ჯანო ანანიძე - ბაზელი 2:3 სპარტაკი (17/02/2011)
ანანიძის ერთადერთი გოლი ევროპა ლიგაზე, თანაც გადამწყვეტი. სპარტაკი 61-ე წუთამდე მარცხდებოდა ანგარიშით 0:2, შემდეგ კი ქამბექი დაიწყო. ჩვენი სტატიის გმირი მოედანზე შემოვიდა მე-2 ტაიმში და 91-ე წუთზე კი, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ჯანომ გამარჯვების მომტანი ბურთი გაიტანა.

შოთა არველაძე - სევილია 1:2 ალკმაარი (14/12/2006)
უეფას თასის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, რომლის მემკვიდრეობა დღემდე ცოცხლობს. არველაძის ალკმაარი მარცხებოდა გუნდთან, რომელიც ამ ტურნირზე თავს გრძნობს ისე, როგორც საკუთარ სახლში, სევილიასთან. შოთამ მე-2 ტაიმში ჯერ გაათანაბრა ანგარიში, მოგვიანებით კი დუბლიც გაიფორმა.

ჯაბა კანკავა - დნიპრო 2:0 ოლიმპიაკოსი (19/02/2015)
სეზონი, რომელშიც დნიპრო გავიდა ევროპა ლიგის ფინალამდე და კანკავა ამ ყველაფრის მონაწილე იყო. უკრაინული გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა ჯაბამაც, რომელმაც პრაქტიკულად ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიაკოსთან თამაშში მან შეძლო გოლის გატანაც, რის შემდეგაც "ლურჯები" 1/8 ფინალში გავიდნენ.

დავით ყიფიანი - ინტერი 0:1 დინამო თბილისი (14/09/1977)
ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გენიალური ყიფიანის კარიერაში. აღნიშნულ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვიდა დინამო და გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ დავითის გატანილი ბურთი იყო. ჯიაჩინტო ფაკეტის ეფექტურად ჩამოშორების შემდეგ, ჩვენი სტატიის გმირმა თბილისელებს ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბთან მოაგებინა.

ოთარ კიტეიშვილი - შტურმი 1:0 ფეიენოორდი (27/10/2022)
კიტეიშვილის ერთადერთი გოლი ევროპა ლიგაზე, რომელიც მან ფეიენოორდს, 93-ე წუთზე გაუტანა. შტურმმა სწორედ მისი გატანილი ბურთით იმარჯვა. იმის შემდეგ, ოთარი გრაცელებთან ერთად გახდა ავსტრიის ბუნდესლიგის ტრიუმფატორი, წელს კი ის უკვე ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს.

გიორგი მიქაუტაძე - ყარაბაღი 1:4 ლიონი (28/11/2024)
მიქაუტაძის მშობლიურ კლუბში დაბრუნება გამოდგა მძიმე - ლიგა 1-ში გოლის გატანას ის რვა ტურის მანძილზე ვერ ახერხებდა. ნავსი ოსერთან თამაშში გატყდა. რაც შეეხება ევროსარბიელს, ჟორჟმა სადებიუტო გოლები გაიტანა გუშინ, ყარაბაღთან მატჩში. ერთი სიტყვით, თუ საქმე მიდგა გოლის გატანამდე, ქართველი ფორვარდისგან მინიმუმ დუბლს უნდა ველოდოთ ხოლმე.

გივი ნოდია - დინამო თბილისი 3:2 ტვენტე (13/09/1972)
დინამოს ისტორიაში პირველი მოწინააღმდეგე ევროსარბიელზე სწორედ ტვენტე იყო. ერთ შეხვედრაში იმარჯვა ქართულმა გუნდმა, მეორეში კი - ნიდერლანდელებმა. მატჩში, რომელიც დასრულდა თბილისელთა მოგებით ანგარიშით 3:2, ნოდიამ დუბლი გაიფორმა.

ლაშა ოდიშარია - რიგასი 2:2 გალათასარაი (03/10/2024)
მიმდინარე სეზონის შეხვედრა ქართველი ლეგიონერის მონაწილეობით. რიგასი გალათასარაისთან მარცხდებოდა 0:2-ს, თუმცა ევროპა ლიგის დებიუტანტმა მოახერხა იმდენი, რომ მატჩი ფრედ დაასრულა. მე-2 ბურთი სტამბოლელთა კარში ოდიშარიამ გაიტანა.

თორნიკე ოქრიაშვილი - კრასნოდარი 2:1 სევილია (04/10/2018)
ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართული გოლი ევროსარბიელზე. კრასნოდარი მარცხდებოდა სევილიასთან, თუმცა ყველაფერი საბოლოოდ ოქრიაშვილის გამარჯვების მომტანი ბურთით დასრულდა, რომელიც მან გაიტანა 88-ე წუთზე, თანაც მაკრატელათი.

რამაზ შენგელია - დინამო თბილისი 2:1 ნაპოლი (15/09/1982)
კიდევ ერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება დინამოს ისტორიაში. ქართულმა გუნდმა დაამარცხა ნაპოლი და მთავარ გმირად მოგვევლინა შენგელია, რომელმაც "პარტენოპეის" კარში გადამწყვეტი ბურთი გაიტანა.