მე-13 ტურში ბევრი საინტერესო რჩევა გაგიზიარეთ, ყველაზე წარმატებული კი საკასა და ოდეგორს ეხებოდა. წინა სათამაშო კვირის მიმოხილვაში აღვნიშნეთ, რომ არსენალის რვიანს მიმდინარე სეზონში გოლი ჯერ არ ჰქონდა გატანილი. ნორვეგიელმა სეზონის პირველი გოლი ვესტ ჰემის წინააღმდეგ შეაგდო, ბუკაიომ კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა და 18 ქულიანი მატჩი შემოგვთავაზა.
კიდევ ერთი შედეგიანი რჩევა მიტომას ეხებოდა, მიმოხილვაში აღვნიშნეთ, რომ რატომღაც იაპონელი ფენტეზის მენეჯერების რადარებს მიღმა რჩებოდათ, შედეგმა არც, ამ შემთხვევაში დააყოვნა, მიტომამ 10 ქულა დაწერა.
მე-14 ტურისთვის ყურადღებით გაეცანი ჩვენს რჩევებსა და რეკომენდაციებს, არ დაგავიწყდეს - პრემიერლიგური „ზამთარი“ უკვე მოვიდა.
დეკემბერი ბევრ რამეს გადაწყვეტს, ასე რომ ყურადღებით ადევნე თვალი La Gazzetta dello Sport Georgia-ს მიმოხილვებს.
ფარაონი
ეგვიპიტელი შესაძლოა კარიერის საუკეთესო ფორმაშია. სალაჰი დიდი ხანია პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა, თუმცა თვით „პრაიმ სალაჰსაც“ კი არ ჰქონია ასეთი საუცხოო შედეგები.
სალაჰის ქულები განვლილ 6 ტურში:

თუ როგორღაც ისე მოხდა, რომ მო ამ დრომდე არაა შენს გუნდში, ის რაც შეიძლება მალე უნდა იყიდო. 8 პრემიერლიგური სეზონის განმავლობაში ეს ეგვიპტელის საუკეთესო სტარტია:
🥇 24/25: 134 (9 მატჩი 13 შეხვედრიდან ! სადაც ეგვიპტელმა 10 ქულაზე მეტი დააგროვა)
🔹 23/24: 102 (9 მატჩი 32 შეხვედრიდან, სადაც ეგვიპტელმა 10 ქულაზე მეტი დააგროვა)
🔹 22/23: 58 (10 მატჩი 38 შეხვედრიდან, სადაც ეგვიპტელმა 10 ქულაზე მეტი დააგროვა)
🔹 21/22: 131 (10 მატჩი 35 შეხვედრიდან, სადაც ეგვიპტელმა 10 ქულაზე მეტი დააგროვა)
🔹 20/21: 102
🔹 19/20: 72
🔹 18/19: 82
🔹 17/18: 95

THE Differentials
ეს ქვეთავი იმ ფეხბურთელების შესახებაა ვისაც „განსხვავების შექმნა“ შეუძლია. მაშინ, როდესაც ტოპ მოთამაშეები ფენტეზის მენეჯერების უმრავლესობას ჰყავს, ასეთ ფეხბურთელებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც Difference maker_ები, პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერების მცირე რაოდენობას ჰყავს.
თუკი ასეთ ფეხბურთელებს სწორ დროს და წარმატებით აიყვან გუნდში, ეს La Gazzetta dello Sport Georgia-ს ლიგაში პოზიციების გაუჯობესებაში ყველაზე მეტად დაგეხმარება.
გახსოვდეს იმისთვის რომ მოთამაშე „განმასხვავებლად/Differential“ ჩაითვალოს ის ფენტეზის მენეჯერების 15%_ზე მეტს არ უნდა ჰყავდეს გუნდში.

