La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
მე-10 ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2025 წლის 26 დეკემბერს 23:00 საათზე.
La Gazzetta dello Sport Georgia-ს პროგნოზების ლიგის მხარდაჭერია ნატახტარი.
რა უნდა გავითვალისწინოთ მე-10 ტურის წინ?
მანჩესტერ იუნაიტედი VS. ნიუკასლი | 26 დეკემბერი, 23:55 საათი
პრემიერ ლიგის მე-18 ტურს ოლდ ტრაფორდზე გასამართი მატჩი გახსნის, სადაც ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ნიუკასლი დაუპირისპირდებიან. მაყურებელს წინ ორი საკმაოდ არაპროგნოზირებადი გუნდის მატჩი ელოდება, სადაც ფავორიტის დასახელება გაგვიჭრდება.
მანჩესტერ იუნაიტედი ამ შეხვედრას ძალიან დიდი დანაკლისით ხვდება - აფრიკის ერთა თასზე წასული ფეხბურთელების გარდა, რუბენ ამორიმის განკარგულებაში გუნდის კაპიტანი და უდავო ლიდერი, ბრუნო ფერნანდეშიც არ იქნება. გამოცდილმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით 1 თვეს იუქმებს. ამ მატჩს გამოტოვებს კობი მეუნიც, რომელიც სწორედ ბრუნო ფერნანდეშის შემცვლელი უნდა ყოფილიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ "წითელი ეშმაკები“ ამ საკმაოდ პრინციპულ დაპირისპირებას უდიდესი დანაკლისით ხვდებიან.
ტრავმების მხრივ ცუდი სიტუაიცაა ნიუკასლშიც. ედი ჰაუს განკარგულებაში ბოტმანი, ბარნი, ლივრამენტო და ტრიპიე არ იქნებიან, რაც "კაჭკაჭებისთვის“ დიდ პრობლემას წარმოადგენს.
გუნდები ამ დაპირისპირებას არც ისე კარგ ფორმაში ხვდებიან. როგორც მანჩესტერ იუნაიტედმა, ისე ნიუკასლმაც ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ ორი მატჩის მოგება მოახერხა. რუბენ ამორიმის გუნდი 26 ქულით, მე-7 პოზიციაზეა, ხოლო ნიუკასლი 23 ქულით, მე-11 ადგილს იკავებს.
გუნდებს საკმაოდ დიდი ისტორია აკავშირებთ და ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივარს ბევრი კარგი მატჩიც ახსოვს. მანჩესტერ იუნაიტედი და ნიუკასლი ერთმანეთს ჯამში 176-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 90 ოლდ ტრაფორდის ბინადრებმა მოიგეს, ხოლო სენტ ჯეიმს პარკის წარმომადგენლებმა მეტოქე 45-ჯერ დაამარცხეს. რაც შეეხება ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობას, გუნდები ჯამში 41-ჯერ დაზავდნენ.
დიდი დანაკლისის ფონზე, ორივე გუნდი შედარებით გადახალისებული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.
მანჩესტერ იუნაიტედის სავარაუდო შემადგენლობა: ლამენსი, იორო, ჰევენი, შო, დალო, უგარტე, კაზემირო, დორგუ, კუნია, მაუნტი, შეშკო;
ნიუკასლის სავარაუდო შემადგენლობა: რამსდეილი, მაილი, ჩაო, შერი, ჰოლი, ბრუნო გიმარაეში, ტონალი, რემზი, მერფი, ვოლტემადე, გორდონი;
ჩვენი პროგნოზია, რომ მაყურებელი ბევრ გატანილ გოლს იხილავს. დიდი ალბათობით ორივე გუნდი შეძლებს გოლის გატანას, რადგან როგორც მანჩესტერ იუნაიტედის, ისე ნიუკასლის დაცვაც არ ბრწყინავს.
ჩელსი VS. ასტონ ვილა | 27 დეკემბერი, 21:30 საათი
პრემიერ ლიგის ამ ტურში კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი გველოდება, რომელსაც სტემფორდ ბრიჯი უმასპინძლებს. მაყურებელი ჩელსი-ასტონ ვილას დაპირისპირებას იხილავს, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს.
უნაი ემერის გუნდი ამ შეხვედრას არც მეტი, არც ნაკლები 10-მატჩიანი მოგებათა სერიით ხვდება, რაც საოცრად შთამბეჭდავი სტატისტიკაა. რაც შეეხება ენცო მარესკას გუნდს, ლონდონელებს არც ისე კარგი პერიოდი უდგათ - ჩელსიმ ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 5-ჯერ მოახერხა გამარჯვება.
იმის მიუხედავად, რომ გუნდები ცხრილში მეზობლად არიან, ასტონ ვილას მაინც 7-ქულიანი უპირატესობა აქვს, რაც ცოტა ნამდვილად არაა. ამ ყველაფერს ემატება ჩელსის კონკურენტებიც, რომლებიც ენცო მარესკას გუნდს ქულა-ქულაში მიჰყვებიან.
ჩელსი ამ მატჩს არც ისე დიდი დანაკლისით ხვდება. ლონდონელებს მხოლოდ კოლვილი და ლავია დააკლდებიან, ხოლო რაც შეეხება ასტონ ვილას, უნაი ემერის განკარგულებაში მხოლოდ მინგსი არ იქნება.
ჩელსისა და ასტონ ვილას შორის ისტორიაში სულ 167 მატჩია გამართული, საიდანაც ლონდონელებმა 69-ჯერ იმარჯვეს, ხოლო ბირმინგემელებმა მეტოქეს 61-ჯერ სძლიეს. რაც შეეხება ფრედ დასრულებულ მატჩებს, ჩელსი და ასტონ ვილა ჯამში 37-ჯერ დაზავდნენ.
იმის ფონზე, რომ გუნდები ამ დაპირისპირებას თითქმის ოპტიმალური შემადგენლობებით ხვდებიან, მოსალოდნელია, რომ მაყურებელი ორივე მხარეს საუკეთესო 11 ფეხბურთელს იხილავს.
ჩელსის სავარაუდო შემადგენლობა: სანჩესი, გუსტო, ფოფანა, ჩალობა, კუკურეია, ჯეიმსი, კაისედო, პალმერი, ენცო ფერნანდესი, ნეტუ, ჟოაო პედრო;
ასტონ ვილას სავარაუდო შემადგენლობა: მარტინესი, ქეში, კონსა, პაუ ტორესი/ლინდელოფი, დინი, კამარა, ონანა, მაკგინი, ტილემანსი, როჯერსი, უოტკინსი;
ჩვენი ვარაუდით, მაყურებელს წინ მოსაწყენი მატჩი არ ელოდება, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ შაბათს გასამართ დაპირისპირებაში ბევრი გოლი გავა. ფავორიტის დასახელება ყველას გაუჭირდება, თუმცა იმის ფონზე, რომ ასტონ ვილა საოცარ ფორმაშია, შანსები ალბათ 55-45% ნაწილდება.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.















