ცხადია, დღევანდელი ფეხბურთი დიდწილად ბიზნესთანაა დაკავშირებული და ბიზნესში დრო ფული რომაა, ეგეც არ გახლავთ (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ) ახალი ამბავი. შესაბამისად, ზემოთხსენებულ ბიზნესმენებს მე პირადად ვერ გავამტყუნებ, როცა ისინი ყიდულობენ - მანჩესტერ სიტის, ჩელსის, ნიუკასლს და ა.შ. თუმცა, მაინც მგონია, რომ საკუთარი კლუბის დაარსებას და ისტორიის საკუთარი ხელით წერას, მაინც სხვა ეშხი და „მუღამი“ აქვს. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ხომ გერმანიაში, ლაიფციგის სახით გვყავს. კლუბი თანამედროვე ფორმით, სულ რაღაც, 2009 წელს დაარსდა და 8-წლიან შუალედში ბუნდესლიგაში თამაშის უფლებაც კი მოიპოვა. თანაც არ გეგონოთ, რომ ლაიფციგელები - „წაგება-მოგების ძმები არიან" და „მონაწილეობაც უკვე გამარჯვებაა" პრინციპით მოქმედებდნენ - არა, მათ ბევრად დიდი მიზნები აქვთ, რის შედეგშიც გამოსახვასაც აქტიურად ცდილობენ. მათ ანგარიშზე ხომ გერმანიის ორი თასი და ერთი სუპერ თასია. ამავდროულად ბუნდესლიგაშიც ორჯერ შეძლეს ვიცეჩემპიონობა. ცხადია, ეს კლუბი ერთადერთი არაა და შედარებით მცირე მასშტაბებში მსგავსი ისტორიით სხვა კლუბებიც მოიძებნებიან, მაგალითად ჩვენი მეზობლების, არმავირის ნოას გახსენება რად ღირს, რომელიც 10 წლის დაარსებულიც არაა და უკვე სომხეთის თასის, სუპერ თასისა და ევროტურნირების ჯგუფური ეტაპის საგზურის მოპოვებაც კი შეძლო.
ამ კლუბების კვალდაკვალ კი, სწორედ იმ წელს, როცა ლაიფციგმა ბუნდესლიგაში ბურთი პირველად გააგორა, საქართველოში, ქალაქ თბილისში დაარსდა ახალი კლუბი, რომელსაც თავდაპირველად დიდი რეზონანსი არ გამოუწვევია, თუმცა მათ დამაარსებლებს, ფაქტია, დიდი გეგმები ჰქონდათ. გუნდი, რომელმაც წელს ქართული ფეხბურთის ყველა მოყვარული გააოცა საკუთარი თავდადებული თამაშითა და მიღწეული შედეგით. საუბარი, ცხადია, რომ თბილისურ სპაერზე მაქვს, რომელმაც 2024 წლის 5 დეკემბერს კლუბისა და ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა, თუ როგორ და რა გზით კი ამ ყველაფერს ერთად გადავავლოთ თვალი.
საფეხბურთო კლუბ სპაერის ისტორიის ათვლა 2017 წლიდან იწყება, რეგიონული ლიგიდან დაწყებული ისტორია მოიცავს რანგით მეოთხე და მესამე ლიგასაც, რომლის 2021 წლის გათამაშებაში პირველი ადგილის მოპოვების შემდგომ კლუბმა მეორე ლიგის საგზურის მოპოვება შეძლო. გასულ ორ სეზონში სპაერი უმაღლეს ლიგაში ამოსვლასთან ძალიან ახლოს იყო და საგზური ორივეჯერ ფლეი ოფში დათმო - ჯერ გაგრასთან, შარშან კი თელავთან. აღნიშნული სეზონის წინ ცხადი იყო, რომ კლუბი კიდევ ერთხელ იქნებოდა ელიტაში ამოსვლისთვის მებრძოლთა მთავარ ფავორიტებს შორის. რაც შეეხება თასს, აქ კლუბს თამაში დიდად არასდროს გამოსდიოდა და წინა ექვს გათამაშებაში მათი მაქსიმუმ 1/8 ფინალი გახლდათ. შესაბამისად, წელს დავით ყიფიანის სახელობის ტურნირზე მათგან რაიმე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგს, ალბათ, არავინ ელოდა. თუმცა, ფეხბურთი, რომ ფურცელზე დაწერილი სპორტი არაა და მას თან ბევრი მოულოდნელობა ახლავს, ამის მაგალითი სწორედ სპაერის წლევანდელი სეზონი გახლავთ. თბილისელებმა შიდა ჩემპიონატში წელს არც თუ ისე დამაჯერებელი და სტაბილური თამაში აჩვენეს, თუმცა თასზე მოთამაშე სპაერი თითქოს სულ სხვა გუნდად გარდაისახებოდა ხოლმე.