ტრენტ ალექსანდ-არნოლდი - 15.9% (£6.9)
ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერთ... ტრენტის მყიდველთა რაოდენობა იზრდება. დიდი ალბათობით მე-14 ტურის დასაწყისისთვის TAA მენეჯერების 20%_ს ეყოლება გუნდში, თუმცა ფენტეზის საუკეთესო მცველისთვის ეს ნიშნული შეგვიძლია „განმასხვავებლად“ მივიჩნიოთ.
არნოლდის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემაა, თუმცა მისი მოსალოდნელი გოლში მონაწილეობის ინდექსი (xGI) 3.7_ია. ის, რომ ტრენტს მეტი გოლი ან ასისტი არ აქვს, მხოლოდ უიღბლობის ბრალია. მიუხედავად ამის ფენტეზიში დაგროვილი ქულების მიხედვით ალექსანდრ-არნოლდი ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. თანაც არ დაგავიწყდეს ტრავმის გამო, არნოლდმა „წმინდანებთან“ მატჩი გამოტოვა.
თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტე, ტრენტის სასარგებლოდ რამდენიმე არგუმენტს გაგიზიარებ, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება.

• TAA მაგნიტივით იზიდავს ბონუს ქულებს. მიმდინარე სეზონში ტრენტს უკვე 8 ბონუს ქულა აქვს აღებული. მცველებს შორის მას მხოლოდ ოლა აინა (£4.9) (10) უსწრებს. შედარებისთვის გვარდიოლს რომელსაც 3 გოლი აქვს გატანილი, წელს მხოლოდ 7 ბონუს ქულა აქვს მოპოვებული, გაბრიელს (£6.2) - 4, ვირჯილს (£6.4) - 3.
• კონორ ბრეიდლის (£4.7) და იბუ კონატე (£5.7) ლივერპულს სავარაუდოდ დიდი ხნით გამოაკლდებიან ეს კი ტრენტის როტაციის შანს მინიმუმამდე ამცირებს.
• მოსალოდნელი გოლში მონაწილეობის ინდექსის მიხედვით ტრენტი პირველ ადგილზეა მცველებს შორის. ტრავმის შემდეგ, სიტისთან კიდევ უფრო სახიფათოდ გამოიყურებოდა - ერთხელ ძელს გაარტყა, 1 დარტყმა დაუბლოკეს, 2 დარტყმა კი მიზანს ააცილა.
• მე-15 ტურიდან შემდეგ არნოლდს შედარებით იოლი კალენდარი აქვს: GW14 NEW (A) GW15 EVE (A), GW16 FUL (H), GW17 TOT (A), GW18 LEI (H) GW19 WHU (A) GW20 MUN (H)

ანტუალ სემენიო - 6.7% (£5.7)
ბორნმუთს შესანიშნავი მომენტუმი აქვს დაჭერილი. „ალუბლებს“ სანახაობრივი და შედეგიანი მატჩები გამოსდით. ბორნმუთლებს წინ იოლი კალენდარი აქვთ, რასაც შესანიშნავ ხასიათზე მყოფები ეგებებიან - გასულ ტურში კლიუვერტმა ისტორიული ჰეთ-თრიკი შეასრულა.
სემენიო „ალუბლების“ ლიდერია, თანაც დისკვალიფიკაცია უკვე მოიხადა და ყვითლების გამო მატჩის გამოტოვებაც აღარ ემუქრება. xGI-ის მიხედვით ნახევარმცელებს შორის სემენიო, მე-6 ადგილზეა. განელი ყველა შეტევით კომპონენტში აღემატება თანაგუნდელებს: მეტოქის საჯარიმოში შეხების რაოდენობა, xGI, დარტყმები და საჯარიმოს შიგნიდან დარტყმები.
ანტუანი სტაბილურია წუთების თვალსაზრისითავ, ბორნმუთის ლიდერი მოედანზე თითქმის ყოველთვის 90 წუთს ატარებს.
მომდევნო მატჩები: GW14 TOT (H) GW15 IPS (A), GW16 WHU (H), GW17 MUN (A), GW18 CRY (H) GW19 FUL (A) GW20 EVE (H)

