მაშინ მეც მუსლიმი გავხდები."
ენფილდზე გაგონილი
კლოპი წავიდა, წასვლის წინ არნე სლოტზე წაიმღერა და ენფილდიც ომახიანად აჰყვა, გზა დაულოცა. მოვიდა არნე და მაგრად დაიწყო. ლივერპული ჩემპიონობისთვის იბრძვის და კარგი ფორაც აქვს პეპის ეგზისტენციალური კრიზისის ფონზე. მოკლედ, ბევრი რამ იცვლება, თითქმის ყველაფერი, მაგრამ „ფარაონი" უცვლელია, როგორც დაიწყო სადებიუტო სეზონი ისე აგრძელებს უკვე 30 წელს გადაცილებული კაცი. ვერც კი ვიგრძენი ისე დაჩრდილა წარსულის ლეგენდები, კოპის ფავორიტები. გიჟდებოდნენ რობი ფაულერზე, მაგრამ, აბა სალაჰთან რა მოსატანია?! მერე ოუენი, ფერნანდო ტორესი, ლუის სუარესი - ლეგენდარული სახელებია, მაგრამ ერთგულებაში მოიკოჭლეს და არც მოთმინება ეყოთ დიდ ტიტულებამდე მისასვლელად. სალაჰმა კი 30-წლიან ლოდინს წერტილი დაუსვა, პრემიერ ლიგის თასი ასწია პანდემიის ჟამს დაცარიელებულ სტადიონზე. ჩემპიონთა ლიგის სამი ფინალიც ითამაშა, ერთი მოიგო, მეორეში კი ფინალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი What If დაგვიტოვა - რა მოხდებოდა სალაჰი რომ რამოსის მოგვერდს გადარჩენოდა?! კლოპი ვერ ივიწყებს ამ ამბავს და მცირე ხნის წინ კროოსთან საუბარში შემოსწყრა კიდეც სერხიო რამოსს.
სალაჰი ზედიზედ ორჯერ გახდა პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, საერთო ჯამში სამჯერ გამხდარა - პრემიერ ლიგის ეპოქაში ლივერპულის არც ერთ ფორვარდს არ ჰქონია ეს პატივი. ყოველი სეზონის ბოლოს ჰგონიათ, რომ ტემპს დააგდებს, მაგრამ ფეხზეა და ისევ ისე გარბის, როგორც სადებიუტო სეზონში. რაღაცით ტიერი ანრის ინგლისურ კარიერას მაგონებს, გარბის, გააქვს და ბოლო არ უჩანს.

ინგლისელი ფანები არ არიან მიჩვეულნი მათ წინ სუჯუდის შესრულებას, (მუხლმოყრილი მადლობის შეწირვა, იგივე, მეტანია ისლამში), კაი ხანია მუხლმოდრეკილი სალაჰი აღარ მინახავს, საწყის სეზონებში ბედავდა ამას ინგლისელების თვალწინ, სწორედ მისი გამბედაობისა და საჯაროობიდან გაჩნდა იდეა, რომ სალაჰის პოპულარობასა და ფანების მიერ მისდამი გამოხატულ სიყვარულს ისლამოფობიის დამარცხება შეუძლია. რამდენიმე ექსპერტი ირწმუნება, რომ სალაჰი გამოხატავს კეთილშობილი მუსლიმის სახეს, რომელიც ხელს უწყობს სტერეოტიპებთან ბრძოლას და მუსლიმების მიმართ სოციუმის გახსნილობას. სალაჰის ასეთმა სათამაშო ფორმამ და დღევანდელ მსოფლიოში არსებულმა მძიმე პოლიტიკურმა ვითარებამ სტემფორდის უნივერსიტეტის 2019 წლის კვლევა გამახსენა, სადაც გაანალიზებულ იქნა ანტიმუსლიმური, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სტატისტიკა და ინგლისელი ფანების გამოხმაურებები ტვიტერზე, რომელსაც უნდა ეჩვენებინა, რა როლი ითამაშა სალაჰმა ანტიმუსლიმურ კამპანიაში. მას მერე მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, კრიტიკულ ფაზაში შევიდა ომი ღაზაში, ამავე დროს ევროპის ქვეყნებში ნელ-ნელა დაიწყეს აღიარება, რომ საემიგრაციო პოლიტიკა კონტროლს ვეღარ ექვემდებარება და შესაძლოა დიდი შეცდომაც კი იყო თავის დროზე ასეთი ლიბერალური დამოკიდებულება. დიდი სახალხო გამოსვლები ეწყობა ლონდონში და თითქოს ახალი ტალღა მოდის ანტიმუსლიმური სიძულვილისა, არეულობებია ლივერპულშიც, მაგრამ მერსისაიდის წითელ მხარეში შესაშური სიმშვიდეა, აქ არაბულ სამყაროს გამორჩეული ელჩი ჰყავს.