სპაერის ისტორიული სვლა 2024 წლის 20 ივნისს, ქალაქ ფოთში დაიწყო, როცა ადგილობრივმა კოლხეთმა ანზორ კიღურაძის დამოძღვრილი გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალის სათამაშოდ მიიღო. მატჩმა საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა, ორივე მხარემ გოლები გაცვალა, სპაერის ფორვარდის - გიორგი ცეცხლაძის გოლს მასპინძლებიდან ზურაბ ლატარიამ უპასუხა, მატჩში წერტილი კი 90 წუთს წამატებულ პირველ წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა ნიკა ჩაგუნავამ დასვა და საკუთარ გუნდს გამარჯვება დრამატული ფინიშის ფონზე მოაპოვებინა, რაც გუნდს აშკარად ტურნირის ბოლომდე დაებედა. ისე, გუნდში ორი ცეცხლაძეა, ორივე ფორვარდი და ორივე გიორგი, ამიტომ მკითხველის დაბნეულობა, რომ არ გამოვიწვიოთ, ვთქვათ, რომ ამ მატჩში გოლი გიორგი ა. ცეცხლაძემ გაიტანა ან თუ ნომრით უფრო გამარტივდება - 9 ნომერმა გიორგი ცეცხლაძემ. მეორე, გიორგი დ. ცეცხლაძე კი გუნდის მე-11 ნომერია. სპაერს 1/8 ფინალში 2 წლის წინ ლამის ისტორიის დამწერი გუნდი - ლოკომოტივი 2 შეხვდა, რომელთანაც გუნდმა მატჩი 28 ივლისს გამართა, კვლავ გასვლაზე და კვლავაც მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. გოლის ავტორად კი კვლავ გიორგი ა. ცეცხლაძე მოგვევლინა, რომელმაც გამარჯვების გოლი 38-ე წუთზე შეაგდო.
გუნდმა საკუთარი მაქსიმუმი აჩვენა და თასის 1/4 ფინალში თამაშის უფლება დაიბევა. ეს მათი მაქსიმუმი იქნებოდა?! ვფიქრობ, რომ მომავალი მეტოქის გაგების შემდეგ სპაერის მოთამაშეების მოტივაცია ერთი-ორად ამაღლდა, მათი მეტოქე ხომ შარშანდელი Villain - თელავი გახლდათ. უაღრესად სანახაობრივ შეხვედრაში თბილისელებმა მატჩი მართლაც უდიდესი შემართებით დაიწყეს და ტაიმის ბოლოს მათ სასარგებლოდ ტაბლოზე 4-0 ენთო! გიორგი ა. ცეცხლაძის დუბლს გიორგი გრიგალაშვილმა და ნიკა ჩაგუნავამ თითო ბურთი დაუმატეს და თითქოს მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. თუმცა კახელები მეორე ტაიმში საბრძოლველად გამოვიდნენ, რამაც გარკვეული შედეგი გამოიღო და სტუმარმა გუნდმა მე-60 წუთზე პენალტის დარტყმის უფლებაც მიიღო. ბურთთან სერბი ლეგიონერი დეიან გეორგიევიჩი მივიდა, თუმცა მას მასპინძელთა მეკარემ და იმ მატჩში კაპიტანმა ბახვა ფუტკარაძემ კუთხე გამოუცნო და პენალტიც მოიგერია, მაგრამ გამოვარდნილ ბურთზე პირველი თელაველთა კიდევ ერთი ლეგიონერი ფერნანდეს პერალტა აღმოჩნდა, ამ უკანასკნელზე კი წინა მომენტის გმირი დაჯარიმდა და მსაჯმა ხელი ისევ პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა. ბურთთან ამჯერად თელაველთა კაპიტანი ანტონ თოლორდავა მივიდა და მისი დარტყმულის შემდგომ ფუტკარაძის კარის ბადე შიგნიდანაც შეირხა. მატჩის 76-ე წუთზე ანტონმა დუბლი გაიფორმა, რასაც მატჩის ბოლოსკენ გიგა სამხარაძის ავტოგოლიც დაემატა. საკმაოდ დაძაბულ მატჩში გამარჯვება მაინც სპაერს დარჩა, 4-3.
