გენო პეტრიაშვილი 1994 წლის 1 აპრილს ქალაქ გორში დაიბადა და ბავშვობიდანვე დაიწყო მისი სპორტული კარიერა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ პარიზის ოლიმპიადაზე ტრიუმფით დააგვირგვინა.
ოსი სეპარატისტების ტყვეობაში
სპორტული კარიერის დაწყებამდე, გენო პეტრიაშვილმა მძიმე პერიოდი გამოიარა — 19 წლის წინ, 2005 წლის 19 აგვისტოს, ოსმა სეპარატისტებმა ის გაიტაცეს, 3 თვის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა, ის მხოლოდ 99 დღის შემდეგ გაათავისუფლეს და მშობლიურ სახლში დააბრუნეს.
11 წლის გენო პეტრიაშვილის შეხვედრა მშობლებთან და მეგობრებთან ძალიან ემოციური იყო. ასაკის მიუხედავად, მომავალმა ოლიმპიურ ჩემპიონმა მიღებული სტრესი დაძლია და დაიწყო თავდაუზოგავი შრომა, რომელმაც სპორტულ მწვერვალამდე მიიყვანა.

სპორტული გზის დასაწყისი

პირველი წარმატება გენო პეტრიაშვილმა 2012 წელს მოიპოვა, როდესაც 18 წლის ასაკში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა და დაიწყო საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლები.
ქართველმა მოჭიდავემ ახალგაზრდული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მოგება მოახერხა. გარდა ამისა, ის 23-წლამდელთა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გახდა ტრიუმფატორი და ხმაურიანად შეაბიჯა ეროვნულ ნაკრებში.
პირველი ნაბიჯები ეროვნულ ნაკრებში

გენო პეტრიაშვილმა პირველი დიდი გამარჯვება უფროსებში 2013 წელს მოიპოვა, როდესაც თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა და 19 წლის ასაკში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
იმავე წელს, ქართველი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოვიდა და იქაც მესამე ადგილს დასჯერდა. 19 წლის ასაკში მოპოვებული ბრინჯაოს მედლები იმის დასტური იყო, რომ გენო პეტრიაშვილს წინ დიდი სპორტული კარიერა ელოდა.
სადებიუტო ოქროს მედლები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე

დიდი სამეულის ტურნირებიდან (ევროპა, მსოფლიო, ოლიმპიადა) პირველი ოქროს მედალი გენო პეტრიაშვილმა 2016 წელს რიგაში მოიპოვა — მაშინ 22 წლის ქართველმა მოჭიდავემ ფინალში პოლონელი რობერტ ბარანი 11-0 დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
მომდევნო წელს კი, პარიზში მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. აღსანიშნავია, რომ პარიზში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა საოცრად იასპარეზა და ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, თურქ ტაჰა აკგულს 10-8 მოუგო.
დომინაციის დასაწყისი 125 კგ. წონით კატეგორიაში

პარიზის მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს შემდეგ, 125 კგ. წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილის დომინაცია დაიწყო და მან ზედიზედ კიდევ ორჯერ მოახერხა პლანეტის საუკეთესო მოჭიდავის ტიტულის მოპოვება.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ ჩინელი დენგ ჟივი მარტივად 6-0 დაამარცხა, ხოლო მომდევნო წელს კვლავ ტაჰა აკგულს მოუგო და ზედიზედ სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ ჩინელი დენგ ჟივი მარტივად 6-0 დაამარცხა, ხოლო მომდევნო წელს კვლავ ტაჰა აკგულს მოუგო და ზედიზედ სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
სადებიუტო ოლიმპიადა და ბრინჯაოს მედალი

გენო პეტრიაშვილის დებიუტი ოლიმპიურ თამაშებზე 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში შედგა — მაშინ 22 წლის ქართველი ფალავანი 125 კგ. წონითი კატეგორიის ფავორიტებში არ მოიაზრებოდა.
რიოს ოლიმპიადაზე, გენო პეტრიაშვილი 1/4 ფინალამდე მივიდა, სადაც ირანელ გასემთან თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა, ხოლო რეპეშაჟში ჯერ კანადელი ჯარვისი, ხოლო შემდეგ ამერიკელი დლაგევი გაანადგურა და ბრინჯაოს მფლობელი გახდა.
მძიმე მარცხი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

რიოს ოლიმპიადისგან განსხვავებით, ტოკიოში გენო პეტრიაშვილი უკვე წონის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო და წინასწარ შეხვედრებში აღნიშნული სტატუსი სრულად გაამართლა — მან ერთმანეთის მიყოლებით ეგვიპტელი, ჩინელი და ირანელი მეტოქეები მარტივად დაამარცხა.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში, ქართველი მოჭიდავე ახალგაზრდა ამერიკელ სტივენსოს შეხვდა და მთელი ჭიდაობის განმავლობაში დიდ უპირატესობასაც ფლობდა. თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა, ბოლო წამს გენომ 2 ქულა გაუშვა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
დიდი დაბრუნება და ნანატრი ოლიმპიური ოქრო

2021 წელს, ტოკიოში განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ფინალი ზედიზედ სამჯერ წააგო, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გენო პეტრიაშვილის მთავარი მიზანი კვლავ ოლიმპიური ჩემპიონობა იყო და პარიზში მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩავიდა. წინასწარ შეხვედრებში, მან უკრაინელ ხოციანივსკის, პოლონელ ბარანს და აზერბაიჯანელის სახელით მოასპარეზე მეშვილდიშვილს მარტივად აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ოქროს მედლისთვის ბრძოლაში, ქართველი ფალავნის მეტოქე ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე იყო, რომელთანაც ზედიზედ ორი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ჰქონდა წაგებული. ფინალური დაპირისპირება გენო პეტრიაშვილმა დრამატულ ბრძოლაში 10-9 მოიგო და ნანატრი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, გენო პეტრიაშვილი დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული მეორე სპორტსმენი გახდა, რომელმაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი მოიგო — პირველად ეს ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოახერხა.

გენო პეტრიაშვილის მედლები დიდ ტურნირებზე:
ოლიმპიური თამაშები — 1 ოქრო, 1 ვერცხლი 1 ბრინჯაო
მსოფლიო ჩემპიონატი — 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო
ევროპის ჩემპიონატი — 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 3 ბრინჯაო