პარასოციალური კავშირი
პარასოციალური ურთიერთობებისა და ურთიერთქმედების კონცეფცია ჯერ კიდევ 1956 წელს დაამკვიდრეს დონალდ ჰატონმა და რიჩარდ ვოლმა. ტერმინი გულისხმობს პერსონაჟთან, ან ცნობილ პიროვნებასთან ცალმხრივ ურთიერთობას, რომელსაც შესაძლოა ხედავდეთ ტელეეკრანებზე, ან სტადიონზე, ან სარეკლამო რგოლში, კონტაქტი ცალმხრივია, ის არ გიცნობთ და მისთვის უცნობი ხართ, მიუხედავად ამისა, ურთიერთობა რეალურად აღიქმება და იწვევს ნამდვილ გრძნობებს, დროთა განმავლობაში კი ჩნდება ერთგულება, ხანდახან სიყვარულიც. პარასოციალური ურთიერთობების შემთხვევები დროთა განმავლობაში გაიზარდა რადიოს, პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით, ხოლო ციფრულ ეპოქაში, ინტერნეტისა და სმარტფონების განვითარების შემდეგ, სულ სხვა საფეხურზე ავიდა.
სალაჰის მიმართ პარასოციალური ურთიერთობის ჩამოყალიბება ბუნებრივი მოვლენაა გამომდინარე იქიდან, რომ ყოველ კვირა გამოდის სტადიონზე, აქტიურია სოციალურ ქსელში და თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არიან - ადიდასი, ვადაფონი და პეპსი. ამასთანავე, გასათვალისწინებელია მისი იმიჯი. ცნობადობა ზრდის პარასოციალური ურთიერთობის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, მაგრამ ყველას პოზიტიური იმიჯი არ აქვს, ცნობადობა არ ნიშნავს პოზიტივიზმს, სალაჰი კი ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური იმიჯის მქონე ადამიანია, რომელსაც კლუბშიც და ნაკრებშიც დიდი პატივისცემით ეპყრობიან.
პოზიტივიზმის ზრდას ხელს უწყობს მიღწევებიც ლივერპულსა და ეროვნულ გუნდში. გასათვალისწინებელია, რომ მოჰამედ სალაჰი ღიად გამოხატავს თავის რელიგიურ შეხედულებებს და ის იშვიათი ფეხბურთელია, რომელიც სუჯუდს მოედანზევე ასრულებს, ამ მიზეზთა გამო მთელი მუსლიმური სამყაროს განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა, ხოლო მისი პიროვნული თვისებები და სათამაშო დონე უამრავი ფეხბურთის გულშემატკივრის სიყვარულსაც განაპირობებს, განსაკუთრებით კი, რა თქმა უნდა, ლივერპულის ფანების მხრიდან.