გუნდს 1/2 ფინალში კიდევ ერთი უმაღლესლიგელი, ამჯერად გაგრა დაუწყვილდა. მატჩმა ტრადიციულად არ ჩაიარა დაძაბულობისა და გიორგი ა. ცეცხლაძის გოლის გარეშე, რომელმაც გიორგი ხარებაშვილის გატანილ გოლს პენალტით უპასუხა, დამატებით ტაიმებში კი საერთოდაც საბა გეგიაძის გოლის დამსახურებით, სპაერმა მატჩში წინ გასვლაც კი შეძლო. თითქოს დამატებითი ტაიმები მასპინძელთა კარნახით სრულდებოდა, თუმცა მატჩის 120-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს არეულობა მოჰყვა, რომელიც სტუმართა დარტყმით დასრულდა, კარის ხაზზე მდგომ გიორგი გრიგალაშვილს კი სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ ლუის სუარესისთვის მიებაძა და ბურთი კარის ხაზიდან ხელის დახმარებით გამოეტანა. ასამოა ჯანისგან განსხვავებით, გაგრელთა ცხრა ნომერმა - გიორგი ლომთაძემ შეძლო კონცენტრაციის სრულად მოკრება და გატანილი თერთმეტმეტრიანით მატჩი პენალტების სერიამდე მიიყვანა. ჯერი მეორე რევანშზე გახლდათ, რადგან 2022 წლის ფლეი ოფში ხომ გახსოვთ ვინ დაამარცხა სპაერი ეროვნული ლიგის საგზურის ბრძოლაში?! - გაგრამ. რა გზით?! დიახ, სწორად მიმიხვდით, პენალტებით. მატჩში პირველი 4-4 პენალტი ორივე გუნდმა ზუსტად შეასრულა, მეხუთე პენალტის შესასრულებლად ჭაბუკი ლაბაძე მივიდა, რომლის დარტყმული გაგრას მეკარე ვორობეიმ მოიგერია. ახლა ჯერი ფუტკარაძეზე იყო, თუ იგი პენალტს აიღებდა, სპაერი თამაშში რჩებოდა. ბურთთან ლევან გეგეჭკორი მივიდა და მისი დარტყმული ფუტკარაძემ აიღო! პენალტების სერიაში სტატუს ქუო აღდგენილი იყო. ბურთთან გიგა ბექაძე მივიდა და გაიტანა! გაგრელთა რიგებში ბურთისკენ კამერუნელი ლეგიონერი სირილ ჩამბა დაიძრა, რომელმაც ძალა ვერ მოზომა და ბურთი კარის ხარიხას გადააცილა, რამაც სპაერს ისტორიული ფინალის კარიბჭეც გაუხსნა.

2024 წლის 5 დეკემბერს დავით ყიფიანის თასის ფინალში თბილისური დერბი შედგა. სპაერის წინააღმდეგ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი - თბილისის დინამო წარდგა. თანაც, დინამოსთვის თასს წელს ხომ ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა, გუნდმა შიდა ჩემპიონატის გზით ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვა, ერთადერთ შესაძლებლობად კი თასის მოგება რჩებოდათ. შესაბამისად, მოტივაცია ორივე კლუბისგან უმაღლესი გახლდათ. მატჩში ანგარიში სპაერმა გახსნა, ამჯერადაც გიორგიმ, ამჯერადაც ცეცხლაძემ, თუმცა მე-11 ნომერმა. დინამო თბილისმა წნეხი მეტოქეზე ამის შემდეგ კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა გოლი მეტოქის კარში არ გადიოდა. მიუხედავად ამისა, დინამოელები არ ნებდებოდნენ და ამან შედეგიც გამოიღო, 4-წუთიან მონაკვეთში სპაერის კარი ჯერ მათე ვაწაძემ აიღო, შემდეგ კი საბა ხვადაგიანმა.