ლივაი კოლვილი - 3.6% (£4.5)
თუ ბიუჯეტური მცველის ძიებაში ხარ, კოლვილი ერთ-ერთი ხელმისაწვდომი და სტაბილური FPL აქტივია. ჩელსის შემადგენლობის როტაციის განსაკუთრებული ინტენსივობა ახასიათებს, ამის ფონზე კი კოლვილის წუთების მაჩვენებელი გასაოცარია. ლივაიმ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა ისე, რომ არცერთხელ არ შეუცვლიათ.
ჩელსის 22-ე ტურამდე შესანიშნავი კალენდარი აქვს. ამ პერიოდში ლურჯები 5 ისეთ გუნდს ეთამაშებიან, რომელსაც ყველაზე ნაკლები მოსალოდნელი გოლების (xG) მაჩვენებელი აქვთ.
კოლვილი სტაბილური, მაგრამ მოსაწყენი არჩევანია. 13 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ შეძლო ბონუს ქულის აღება. მის ანგარიშზე არც გოლია და არც ასისტი.
მომდევნო მატჩები: GW14 SOU (A) GW15 TOT (A), GW16 BRE (H), GW17 EVE (A), GW18 FUL (H) GW19 IPS (A) GW20 CRY (A) GW21 BOU (H) GW21 WOL (A)

ლივ დეივისი - 2.6% (£4.5)
ლივაისგან სრულიად განსხვავებულ FPL პერსპექტივებს გვთავაზობს ლივ დეივისი. მოსალოდნელ გოლში მონაწილეობის მიღების (xGI) ინდექსის მიხედვით იფსვიჩის ფლანგის მცველი, მხოლოდ ტრენტს ჩამორჩება.
ლივის ანგარიშზე ნაკლები მშრალად შენახული კარია, თუმცა დაცვითი სიმყიფე, შეტევითი პოტენციალითაა დაბალანსებული. დეივისიც, მისი ვიზავის კოლვილის მსგავსად შეუცვლელად თამაშობს და მოედანზე 90 წუთს ატარებს, ეს გარემოება საახალწო დატვირთულობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დეივისის კიდევ ერთი დადებითი მხარე ბონუს ქულებია, ამ სეზონში იფსვიჩის მცველმა უკვე 5 ბონუს ქულა მოაგროვა. იმის ფონზე, რომ იფსვიჩს იოლი კალენდარ ელის, შესაძლოა დეივისი ერთ-ერთი გამორჩეულ „Difference maker“_ად მოგვევლინოს.

ამად დიალო - 2.6% (£5.0)
ამადმა უკანასკნელ 3 პრემიერლიგურ მატჩში შეუცვლელად ითამაშა. ამორიმის მოსვლის შემდეგ იუნაიტედის შემადგენლობაში როტაცია გახშირდა, თუმცა ამ მოცემულობით დიალო ძირითადი შემადგნელობის ფეხბურთელად განიხილება. გასულ 3 ტურში მის ანგარიშზე 25 ქულაა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.
თუ მანჩესტერმა ფორმა აკრიფა და ბრუნოს ყიდვას ვერ შესწვდები, გაითვალისწინე ამადი კარგია „განმასხვავებელია“ თუმცა წინ რთული კალენდარი ელის:
მომდევნო მატჩები: GW14 ARS (A) GW15 NFO (H), GW16 MCI (A), GW17 BOU (H), GW18 WOL (A) GW19 NEW (H) GW20 LIV (A)
ბოლოსთვის შემონახული ფეხბურთელის გამოცნობა მოგიწევს. ჯერ რეგალიებს დავწერთ:
• 6 საგოლე მოქმედება მიმდინარე სეზონში (4 გოლი & 2 ასისტი)
• 46 ქულა.
• უკვე მოიხადა ყვითელი ბარათების დისკვალიფიკაცია და უახლოეს მომავალში არ ემუქრება მატჩების გამოტოვება;
• გამორჩეული ფასი - (£5.0)
• 1.8% - ფენტეზის მენეჯერების 1.8%_ს ჰყავს გუნდში;
• შემტევი ყაიდის ახალი მთავარი მწვრთნელი
მინიშნება: მისი სახელი და გვარი უფრო ჰარი პოტერისეულ შელოცვას მოგაგონებს. თუ ჯერ კიდევ ვერ გამოიცანი, ეს ფაკუნდო ბუანანოტეა. თუ 3-4-3 ფორმაციით აპირებ თამაშს, ბუნანოტე სასურველი და ბიუჯეტური ალტერნატივაა.
ბოუენისა (£7.4) და მიტომას (£6.5) შესახებ წინა მიმოხილვაში ვისაუბრეთ ვრცლად. ორივე მათგანი ძალიან საინტერესო ალტერნატივაა.
მშვიდობით იარაღო
ეს იმ მბუმო აღარაა...
როგორც ჩანს ბრაიანის დრო გავიდა. კამერუნელის „დევალვაციის“ შესახებ წინა მიმოხილვაშიც დავწერეთ, თუმცა ვისთან თუ არა ლესტერთან მბუმო ბოლო შანსს იმსახურებდა. სამწუხაროდ დიდი მოლოდინები, დიდი იმედგაცრუებით დამთავრდა.
მბუმომ ფუტკრების გატანილ 4 გოლში, მხოლოდ აღნიშვნებში მიიღო მონაწიელობა.
კამერუნელის მიმდინარე სტატისტიკა შემაშფოთებელია, არც კალენდარია ხელსაყრელი. ამ გარემოებების გათვალისწინებით მბუმო გუნდიდან გაშვების ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატია.
📈 😶 მბუმო ბოლო 4 მატჩში.
0 კარში დარტყმა
0 დიდი შანსი
0 შექმნილი დიდი შანსი
0.13 (xG) მოსალოდნელი გოლის ინდექი
0.46 (xA) მოსალოდნელი ასისტის ინდექსი
0 გოლი
მომდევნო 7 მატჩი: GW14 AVL (A) GW15 NEW (H), GW16 CHE (A), GW17 NFO (H), GW18 BHA (A) GW19 ARS (H) GW14 SOU (A)