ისლამოფობია ბრიტანეთში
ბრიტანულ სტადიონებზე ყოველთვის იყო რასიზმის შემთხვევები, განსაკუთრებით მასობრივი იმიგრაციის შემდეგ. მაშინვე გაჩნდა წინააღმდეგობრივი მოძრაობები, ეს ხდებოდა 60-იანებში, 80-იანებში და 00-იანებშიც კი. 21-ე საუკუნეში რასიზმსა და ქსენოფობიურ განწყობებს ხელი შეუწყო ტერორისტულმა აქტებმა, რომელიც მუსლიმურ სამყაროს უკავშირდება. დიდი ტერაქტები მოხდა 2001 წელს აშშ-ში და 2005 წელს ლონდონში, მუსლიმმა ექსტრემისტებმა მეტროში თავი აიფეთქეს, რის შედეგადაც 52 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 700-მდე დაშავდა. ეს იყო შოკი, რის შედეგადაც მუსლიმების მიმართ სიძულვილი და ნეგატიური დამოკიდებულება გამძაფრდა. ტერორიზმმა თითოეული მათგანი დააზარალა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, არაბული წარმოშობის ადამიანები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვერ ადიოდნენ, რადგან მაშინვე ძალადობის ან შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდებოდნენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად უწევდათ მგზავრობა, აღნიშნავდნენ, რომ მათ თვალებში შიშს გრძნობდნენ, რადგან ისინი თითოეულ მათგანს პოტენციურ ტერორისტად აღიქვამდნენ.
კვლევით დადგინდა, რომ 2000-დან 2008 წლამდე მედიაში მუსლიმთა შესახებ გავრცელებული ინფორმაციის 36% შეეხებოდა ტერორიზმს, ხოლო 32% - განსხვავებას მუსლიმებსა და ბრიტანელთა ფასეულობებს შორის. ამის შესაბამისად გაიზარდა კიბერბულინგი და აგრესიული გამომხატველობითი ქცევა მუსლიმთა მიმართ.
2017 წელს მუსლიმი ექსტრემისტების მხრიდან სამი ტერორისტული აქტი მოხდა, ეს ის წელია, როცა მო სალაჰი ლივერპულში გადავიდა. კლუბმა სარეკორდო თანხა გადაიხადა, ხოლო მუსლიმების მიმართ დამოკიდებულება კატასტროფულად მძიმე იყო.
2017 წლის 22 მარტი - შეტევა ვესტმინსტერზე, მუსლიმი ექსტრემისტი მანქანით შევარდა ხალხში, მოკლა ოთხი ადამიანი და დაზიანება მიაყენა 50-ს, ცდილობდა პარლამენტამდე მიღწევას, სასიკვდილოდ დაჭრა პოლიციელი კიტ პალმერი, საბოლოოდ პოლიციამ მისი ლიკვიდაცია მოახდინა.
2017 წლის 22 მაისი - მანჩესტერის არენის ტრაგედია, 22 წლის სალმან აბედიმ თავი აიფეთქა, რასაც 22 ადამიანის სიკვდილი და 139-ის დაშავება მოჰყვა, გარდაცვლილთა შორის ყველაზე პატარა 8 წლის გოგონა იყო.
2017 წლის 3 ივნისი - სამმა მუსლიმმა ექსტრემისტმა გაიტაცა ფურგონი და ლონდონის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს გადაუარეს, შემდეგ კი მახლობელ ბარებში ხალხი აჩეხეს, დაიღუპა რვა ადამიანი, დაიჭრა 48. თავდამსხმელები პოლიციელებმა დახოცეს.
აბა, როგორია ამ ყველაფრიდან 2 თვეში, ინგლისელი ფანების წინ სუჯუდის შესრულება?! ამას დიდ რწმენასთან ერთად, ძალიან დიდი გამბედაობაც სჭირდება. კემბრიჯის ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რომელიც მოიცავს 2015-დან 2018 წლამდე პერიოდს, საკითხი დაისვა შემდეგნაირად - რამდენად დიდია სხვაობა ბრიტანელებსა და მუსლიმ ემიგრანტებს შორის მთავარ ფასეულობათა თვალსაზრისით? ბუნებრივია, რომ შედეგებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია 2017 წლის შუაწელს, მაშინ, როცა ყველაზე მძიმე ტერორისტული აქტი მოხდა, შემდეგ კი მოულოდნელ ვარდნას ვხედავთ, რომელიც კითხვებს ბადებს.

ამ ვარდნას მკვლევრებმა The Salah Effect უწოდეს. თუმცა, სანამ ამ ეფექტის შედეგებზე ვიტყოდეთ, მანამდე, უნდა მიმოვიხილოთ მუსლიმთა მდგომარეობა ბრიტანეთში, განსაკუთრებით ტერორისტული აქტების შემდეგ.
