
ხულიო კრუზი
კრუზი მთელი თავისი კარიერის მანძილზე იმყოფებოდა ვარსკვლავური თანამემამულეების ჩრდილში, თუმცა ამის მიუხედავად, გოლების გატანას ის არასდროს წყვეტდა. ფეიენოორდში გაბრწყინების შემდეგ, ხულიომ გადაინაცვლა კალჩოში სადაც ითამაშა ჯერ ბოლონიაში, მოგვიანებით კი კარიერის მთავარ კლუბში: მილანის ინტერში.

სანტიაგო ხიმენესი
ფეიენოორდის ერთ-ერთი უკანასკნელი ვარსკვლავი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, მილანში გადავიდა. დღეს, ხიმენესი დგას უდიდესი დილემის წინაშე: სანტიმ როტერდამელებს უნდა გაუტანოს რაც შეიძლება მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში "როსონერი" ევროსარბიელზე ასპარეზობას გამოეთიშება. ცნობისთვის, მექსიკელმა ფორვარდმა შავ-წითელი მაისურით უკვე 2 ბურთის შეგდება მოასწრო.
ფეიენოორდის ერთ-ერთი უკანასკნელი ვარსკვლავი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, მილანში გადავიდა. დღეს, ხიმენესი დგას უდიდესი დილემის წინაშე: სანტიმ როტერდამელებს უნდა გაუტანოს რაც შეიძლება მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში "როსონერი" ევროსარბიელზე ასპარეზობას გამოეთიშება. ცნობისთვის, მექსიკელმა ფორვარდმა შავ-წითელი მაისურით უკვე 2 ბურთის შეგდება მოასწრო.

რუდ გულიტი
გულიტი არ ყოფილა კლასიკური თავდამსხმელი, თუმცა მან სხვადასხვა დროს აღნიშნულ პოზიციაზე ჩაატარა 150-მდე შეხვედრა, რომელშიც 70-ზე მეტი ბურთი შეაგდო. რუდის გარეშე აღნიშნული 10-ეული იქნებოდა არასრული, მითუმეტეს მილანთან მატჩის წინ. საინტერესოა, რომ საფეხბურთო კარიერის შემდეგ, ნიდერლანდელი ექს-ფორვარდი ფეიენოორდში სპეციალისტის რანგშიც მოგვევლინა.

პიერ ვან ჰოიდონკი
მართალია, ფეიენოორდში გადასვლის მომენტისთვის ვან ჰოიდონკი უკვე იყო 30 წლის, თუმცა მთავარ წარმატებას მან სწორედ აღნიშნულ გუნდში მიაღწია. პიერი როტერდამელებთან ერთად გახდა უეფას თასის ტრიუმფატორი, ფინალში კი დორტმუნდის ბორუსიას კარში მან დუბლი გაიფორმა. ჯარიმების ერთ-ერთი მთავარი დიდოსტატი, რომელიც სწორედ "თეთრ-წითლებში" გაიხსნა.

დირკ კიუიტი
ბევრისთვის კიუიტი პირველ რიგში ასოცირდება ლივერპულთან, თუმცა კარიერის არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი მან ფეიენოორდში გაატარა. 100-ზე მეტი გატანილი ბურთი და როტერდამელთა ლეგენდის სტატუსი. განსაკუთრებით გამოსარჩევია 2004/05 წლების სეზონი, რომელშიც დირკმა 44 მატჩში 36 გოლი შეაგდო.
ბევრისთვის კიუიტი პირველ რიგში ასოცირდება ლივერპულთან, თუმცა კარიერის არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი მან ფეიენოორდში გაატარა. 100-ზე მეტი გატანილი ბურთი და როტერდამელთა ლეგენდის სტატუსი. განსაკუთრებით გამოსარჩევია 2004/05 წლების სეზონი, რომელშიც დირკმა 44 მატჩში 36 გოლი შეაგდო.

ჰენრიკ ლარსონი
გლაზგოს სელტიკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც შოტლანდიაში სწორედ ფეიენოორდიდან მოხვდა. სამწუხაროდ, მწვრთნელთა ხშირი როტაციის გამო, ლარსონის როტერდამული კარიერა არ ყოფილა ისეთი შთამბეჭდავი, როგორიც "კელტებში", მაგრამ ბრემენის ვერდერის კარში შესრულებული ჰეთ-თრიკი ნიდერლანდელი ფანების გულებში სამუდამოდ დარჩა.

როი მაკაი
ვან ჰოიდონკის მსგავსად, მაკაიმ ფეიენოორდს მიაშურა გვიან, როდესაც ის უკვე 30 წელს გადაცილებული იყო. მან დაამტკიცა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, როტერდამში 3 სეზონის მანძილზე 50 ბურთის გატანით. აღსანიშნავია, რომ როი 34 წლის ასაკშიც კი არ ჩამოცდენია 20-გოლიან ნიშნულს.

გრაციანო პელე
თავდამსხმელი, რომელიც იტალიურმა ფეხბურთმა უყურადღებოდ დატოვა. პელემ კარიერის რეანიმირება მოახდინა სწორედ ფეიენოორდში, რომლის შემადგენლობაში 66 მატჩში 55 ბურთი შეაგდო. შემდეგ გრაციანოს კარიერაში იყო პრემიერ ლიგა, "სკუადრა აძურაში" გამოძახება და ევრო 2016-იც კი.

რობინ ვან პერსი
ფეიენოორდის აკადემიის საუკეთესო წარმომადგენელი, რომელიც არსენ ვენგერმა ჯერ კიდევ 90-იანების ბოლოს შენიშნა. მშობლიური გუნდის დატოვების შემდეგ, ვან პერსიმ დატოვა წარუშლელი კვალი, როგორც ლონდონის არსენალში, ისე მანჩესტერ იუნაიტედშიც. კარიერის მიწურულს კი ის მშობლიურ როტერდამს დაუბრუნდა.

იონ დალ ტომასონი
კიდევ ერთი გამორჩეული თავდამსხმელი, რომლის საფეხბურთო გზამ ფეიენოორდისა და მილანის გავლით გაიარა. ნიუკასლ იუნაიტედში ვერ დამკვიდრების შემდეგ, ტომასონმა კარიერის რეანიმირება მოახდინა სწორედ როტერდამში, სადაც უეფას თასიც მოიგო. როგორც ლეგენდებს შეეფერებათ, იონი კარიერის ბოლოს ასევე "თეთრ-წითლებში" დაბრუნდა.

ბონუსი: ქართველი ფორვარდი, რომელიც ფეიენოორდში ვერ დამკვიდრდა - გიორგი დემეტრაძე
ფეიენოორდის მრავალრიცხოვან თავდამსხმელებს შორის გვხვდება ქართველიც, რომელმაც ზემოაღნიშნული შემტევებისგან განსხვავებით, ნიდერლანდურ კლუბში დამკვიდრება ვერ შეძლო. დემეტრაძემ როტერდამში იჯარით გაატარა 1997/98 წლების სეზონი, რომელშიც ჩაატარა 7 მატჩი, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. "თეთრ-წითლების" შემდეგ, გიორგიმ რუსეთსა და უკრაინაში გაიბრწყინა.

















