"ჯვაროსნების" კარი აიღეს ჟოაო მოუტინიომ და სიმაო საბროსამ, რომლებიც დღეს, პირენეელთა გუნდის წევრები აღარ არიან. გავიხსენოთ ის შეხვედრა და მოთამაშეები, რომლებიც დიდ ფეხბურთს დღემდე შემორჩნენ. ცნობისთვის, ლუზიტანების რიგებში ახლაც არის ორი ისეთი შემსრულებელი, რომელიც ჩვენს ნაკრებს 16 წლის წინ ეთამაშა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო - გიორგი ლორია, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, უჩა ლობჟანიძე, გიორგი ნავალოვსკი, ლევან ცქიტიშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, ლევან კობიაშვილი, ლევან ყენია, ალექსანდრე იაშვილი, რატი ალექსიძე. "ჯვაროსნების" დამრიგებელი პეტარ სეგრტი იყო, რომელსაც კლაუს ტოპმიოლერის წასვლის შემდეგ, გუნდი დროებით ჰყავდა ჩაბარებული.
სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდნენ დავით მუჯირი, ბექა გოცირიძე, დავით დევდარიანი, ირაკლი კლიმიაშვილი, ამირან სანაია, რევაზ ბარაბაძე, გიორგი მერებაშვილი. ასევე სკამზე იყვნენ გიორგი ლომაია, გიორგი მაკარიძე, გიორგი ხიდეშელი, ალექსანდრე კვახაძე და დავით კვირკველია. როგორც ვხედავთ, ჩვენი გუნდის იმდროინდელი შემადგენლობიდან მხოლოდ ლორია არის შემორჩენილი.

"თეთრ-წითლების" ძირითად შემადგენლობაში არის გიორგი მამარდაშვილი, თბილისის დინამოს მეკარე კი სათადარიგოთა სკამზე იქნება. ასევე საინტერესოა ხიზანიშვილის ფაქტორიც, 16 წლის წინ გამართულ მატჩში ის იყო გუნდის კაპიტანი, დღეს კი ვილი სანიოლის ასისტენტია.
რაც შეეხება პორტუგალიის იმდროინდელ შემადგენლობას - რიკარდო პერეირა, რიკარდო კარვალიო, კეპლერ პეპე, პაულო ფერეირა, ჟოზე ბოსინგვა, არმანდო პეტიტი, ჟოაო მოუტინიო, დეკუ დე სოუზა, კრიშტიანუ რონალდუ, სიმაო საბროსა, ნუნო გომეში. "ევროპელ ბრაზილიელებს" ლუიშ ფელიპე სკოლარი ხელმძღვანელობდა.
როგორც ვხედავთ, ის შემორჩენილი ფეხბურთელები არიან რონალდუ და პეპე, რომლებიც უდიდესი ალბათობით, დღესაც ითამაშებენ. ბოლოს კი კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: სანიოლს კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ ნათამაშები აქვს ფეხბურთელის რანგში, 2006 წლის მუნდიალზე, დღეს კი ის არის დამრიგებელი, რომლის გუნდი პორტუგალიელი ფორვარდის შეჩერებას ეცდება.


