სიძულვილით მოტივირებული დანაშაული
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების 82% ეთნიკურ და რელიგიურ მოტივებს შეიცავს, ხოლო მსგავსი დანაშაულების რიცხვი 2015-დან 2017 წლამდე გაორმაგდა. ერთი მხრივ, ლივერპული მრავალეთნიკურობით არ გამოირჩევა, ინგლისის სხვა ქალაქებთან შედარებით, 2021 წლის მონაცემებით, 86,3% თეთრკანიანი ბრიტანელია, ხოლო, მეორე მხრივ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სტატისტიკაში ქალაქი მოწინავე ხუთეულში იმყოფება (ლივერპულის საკრებულოს მონაცემებით).
ანტიმიგრანტულ განწყობებს ხელი შეუწყო Brexit-მა, გარდა ეკონომიკური საკითხებისა, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, სწორედ უკონტროლო იმიგრაცია იყო, თუმცა, BBC-ის მონაცემებით, ლივერპულელების 56%-მა ბრექსიტის წინააღმდეგ მისცა ხმა. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს სჩადიან რადიკალები, უმეტესად რადიკალი მემარჯვენეები, რომელთა მიზანიც კონკრეტული სოციალური ჯგუფის უპირატესად წარმოჩენა, ან სხვა ჯგუფზე ზეწოლაა. მკვლევრებმა კი დაადგინეს, რომ 2018 წლიდან სიძულვილით მოტივირებული დანაშაული მცირდება, დანაშაულის კლება მხოლოდ რწმენის ცვლილებას შეიძლებოდა გამოეწვია, არა რელიგიური თვალსაზრისით, არამედ სტერეოტიპული მნიშვნელობით, როცა ერთ დანაშაულს შეუძლია მთელი ნაცია გასვაროს და დააზარალოს. დანაშაულის კლება კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის მიმართ, შეიძლება გამოიწვიოს მსოფლმხედველობის შეცვლამ, რაც ძალიან რთული საქმეა და ამას მთელი ცხოვრება სჭირდება. ასე რომ, 2017 წლიდან, როცა ამდენი ტერორისტული აქტი მოხდა, ამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, ძალიან უჩვეულოა დამოკიდებულების ცვლილება, განსაკუთრებით კი ინგლისის ერთ წერტილში. ეს ნიშნავს, რომ ამ მოკლე მონაკვეთში, რაღაც ძალიან განსაკუთრებული მოხდა.
მკვლევრებმა, პოლიციის ათი განყოფილების მონაცემები შეაჯამეს, შეაფასეს და დაადგინეს, რომ მას შემდეგ, რაც მოჰამედ სალაჰმა ლივერპულთან კონტრაქტი გააფორმა, დანაშაული მნიშვნელოვნად არის შემცირებული. თითქმის ყველა განყოფილების მაგალითზე, კვლევა ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევებს, სადაც აყვანილმა ან ჯერ კიდევ ძებნილმა ადამიანებმა დანამდვილებით ჩაიდინეს დანაშაული კონკრეტული - რასობრივი ან რელიგიური - მოტივით. კვლევამ სათავე აიღო ხელისმოწერისთანავე, რადგან სალაჰში სარეკორდო თანხა იყო გადახდილი, რამაც მის მიმართ ინტერესი პირველივე დღიდან გაზარდა. ეს ყველაფერი კარგად ჩანს გუგლის მონაცემებშიც, თუ რა სიხშირით „იძებნებოდა“ სალაჰი.

3-4 თვის შემდეგ, რაც სალაჰმა წითლებში თამაში დაიწყო, მისი პოპულარობა მაქსიმალურად გაიზარდა. და, რაც მთავარია, შესწავლილ იქნა დანაშაულებრივი სტატისტიკა მერსისაიდის მხარეში და დადგინდა, რომ სალაჰის ლივერპულში გადასვლის შემდეგ დანაშაულებრივი ქმედებები 16%-ით არის შემცირებული.
