მაქს ფერსტაფენს, რომელისთვისაც გაბრაზება და მძიმე ხასიათი უცხო არასდროს იყო, წინა წელს მოთმინების ფიალა ბოლომდე აუვსეს. 2024 წლის კარგად დაწყებული სეზონის შემდეგ რედ ბულში მონასტერი აირია, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი ღიად აცხადებდა, რომ საკუთარ ბოლიდს ვეღარ სცნობდა. ამ ყოველივეს დაემატა ფერარისა და მაკლარენის საოცარი შედეგები. ბრიტანელებს 2024 წელს უდიდესი პროგრესი ჰქონდათ, ახალგაზრდა პილოტების, ოსკარ პიასტრისა და ლანდო ნორისის, მოპოვებულმა ქულებმა მაკლარენს საშუალება მისცა დიდხნიანი ლოდინის შემდეგ კონსტრუქტორთა დავა პირველად მოეგო, ხოლო ახალგაზრდა ბრიტანელ პილოტს ჩემპიონობის შანსები გაუჩინა. შარშანდელ რბოლებში FIA-მ მაქს ფერსტაფენი არაერთხელ დააჯარიმა. ფორმულა 1-ის ბოსების სურვილი, მიეღოთ სეზონის დაძაბული ფინიში, სრულია გასაგებია, და, ალბათ, ყველა ავსტრიული გუნდი ქომაგების გარდა, ლანდო ნორისისა და შარლ ლეკლერის წარმატებულ რბოლებს ქომაგობდა.

მაქსი გააბრაზეს გუნდში, მაქსი გააბრაზა FIA-მ, მაქსი გააბრაზეს ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა, რომლებიც ღიად ალაპარაკდნენ მის სიცუდეზე - ნიდერლანდელის სიძლიერეს ბოლიდი განაპირობებდა, როგორც კი „ხარებს" პრობლემები შეექმნათ მაქსიც ვეღარ ბრწყინავსო. არ ვიცი, ამ ჩამონათვალიდან რომელი უფრო გამოდგა „დურუ ხუნჯუა“ მაქსისთვის, მაგრამ ნიდერლანდელმა ბრაზილიის შარშანდელ გრან პრიზე ყველას და ყველაფერს გასცა პასუხი.
ინტერლაგოსზე ბოლიდის მართვა ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა, ნოემბრის წვიმები რბოლის დღეებს ემთხვევა და ხშირად მრბოლელებს დიდ პრობლემებს უქმნის. კარგი ამინდში რბოლა ერთია, წვიმაში ბოლიდის მართვა კი ცალკე ხელოვნებაა, რომელსაც ერთეულები ფლობენ.
ნიდერლანდელმა მრბოლელმა რბოლა მე-17 პოზიციიდან დაიწყო, (ხუთადგილიანი ჯარიმა მაქსმა რბოლის დაწყებამდე მიიღო, კვალიფიკაციაში მიღებული მე-12 ადგილი ავტომატურად მე-17 გახდა) ხოლო ამ ეტაპზე მის მთავარ მეტოქეს - ლანდო ნორისს გრიდზე პირველი პოზიცია ჰქონდა მოპოვებული და მრბოლელებს სათავეში ედგა.
წვიმაში, სადაც ბევრი წითელი დროშა ვიხილეთ და ბოლიდები პანტაპუნტით სრიალდებოდნენ ტრასიდან, შეშლილმა ბიჭმა უბრალოდ იფრინა და უსწრაფეს წრეზე საკუთარ შედეგებს აუმჯობესებდა. ფორმულა 1-ის ისტორიაში მაქსი პირველი მრბოლელია, რომელმაც რბოლა 10 განსხვავებული სასტარტო პოზიციიდან მოიგო. აირტონ სენას სამშობლოში მოგებული რბოლით ნიდერლანდელმა დაძაბულ სეზონს წერტილი დაუსვა და მეოთხე ჩემპიონობა სწორედ ინტერლაგოსის ტრასაზე ნაჩვენები ფურორით გაინაღდა. წინა სეზონის მეორე ნახევარში - რედ ბული ვერ იყო ყველაზე სწრაფი და გამართული ბოლიდი, მაკლარენი და ფერარი მასზე უკეთეს ფორმაში იყვნენ, მაგრამ ნიდერლანდელმა სეზონის მეორე ნახევარში მესამე ბოლიდით შეძლო ტიტულის დაცვა.

ბევრს მისი სტილი არ მოსწონს და ამბობენ რომ მაქსი ზედმეტად აგრესიული, ბინძური და უხეში მრბოლელია, მანევრის შესრულებისას ის მზადაა საკუთარი და სხვისი სიცოცხლით გარისკოს. მას არ აქვს ჰამილტონივით სერის ტიტული, არც სება ფეტელივით ჰუმანისტია, ის ვერც მონაკოს პრინცის, შარლ ლეკლერისა და ჯორჯ რასელივით ლამაზი და სიმპატიური ბიჭების არისტოკრატიულ საზოგადოებაში გაერევა. მაქსი ხულიგანია, მძიმე წარსულით, მამამისის სპარტული აღზრდის სტილით ტრავმირებული, რომელიც მზადაა სპორტისთვის თავი გაწიროს, სხვა შემთხვევაში ის ვერ შეძლებდა ლეგენდარული ლუის ჰამილტონის ჰეგემონიის დასრულებას 2021 წლის სეზონზე, როდესაც ჯედას რბოლაში გამარჯვებით პირველი ტიტული მოიპოვა და ლუისს მერვედ ჩემპიონობის შანსი მოუსპო - მთელი სეზონის განმავლობაში მან არაერთხელ გარისკა, იქ, სადაც მოქმედი მრბოლელთაგან, ალბათ, არავინ გარისკავდა.
ჯეიმს ჰანტისა და ნიკი ლაუდას შესახებ გადაღებულ ფილმ „რბოლაში“ ინგლისელი ავსტრიელს ეუბნება, რომ 1976 წლის სეზონის ბოლო ეტაპზე, სადაც თავსხმა წვიმისა და ცუდი ხილვადობის გამო რისკისგან თავის შეკავება მას გუნდმაც ურჩია, ლაუდას ძლევისა და ჩემპიონობის დაუოკებელი სურვილის გამო არცერთი წამით არ დაფიქრებულა. ჰანტმა ირბოლა და ჩემპიონიც გახდა. ჩემპიონის მენტალიტეტი სწორედ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს ამოიცნობა. ნიდერლანდელის მეტსახელს MAD MAX-ში ერთ ასოს ხშირად ცვლიან და ცუდ ბიჭად მოიხსენიებენ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ჩემპიონის მენტალიტეტს გამარჯვებისკენ სწრაფის სურვილი, პროფესიონალიზმი, ცოტა სპორტული სითავხედე და აგრესია ქმნის.
სიგიჟე, ადრენალინი და რისკი ამ სპორტის განუყოფელი ნაწილია, მაქსი მზადაა ფორმულა 1-ის გამო სასწორის პინაზე ყველაფერი დადოს. ის ამ თვისებით სწორედ ლეგენდარულ ინგლისელს ჰგავს, რომელიც სიცოცხლით გარისკვას არ ერიდებოდა, მაგრამ ბრიტანელისგან განსხვავებით, რომლისთვისაც ერთხელ ჩემპიონობა და ნიკი ლაუდას ძლევა ეგოს დასამშვიდებლად საკმარისი გამოდგა - მას შემდეგ კი გვირგვინის შენარჩუნებაზე მეტად გართობასა და მოლხენაზე იყო ორიენტირებული - ფერსტაფენს კი დისციპლინის მოთხოვნილება და საუკეთესოთა იერარქიაში დაწინაურების უდიდესი სურვილი და მენტალიტეტი გააჩნია.
ახალ სეზონს ავსტრიული გიგანტი ისევ პრობლემებით შეხვდა. რედ ბულის ბოლიდი ნამდვილად არ არის საუკეთესო. ბრიტანელი კონსტრუქტორების დაუღალავი შრომის შედეგად მაკლარენი ერთი თავით აღემატება სხვა ბოლიდებს, ავსტრიელებს არც ფერარისთან და მერსედესთან აქვთ უპირატესობა. ჰელმუტ მარკომ ჩეკო პერესის გაშვების შემდეგ მაქსს შესაბამისი მეწყვილეც ვერ შეურჩია, რაც შესაძლოა იმის ,მანიშნებელია რომ „ხარები" სეზონის სტარტზევე შეგუებულნი არიან კონსტრუქტორთა დავაში მარცხს. ახალზელანდიელი ლიამ ლოუსონი მეტად სუსტი გამოდგა, როგორც სპორტული, ასევე ფსიქოლოგიური კუთხით და ორი რბოლის შემდეგ ის იუკი ცუნოდათი ჩაანაცვლეს. რედ ბულისგან განსხვავებით სამივე გრანდს: ფერარის, მაკლარენსა და მერსედესს დაბალანსებული დუეტი ჰყავს, მაქსი კი მარტო იბრძვის, ამიტომაც უკვე ღიად საუბრობენ მაქსის „ხარებიდან" წასვლის შესახებ.
