვიდი მძვინვარებდი. რეგულაციების გამო ლივერპულმა თასი ცარიელი ტრიბუნების ფონზე აღმართა.
✅ ლივერპულს მხოლოდ ქულა სჭირდება იმისთვის რომ ოფიციალურად ჩემპიონობა ენფილდზე გაიფორმოს;
✅ ლივერპულს მაყურებლის თვალწინ, ენფილდზე, 35 წელია თასი არ აღუმართავს;
✅ მერსესაიდელებისგან ლაღ, შემტევ, საჩემპიონო თამაშს უნდა ველოდოთ, მითუმეტეს რომ მათი მეტოქე ტოტენჰემია. სპურსისთვის მთავარი პრიორიტეტი ახლა ევროპის ლიგის ნახევაფინალია.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით FH-ის ლივერპულის ორი შემტევით დაკომპლეტქებას დიდი მნივნელობ ექნება.
🔴 სალაჰი (£13.8) - ეგვიპტელი, რა თქმა უნდა, უალტერნატივოა. თანაც მოს 4-მატჩიანი უგოლო სერია აქვს დასასრულებელი. გასულ ტურში სალაჰმა 2-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს.
ასევე არ დაგავიწყდეს ბოლო როდესაც პრემიერლიგურ შეხვედრაში სალაჰი ტოტენჰმეს გადაეყარა, ეგვიპტელმა 4 გოლში მიიღო მონაწილეობა - ⚽️⚽️ 🅰️ 🅰️
🔴 დიასი (£7.5) – ლივერპულიდან მე-2 შემტევის არჩევა ადვილი, სულაც არაა თუმცა ამ მხრივ უპირეტესობა კოლუმბიელს აქვს. სათამაშო დროის თვალსაზრისით დიასი ყველაზე უსაფრთხო არჩევანია.
დიასი, ბოლო 5 შეხვედრაში:
⚽️ 2 გოლი
🅰️ 2 ასისტი
✅ 0 ორნიშნა ქულა
🎯 33 FPL ქულა
⭐️ 6 ბონუს ქულა
ნიუკასლის ნახევარმცველები:
ურთულესი არჩევანის გაკეთება მოგიწევს ჰარვი ბარნსსა და ჯეიკობ მერფს შორის:
✅ მერფიც და ბარნსიც გასაოცარ ფორმაში არიან, რთულია მათ შორის განსხვავების პოვნა;
✅ ნიუკასლი ჩემპიონთალიგური ადგილისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია;
❌ გორდონის დაბრუნება სარისკოა, როგორც ბანრსისთვის ასევე მერფისთვის. წინა შეხვედრაში მერფიმ 64 წუთი დაჰყო მოედანზე, ბარსნმა 75. თუმცა უშუალოდ პოზიციის მიხედვით გორდონის დაბრუნება უფრო ჰარვის ემუქრება, ვიდრე მერფის.
🔵 პალმერი (£10.6) – 1200 წუთია კოულ პალმერს მეტოქის კარგი არ აუღია. პალმერის კალიბრის ფეხბურთელისთვის ეს კატასტროფული მაჩვენებლებია. პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერებმა სეზონის მე-2 ნახევარში ინგლისელს საკმარისი დრო მისცეს, თუმცა უშედეგოდ.
მიუხედავად კოულ პალმერის „დევალვაციისა“ ფენტეზის თვალსაზრისით ის მაინც საინტერესო არჩევანია:
✅ ბოლო საშინაო შეხვედრაში ევერტონის წინააღმდეგ პალმერმა პოკერი შეასრულა - ⚽️⚽️⚽️⚽️
✅ კოული თერთმეტმეტრიანებს ასრულებს, რაც დამატებითი ბენეფიტია;
✅ Free Hit-ის დროს პალმერს ბევრი მენეჯერი აირჩევს, შესაბამისად ეს გარემოება მნიშვნელოვანია ფენტეზის ლიგებში პოზიციების გასამყარებლად;
🍒 კლიუვერტი (£6.0)
✅ ბორნმუთს კონფერენს ლიგაზე გასვლის შანსები აქვს;
✅ კლიუვერტი თერთმეტმეტრიანებს ასრულებს, რაც დამატებითი ბენეფიტია;
✅ იუნაიტედი უმოტივაციოა, სავარაუდოდ მანჩესტერელები ბორნმუთთან გადახალისებელი შემადგენლობით ითამაშებენ.