ჩვენ კი, სხვა რა დაგვრჩენია, იმის გარდა, რომ მივულოცოთ თბილისურ გუნდს ეს უდიდესი გამარჯვება და მადლობა გადავუხადოთ იმის გამო, რომ ფეხბურთის სილამაზე კიდევ ერთხელ საკუთარი მხრიდანაც დაგვანახეს და შემოგვთავაზეს, გვაჩვენეს ბოლომდე ბრძოლის, თავგანწირვისა და მტკიცე ხასიათის მაგალითი. თანაც, სპაერის პროექტში, ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა ის, რომ გუნდს არცერთი ლეგიონერი არ ჰყავს და ის მთლიანად ქართული პროექტია. პროექტი, რომელიც 2025/26 წლების სეზონის კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, როგორც თასის გამარჯვებული. ცხადია, მისია ურთულესია, თუმცა იქნებ ანზორ კიღურაძე და მისი ბიჭები კიდევ ერთ სასწაულს გვიმზადებენ?! - ამის დიდი იმედი მაქვს, თუმცა იქამდე დიდი დროა, სპაერს კი წინ მეორე ლიგის ერთი მატჩი და მომდევნო სეზონში საქართველოს სუპერ თასის გათამაშება ელოდება. წინ დიდი გეგმებია, პირველი დიდი ტიტული კი უკვე ადგილზეა.

თითქოს ამით სპაერის ოცნებაც სრულდებოდა. მაგრამ მატჩის 88-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე ბურთი ნიკა ჩაგუნავამ მიიღო, გოლის ავტორი გიორგი ცეცხლაძე კარგად შეამჩნია, რომელმაც ტანის მოხდენილი მოძრაობით მეტოქე მარტივად ჩამოიშორა და ცარიელი კარის წინ მდგომ საბა გეგიაძეს საგოლედაც უპასა. სპაერი მატჩში დაბრუნდა და ტიტულისკენ დაუჯერებელ სვლასაც ფრთხები ახლიდან შეასხა. დამატებითმა ტაიმებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და სპაერი პენალტების სერიას კიდევ ერთხელ მიადგა. მატჩში 5-5 პენალტის დარტყმის შემდგომ ანგარიში 4-4 გახლდათ, დინამოელთაგან პენალტი ლევან ოსიყმაშვილმა, ხოლო სპაერისგან კი ნიკა კენჭაძემ ვერ გამოიყენა. მეექვსე პენალტის დასარტყმელად ლევან ბარაბაძე მივიდა, რომელსაც ეყო ნერვები და ასეთ გადამწყვეტ მომენტში პანენკა შეასრულა და გუნდი წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა. დინამოელთაგან პენალტის დარტყმის ვალდებულება ამჯერად ნიკოლოზ უგრეხელიძემ აიღო, რომელმაც ბურთი მეკარისგან დაბალ მარჯვენა კუთხეში გაუშვა, თუმცა ამავე მიმართულებით დაიძრა ბახვა ფუტკარაძეც და უგრეხელიძის დარტყმული მოიგერია. სპაერმა ისტორია დაწერა და საქართველოს თასის ფინალი მოიგო, გუნდმა ტიტულისაკენ ზღაპრული სვლა ზღვაპრულადვე დაასრულა და გახდა ერთადერთი გუნდი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც შეძლო და რანგით მეორე ლიგიდან შეძლო თასის მოპოვება.

ჩვენ კი, სხვა რა დაგვრჩენია, იმის გარდა, რომ მივულოცოთ თბილისურ გუნდს ეს უდიდესი გამარჯვება და მადლობა გადავუხადოთ იმის გამო, რომ ფეხბურთის სილამაზე კიდევ ერთხელ საკუთარი მხრიდანაც დაგვანახეს და შემოგვთავაზეს, გვაჩვენეს ბოლომდე ბრძოლის, თავგანწირვისა და მტკიცე ხასიათის მაგალითი. თანაც, სპაერის პროექტში, ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა ის, რომ გუნდს არცერთი ლეგიონერი არ ჰყავს და ის მთლიანად ქართული პროექტია. პროექტი, რომელიც 2025/26 წლების სეზონის კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, როგორც თასის გამარჯვებული. ცხადია, მისია ურთულესია, თუმცა იქნებ ანზორ კიღურაძე და მისი ბიჭები კიდევ ერთ სასწაულს გვიმზადებენ?! - ამის დიდი იმედი მაქვს, თუმცა იქამდე დიდი დროა, სპაერს კი წინ მეორე ლიგის ერთი მატჩი და მომდევნო სეზონში საქართველოს სუპერ თასის გათამაშება ელოდება. წინ დიდი გეგმებია, პირველი დიდი ტიტული კი უკვე ადგილზეა.
ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ©