
ესპანეთი-იტალია 0:0 (პენ. 4:2), ევრო 2008, 1/4 ფინალი
ესპანეთისთვის ტრიუმფალური ტურნირი, გზად კი პენალტების სერიაში იტალია იქნა დამარცხებული. უგოლო 120 წუთის შემდეგ, თერთმეტმეტრიანების სერიაში მოგებული გამოვიდა "ფურია როხა", რომელმაც ზუსტად 4 დარტყმა შეასრულა. "სკუადრა აძურადან" იღბალმა უმტყუნა დანიელე დე როსისა და ტოტო დი ნატალეს, რის შედეგადაც 1/2 ფინალში სწორედ "წითლები" გავიდნენ.

ესპანეთი-იტალია 1:1, ევრო 2012, ჯგუფური ეტაპი
აღნიშნულ ტურნირზე ეს ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. პირველი თამაში იყო ჯგუფში, რომელიც დამთავრდა ფრედ, 1:1. ანტონიო დი ნატალეს გოლს ზუსტად 3 წუთში სესკ ფაბრეგასმა უპასუხა. ჯგუფიდან გასვლა მოახერხა ორივე გუნდმა, ევრო 2012-ის დასკვნით ფაზაში კი მათ კიდევ ერთი მატჩი ელოდათ.

ესპანეთი-იტალია 4:0, ევრო 2012, ფინალი
შეხვედრა, რომელმაც განამტკიცა ესპანეთის დომინირება მთელ დანარჩენ მსოფლიოზე. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, "ფურია როხამ" თავის კოლექციას ევრო 2012-ის ტიტულიც მიამატა. ტურნირის დასკვნით მატჩში, მსოფლიოს იმდროინდელმა საუკეთესო ნაკრებმა კარგად ნაცნობი იტალია გაანადგურა.

იტალია-ესპანეთი 2:0, ევრო 2016, 1/8 ფინალი
ძველი მეგობრების კიდევ ერთი შეხვედრა ევროპის ჩემპიონატზე. ამჯერად უფრო წინ იტალია გავიდა, რომელსაც ესპანეთმა ვერაფერი მოუხერხა. ანგარიში გახსნა ჯორჯი კიელინიმ, გრაციანო პელემ კი საბოლოო წერტილი დასვა. ევრო 2012-ის ფინალში განადგურების შემდეგ, "სკუადრა აძურამ" შეიძლება ითქვას, რომ გული იჯერა, მაგრამ ცხადია, სრულფასოვანი რევანში ეს არ იყო.

იტალია-ესპანეთი 1:1 (პენ. 4:2), ევრო 2020, 1/2 ფინალი
ამჯერად იტალიის ჩემპიონობით დასრულებული ტურნირი, სადაც ბოლოსწინა შეხვედრა სწორედ ესპანეთთან იყო. ფედერიკო კიეზასა და ალვარო მორატას ბურთების შემდეგ, გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა. დაინიშნა 11-მეტრიანები, სადაც იღბალი ამჯერად "სკუადრა აძურას" მხარეს იყო. ცნობისთვის, პირველი პენალტი სწორედ "ლურჯებმა" გააფუჭეს.

