ბიუჯეტური ფორვარდები
სალაჰი (£13.2), პალმერი (£11.0) და საკა (£10.3) ამ წუთისთვის პრემიერლიგის ფენტეზის საუკეთესო მოთამაშეები არიან.
მიმდინარე სეზონში დაგროვილი ქულები:
🥇 სალაჰი - 133 ქულა
🥈 პალმერი - 100 ქულა
🥉 საკა - 98 ქულა
თუ გსურს სამივე მათგანი გყავდეს გუნდში, ფინანსების ეკონომიურად გადანაწილება მოგიწევს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მინიმუმ ერთი ბიუჯეტური ფორვარდი მაინც უნდა ათამაშო ძირითად თერთმეტეულში.

ხიმენესი (£5.6) 🆚 კუნია (£7.1) 🆚 ლარსენი (£5.6) მე-10 ტურის შემდეგ:
მოსალოდნელ გოლში მონაწილეობის ინდექსი (xGi): 2.31 vs 2.1 vs 1.3
რეალურად საგოლე მოქმედება: 1 vs 6 vs 4
გოლი: 0 vs 3 vs 2
FPL ქულები: 11 vs 36 vs 26
ხიმენესს უფრო ხელსაყრელი შანსები ექმნება, თუმცა მექსიკელი ბოლო ხანებში კონვერტაციაში მოიკოჭლებს. ამ მოცემულობით თუ თავისუფალი ტრანსფერის გამოყენებას შემტევი რგოლისთვის აპირებს - რაულს უნდა დაემშვიდობო.

ჟოაო პედროს, ვისას, ევანილსონზე და ვუდის პერსპექტივები გასულ ტურში განვიხილეთ.
ორი ბიუჯეტური ფორვარდი, რომელსაც ამ ეტაპზე ფენტეზის მენეჯერები აქტიურად არ განიხილავენ ანტონიო (£5.4) და დელაპია (£5.6). „ჩაქუჩების“ ფორვარდი შედეგიანობით ვერ დაიკვეხნის, ანოტნიოს სათამაშო დროც შეუმცირდა და ვერც საგოლე მოქმედებებში იღებს მონაწილეობას. დელაპი ბევრად უფრო პერსპექტიულია თუმცა ამ საფასო სეგმენტში ბევრად უკეთესი ალტერნატივებია.

გავყიდო თუ დავიტოვო?
ისააკი (£8.5) - ისააკის ტრანსფერი წარმატებული არ გამოდგა, შვედმა ფენტეზის ბევრ მენეჯერს გაუცრუა იმედი, მიმდინარე ტურში კი მრისხანე ლივერპულს დაუპირისპირდება. ერთი შეხედვით ყველაფერი მუქ ფერებშია, თუმცა ნიუკასლი შემდგომ მატჩებში - ბრენტფორდს, ლესტერს, იფსვიჩს და ასტონ ვილას შეხვდება. ყველა ეს გუნდი მიმდინარე სეზონში დაცვაში ცუდი თამაშით „გამოირჩევა“.

