La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
25-ე ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2026 წლის 11 აპრილს, 16:00 საათზე.
რა უნდა გავითვალისწინოთ 25-ე ტურის წინ?
ატალანტა VS. იუვენტუსი | 11 აპრილი, 22:45 საათი
სერია A-ს 32-ე ტურში რამდენიმე გამორჩეული დაპირისპირება გველოდება, საიდანაც ერთ-ერთი ბერგამოში გაიმართება. რაფაელე პალადინოს ატალანტა ლუჩანო სპალეტის იუვენტუსს უმასპინძლებს - ორივე გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა, შესაბამისად, წინ საოცრად დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გველოდება.
იუვენტუსი 32 ტურის შემდეგ, 57 ქულით, მე-5 პოზიციას იკავებს, ხოლო ატალანტას 53 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზე იმყოფება. ტურინელები მეოთხე ადგილოსან კომოს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან, ბერგამასკის კი ჩემპიონთა ლიგის საგზურამდე ამ მომენტისთვის 5 ქულა აშორებს.
ატალანტა ამ დაპირისპირებას 2-მატჩიანი მოგებათა სერიით ხვდება, "ბიანკონერი" კი უკვე 5-მატჩია, რაც არ აგებს.
გუნდებს შორის პირველ წრეში ჩატარებული მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. იმ შეხვედრაში თავის გამოჩენა კამალ სულემანამ და ხუან კაბალმა მოახერხეს.
რაც შეეხება შაბათს გასამართ დაპირისპირებას, გუნდები თითქმის ოპტიმალური შემადგნელობებით იქნებიან წარმოდგენილი. პალადინოს განკარგულებაში მხოლოდ სკამაკა და ჰიენი არ იქნებიან, ხოლო იუვენტუსის სამატჩო განაცხადში ტრავმების გამო პერინი და ვლაჰოვიჩი ვერ მოხვდებიან.
ატალანტას სავარაუდო შემაგდენლობა: კარნეზეკი, სკალვინი, ჯიმსიტი, კოლაშინაცი, ძაპაკოსტა, დე როონი, ედერსონი, ბერნასკონი, დე კეტელარე, კრსტოვიჩი, ჟალევსკი;
იუვენტუსის სავარაუდო შემადგენლობა: დი გრეგორიო, კალულუ, ბრემერი, კელი, კამბიაზო, ლოკატელი, ტურამი, მაკკენი, კონსეისაუ, დევიდი, ილდიზი;
იუვენტუსისა და ატალანტას ისტორიული დაპირისპირება 148 მატჩს ითვლის, საიდანაც ტურინელებმა 75-ჯერ იმარჯვეს, ხოლო ბერგამოელებმა მეტოქეს მხოლოდ 19-ჯერ აჯობეს. ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობა კი 54 ითვლის.
იმის გათვალისწინებით, რომ სასწორზე ჩემპიონთა ლიგის საგზური დევს და გუნდებიც მეტ-ნაკლებად კარგ ფორმაში არიან, ვფიქრობთ, შანსები 50/50-ზეა და ამ შეხვედრას გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს.
ჩელსი VS. მანჩესტერ სიტი | 12 აპრილი, 19:30 საათი
პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ბევრი საინტერესო დაპირისპირება გველოდება, ერთ-ერთს კი უდავოდ სტემფორდ ბრიჯი უმასპინძლებს. მაყურებელს ჩელსი-მანჩესტერ სიტის შეხვედრა ელოდება, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გაირკვეს.
ლიამ როსერნიოს გუნდი ამ პრინციპულ მატჩს ძალიან ცუდ ფორმაში ხვდება - ლონდონელებმა ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ ერთის მოგება მოახერხეს, ისიც თასზე. რაც შეეხება მანჩესტერ სიტის, პეპ გვარდიოლას შეგირდები შედარებით კარგ ფორმაში არიან, თუმცა კარგი პერიოდი არც "ქალაქელებს" უდგათ.
ჩელსი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის, ხოლო მანჩესტერ სიტი საჩემპიონო რბოლაში რჩება, შესაბამისად, წინ საოცრად დაძაბული მატჩის მოლოდინში ვართ.
ზემოხსენებული გუნდების პირველ წრეში გამართული დაპირისპირება საოცრად დრამატული და სანახაობრივი გამოდგა, სადაც ჩელსი წაგებას ბოლო წუთზე გადაურჩა. იმ შეხვედრაში თავის გამოჩენა ტიჯანი რეინდერსმა და ენცო ფერნანდესმა მოახერხეს - ეს უკანასკნელი კვირას გასამართ დაპირისპირებას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
ჩელსი ამ შეხვედრას კოლვილის, ჯეიმსის, ჩალობას და გიტენსის გარეშე ხვდება, ხოლო გვარდიოლას განკარგულებაში დიაში და გვარდიოლი არ იქნებიან.
ჩელსის სავარაუდო შემადგენლობა: სანჩესი, გუსტო, ფოფანა, ჰატო, კუკურეია, ლავია, კაისედო, ესტევაო, პალმერი, ნეტუ, ჟოაო პედრო;
მანჩესტერ სიტის სავარაუდო შემადგენლობა: დონარუმა, ნუნიეში, ხუსანოვი, გეჰი, ო'რაილი, როდრი, სილვა, სემენიო, შერკი, დოკუ, ჰოლანდი;
ჩელსი და მანჩესტერ სიტი ისტორიაში სულ 174-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც უფრო მეტი, კერძოდ 67 ლონდონელებმა მოიგეს, ხოლო "ქალაქელებს" 66 გამარჯვება დარჩათ. ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობა 41 ითვლის.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩელსის ცუდი პერიოდი უდგას, ამ შეხვედრაში ფავორიტი აშკარად მანჩესტერ სიტი იქნება, თუმცა ლიამ როსენიორის გუნდი სახლში თამაშობს, რაც გარკვეულ უპირატესობას ქმნის. ვფიქრობთ, შანსები 40/60-ზეა, მანჩესტერ სიტის სასარგებლოდ, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მატჩის მიმდინარეობას, მაყურებელი სავარაუდოდ ბევრ გატანილ გოლს იხილავს.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.