ახალ სეზონს ავსტრიული გიგანტი ისევ პრობლემებით შეხვდა. რედ ბულის ბოლიდი ნამდვილად არ არის საუკეთესო. ბრიტანელი კონსტრუქტორების დაუღალავი შრომის შედეგად მაკლარენი ერთი თავით აღემატება სხვა ბოლიდებს, ავსტრიელებს არც ფერარისთან და მერსედესთან აქვთ უპირატესობა. ჰელმუტ მარკომ ჩეკო პერესის გაშვების შემდეგ მაქსს შესაბამისი მეწყვილეც ვერ შეურჩია, რაც შესაძლოა იმის ,მანიშნებელია რომ „ხარები" სეზონის სტარტზევე შეგუებულნი არიან კონსტრუქტორთა დავაში მარცხს. ახალზელანდიელი ლიამ ლოუსონი მეტად სუსტი გამოდგა, როგორც სპორტული, ასევე ფსიქოლოგიური კუთხით და ორი რბოლის შემდეგ ის იუკი ცუნოდათი ჩაანაცვლეს. რედ ბულისგან განსხვავებით სამივე გრანდს: ფერარის, მაკლარენსა და მერსედესს დაბალანსებული დუეტი ჰყავს, მაქსი კი მარტო იბრძვის, ამიტომაც უკვე ღიად საუბრობენ მაქსის „ხარებიდან" წასვლის შესახებ.

ჯერ არავინ იცის რა იქნება მომავალში, მაგრამ რას აპირებს მაქსი ეს სუზუკაზე ყველამ ვნახეთ. როგორც უკვე ვახსენეთ, 2025 წელს ყველაზე სწრაფი ბოლიდი მაკლარენს ჰყავს, ბრიტანელები კონკურენტებს სოლიდურად აღემატებიან, სუზუკას ტრასის კონფიგურაციიდან გამომდინარე მაკლარენი აშკარა ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ეს ყოველივე ფურცელზე დარჩა როგორც კვალიფიკაციაში, ასევე რბოლის ეტაპზე და ამაში „დამნაშავე” შეშლილი ნიდერლანდელია.
შარშანდელი ბრაზილიის გრან პრის მსგავსად, მაქსი აქაც გაბრაზებული და დამუხტული გამოვიდა, ყველას შეახსენა, რომ მისი ჩამოწერა, თუნდაც შედარებით სუსტი ბოლიდით, არ შეიძლება. იაპონიაში გამართული რბოლა მეტად მონოტონური და მოსაწყენი იყო, ტრასის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს არ გვიკვირს, მაგრამ თუ ვინმემ ეს რბოლა გაალამაზა, ადრენალინი შეიტანა და ყურებადი გახადა - სწორედ მოქმედი ჩემპიონი იყო.
„ხარებს" წელს კონსტრუქტორთა დავის მოგების იმედი დიდად არ აქვთ და მაკლარენის ან ფერარის მსგავსად მაქსი მეწყვილის იმედად იქნება, მაგრამ ფაქტი ერთია - მისი ხასიათიდან გამომდინარე მაქსი ბაჰრეინის ტრასაზეც პირველობისთვის იბრძოლებს და სეზონის ბოლომდე საჩემპიონო მარათონში დარჩება, რადგან მისი მენტალიტეტი და ხასიათი რიგ შემთხვევებში ინჟინერთა მუშაობის შედეგზე მეტია.
შეშლილი მაქსი ის კაცია, რომელმაც ლუისის მონოტონური ჩემპიონობების შემდეგ ფორმულას დაკარგული ადრენალინი დაუბრუნა. დარწმუნებული ვარ, ხანდახან მისი ჰეითერებიც წამოიმღერებენ ხოლმე - DUDUDUDU MAX VERSTAPPEN!
შეშლილი მაქსი ის კაცია, რომელმაც ლუისის მონოტონური ჩემპიონობების შემდეგ ფორმულას დაკარგული ადრენალინი დაუბრუნა. დარწმუნებული ვარ, ხანდახან მისი ჰეითერებიც წამოიმღერებენ ხოლმე - DUDUDUDU MAX VERSTAPPEN!