რთული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ცალსახა პასუხი არ აქვს, ეს გუნდის სტრუქტურაზეა დამოკიდეული. თუ ისააკი - საკას, პალმერის ან სალაჰის მოსაყვანად გჭირება, ცხადია მას უნდა შეელიო, სხვა შემთხვევაში თუ ბიუჯეტი ხელს გიწყობს, სჯობს კიდევ დაუკვირდე. დიდი ალბათობით შვედი ლივერპულთან მატჩისთვის უკვე მწყობრში იქნება.
სოლანკე (£7.6) - წინა შეხვედრა სპურსის შემტევმა გაციების გამო გამოტოვა. ტოტენჰემი თავის მატჩს ხუთშაბათს ჩაატარებს, შესაბამისად დიდია იმის შანსი, რომ სოლანკემ გამოჯანმრთელება მოასწროს.
თუ აუცილებლობა არ მოითხოვს სასურველია დომი დაიტოვო. სპურსში მის პოზიციაზე როტაცია მინიმალურია, დიდი ალბათობით ის დეკემბრის მატჩებს შეუცვლელად ითამაშებს, წუთები კი პრემიერ ლიგის ამ სტადიაზე მნიშვნელოვანია.

ამასთან ერთად სპურსი მოსალოდნელი გოლების ინდექსის მიხედვით მე-3 ადგილიზეა, მათგან უხვგოლიან მატჩებს უნდა ველოდოთ.
გვარდიოლი (£6.2) - თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, ხორვატის გუნდიდან გაშვება არ უნდა იჩქარო. სიტის კალენდარი მალე სასურველ კალაპოტში ჩადგება, იოსკო კი ის ერთედერთი ფეხბურთელია, რომელსაც კლუბის კრიზისი მწვავედ არ დასტყობია. პირიქით გვარდიოლს შესაშური სეზონი აქვს, 13 მატჩში 3 გოლს მოუყარა თავი.
ძნელი სათქმელია რატომ არ იდგა ხორვატი „წითლებთან“ სასტარტოში, თუმცა უახლოეს მომავალში მას კიდევ ექნება საგოლე მოქმედებები - ასისტებიც და გოლებიც.
კაპიტანი
მე-14 ტურში საუკეთესო კაპიტნობის კანდიდატი კოულ პალმერია. „წმინდანები“ მე-19 ადგილზე არიან მოსალოდნელი გოლების გაშვების ინდექსის მიხედვით. ასავე „სოტონს“ ძირითადი შემადგნელობის 3 ფეხბურთელი დააკლდება, მათ შორის გუნდის ლიდერები - დიბლინგი და ჰარვუდ-ბელსი.
თუ პალმერი არ გყავს სალაჰი, საკა და ჰოლანდი - ამ რიგითობით.

SOS – 4 ყვითელი ბარათი
ტოპ FPL მოთამაშეები რომელსაც 4 ყვითელი ბარათი აქვს. შეგახსენებ, მე-5 ბარათის მიღების შემთხვევავში ფეხბურთელები ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის დაისჯებიან.
ამ სიაში 4 ყვითელი ბარათის მქონე ფეხბურთელები არიან:
⚠️ აიტ ნური, ტოტი, გომეში
⚠️ ჯექსონი, ნეტუ
⚠️ კლიუვერტი

⚠️ მაკალისტერი, კონატე
⚠️ შარი
⚠️ დიბლინგი
⚠️ გაბი ჯესუსი
⚠️ პაკეტა, ემერსონი, სოუჩეკი
⚠️ ნდიდი
⚠️ შარი
⚠️ დიბლინგი
⚠️ გაბი ჯესუსი
⚠️ პაკეტა, ემერსონი, სოუჩეკი
⚠️ ნდიდი
წარმატებებს გისრუვებ.
ჩვენს ლიგას შეგიძლია შემოურთდე - ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.
ავტორი: გიორგი მახარაძე