ანტიმუსლიმური ტვიტები
ბრიტანეთის უდიდესი მოსახლეობა ტვიტერზეა დარეგისტრირებული, 2017 წლის კვლევებით დგინდება, რომ მათი უმრავლესობა ახალგაზრდა მამაკაცია. ტვიტერს აქტიურად იყენებენ ინგლისელი ფანები, პრემიერ ლიგის კლუბებსა და მედიებს ძალიან დიდი რაოდენობის გამომწერები ჰყავთ. მოხდა გამოკვლევა და დაკვირვება, ლივერპულის ფანების მიერ ანტიმუსლიმური კომენტარებისა, სხვა კლუბების ფანებთან შედარებით. კვლევის მეორე მხარეს წარმოადგენს ევერტონის ფანკლუბი, პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით, მათი განცალკევება ვერ მოხდებოდა მერსისაიდის დანაშაულებრივი სტატისტიკის აღრიცხვისას, რადგან ამ დროს მხოლოდ ის არის შესაძლებელი, რომ დანაშაულის მოტივი დადგინდეს, დამნაშავეს კი არავინ ეკითხება, ლივერპულის ფანია თუ ევერტონის. ტვიტერზე სხვა ვითარებაა, აქ თავად აქვთ მინიშნება, თუ რომელ კლუბს ქომაგობენ. მათ შორის არ არსებობს კლასობრივი, რელიგიური ან პოლიტიკური დაპირისპირება და არის შემთხვევები, როცა ერთ ოჯახში თანაცხოვრობენ ლივერპულისა და ევერტონის ქომაგები. ტვიტების კომენტარების სტატისტიკა მოთავსდა სამ კატეგორიაში - პოზიტიური, ნეგატიური, ან ნეიტრალური.
აღმოჩნდა, რომ ლივერპულის ფანებში ანტიმუსლიმური ტვიტები რადიკალურად შემცირდა, ხოლო კონკურენტი კლუბების ფანკლუბებში სტაბილურად განაგრძო ზრდა. სალაჰისა და მანეს გადასვლისთანავე, თვეების მიხედვით იზრდებოდა ბრიტანულ პრესაში მათთვის მიძღვნილი სტატიები და მთავარ გვერდზე გამოტანილი ჰედლაინები:

დიაგრამაზე ჩანს, რომ მანეს პოპულარობაც მაღალი იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც მოჰამედ სალაჰისა. საერთო ჯამში, გაანალიზდა ინგლისელი ფანების მიერ დაწერილი 15 მილიონი ტვიტი, აღმოჩნდა, რომ სალაჰის გადმოსვლამდე ანტიმუსლიმური ტვიტების რაოდენობის 7.3% ლივერპულის ფანებს ეკუთვნოდათ, ხოლო ამჟამად ეს მონაცემები 3%-ზეა დასული.

სალაჰის ეფექტი არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა სპორტსმენის პოპულარობა სოციალურ ან პოლიტიკურ ცვლილებებს განაპირობებს, მაგალითად - „1947 წელს, ბეისბოლისტმა ჯეკი რობინსონმა გაარღვია აპარტეიდის წრე და თანაბრად დაფასებულ იქნა თეთრკანიანების მიერ, რამაც უდიდესი როლი ითამაშა თეთრკანიან და შავკანიან მოთამაშეთა შორის ურთიერთგაგებისა და ღიაობის თვალსაზრისით“, - ამბობს ისტორიკოსი დორის გუდვინი.
მუსლიმური სამყარო წლების განმავლობაში, უამრავი კამპანიითა და ღონისძიებით, ცდილობდა სტერეოტიპული განწყობების ცვლილებას, ცდილობდა იმ აზრის მიტანას საზოგადოებამდე, რომ ერთი ტერორისტი მთელ მუსლიმურ სამყაროს არ წარმოადგენს, ეს ყველაფერი უშედეგოდ სრულდებოდა, მაგრამ ერთმა ფეხბურთელმა, ბრიტანეთის ერთ არცთუ ისე პატარა, წითელ და ოდნავ ლურჯ წერტილში, ყველაფერი შეცვალა.