🐝 მბუმო (£8.0)
✅ ბრენტფორდს კონფერენს ლიგაზე გასვლის შანსები აქვს;
✅ მბუმო თერთმეტმეტრიანებს ასრულებს, რაც დამატებითი ბენეფიტია;
✅ მბუმოც და ვისაც კარგ ფორმაში არიან, რაც ბოლო ტურის მატჩმაც დაადასტურა;
❌ ნოტინგემთან გასვლითი მატჩში სასურველი შედეგის მიღწევა ურთულესი ამოცანაა, თუ ფორესტი გაუშვებს, გაუშვებს ცოტას შესაბამისად მბუმო რთული არჩევანია.
⚒️ ბოუენი (£7.5)
❌ ბრაიტონიც და ვესტ ჰემიც ახლა სასურველი ფორმისგან ყველაზე შორს მდგომი გუნდები არიან, თუ, რა თქმა უნდა, უკვე გავარდნილ კლუბებს არ ჩავთვლით.
ბრაიტონს 5 მატჩია არ მოუგია, ვესტ ჰემი 6 შეხვედრაა გამარჯვების გარეშეა.
✅ ბოუენი თერთმეტმეტრიანებს ასრულებს, რაც დამატებითი ბენეფიტია;
✅ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ფორმაშია, სწორედ ჯარედია;
❌ ვესტ ჰემს უჭირს გოლების გატანა, „ჩაქუჩებმა“ ბოლო 5 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლი გაიტანეს;
✅ ვესტ ჰემი მიდრეკილია კონტრ-იერიშებისკენ, ბრაიტონი კი კონტროლისკენ. თუმცა კონტროლის ფაზაში თოლიები ძალიან ბევრ შეცდოამს უშვებენ, რაც კარგ შესაძლებოს ქმნის ბოუენისთვის.
თუ ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან შუახაზელის არჩევა გაგიჭირდება, ქვევით შეგიძლია დამატებით ალტერნტივებს გაეცნო:
🌳 გიბს-ვაითი (£6.4) & ელანგა (£5.4)
🔵 პედრო ნეტუ (£6.1)
⚪ აივობი (£5.5)
❌ შეგახსენებ, მანჩესტერ იუნაიტედს, ევროპის ლიგაზე უმნიშვნელესი მატჩის აქვს სათამაშო, შესაბამისად ბრუნოს არჩევისგან თავი შორს დაიჭირე.
⚽ ფორვარდი
თავდამსხელები რომლებიც უალტერნატივოდ უნდა მოხვდნენ FREE HIT-ის შემადგნელობაში:
⚫⚪ ისაკი (£9.6) - შვედმა პირველ წრეში იფსვიჩს 3 გოლი გაუტანა ⚽️⚽️⚽️
🐺 კუნია (£6.9)
დარჩენილი ერთი ადგილისთვის რამდენიმე ფორვარდს შორის მოგიწეევს არჩევანის გაკეთება:
🌳 ვუდი (£6.9)
⚪ ხიმენესი (£5.3)
🔵 ველბეკი (£5.5)
🍒 ევანილსონი (£5.6)
საინტერესო სიახლეებია ხიმენესის ირგვლივ, მუნოსს 34-ე ტურში ვერ ვიხილავთ 🔒
თუმცა დამაფიქრებელია მექსიკელის xG-ის კლება, ამიტომ რაულის აყვანაზე კარგად დაფიქრება გმართებს
მე-3 ფორვარდის პოზიციაზე ძალიან საინტერესოა ველბეკი
✅ 2 გოლი ბოლო 3 შეხვედრაში;
✅ ჟოაო პედროს დისვკალიფიკაცია, ნიშნავს რომ ველბეკი შეასრულებს თერთმეტმეტრიანებს;
✅ პედროს არ ყოფნა, ასევე ამცირებს მისი როტაციის შანსებსაც;
✅ ვესტ ჰემი დაცვაში, ცუდად გამოიყურება;
✅ ველბეკი ფენტეზის მენეჯერების 6%_ს ჰყავს გუნდში, რის გამოც ის ერთ-ერთი გამორჩეული „განმასხვავებელია“
კაპიტანი
33-ე ტურში ფეხბურთელებმა, რომლებიც კაპიტნად მოიზრებოდნენ კოშმარული ქულები დააგროვეს:
❌ სალაჰი - 3
❌ მარმუში - 4
❌ საკა - 2
❌ პალმერი - 2
❌ ისაკი - 2
🔴 ლივერპულის საჩემპიონო მატჩიდან გამომდინარე საუკეთესო კაპიტანია სალაჰია , მე-2 ალტერნატივა კი ისაკი.
წარმატებებს გისურვებ. შემოუერთდი ჩვენს FPL ლიგას. ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.
ავტორი: გიორგი მახარაძე















