პარიზში გამართულ ზაფხულის XVII პარალიმპიურ თამაშებზე 14-მა ქართველმა პაარასპორტსმენმა იასპარეზა და ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
პარაოლიმპიური თამაშების პირველივე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს დელეგაციის ყველაზე პატარა წევრმა, 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ საქართველოს მედალი მოუტანა.
ბრინჯაოს მედლისთვის გამაწყვეტ შეხვედრაში - 52 კგ. კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ეგვიპტელ სალმა ალი აბდ ალ მონემ ჰასანს დაუპირისპირდა, ანა ჯაფარიძე გამარჯვებული გახდა და ჩვენს ქვეყანას პარალიმპიადებზე პირველი ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

2 სექტემბერს, პარიზში, სტად დე ფრანსზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა, თუმცა ისტორიულ გამარჯვებამდე იყო ბრძოლა სპორტულ მოედანზე და ბრძოლა შედეგის აღიარებისთვის.
პარამძლეოსანმა, გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში (F53) 9.66 მეტრი დააფიქსირა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ჩემპიონი გახდა, თუმცა ირანელთა და მოროკოელთა პროტესტი, ვიდეო განხილვის შემდეგ, მსაჯებმა დააკმაყოფილეს და ქართველის მხრიდან წესების დარღვევა დაადგინეს, რასაც საქართველოს დელეგაციის პროტესტი მოჰყვა და ხელახალი განხილვის შემდეგ, გიგას ჩემპიონობა და რეკორდი დაუბრუნეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში მედალი პირველად მოიპოვა.
პარამძლეოსანმა, გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში (F53) 9.66 მეტრი დააფიქსირა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ჩემპიონი გახდა, თუმცა ირანელთა და მოროკოელთა პროტესტი, ვიდეო განხილვის შემდეგ, მსაჯებმა დააკმაყოფილეს და ქართველის მხრიდან წესების დარღვევა დაადგინეს, რასაც საქართველოს დელეგაციის პროტესტი მოჰყვა და ხელახალი განხილვის შემდეგ, გიგას ჩემპიონობა და რეკორდი დაუბრუნეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში მედალი პირველად მოიპოვა.

პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ნინა თიბილაშვილმა ეტლით ფარიკაობაში (ხმალი - A კატეგორია) საქართველოს მესამე მედალი მოუტანა.
ქართველმა ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ფრანგი ბრიანა ვიდი 15:11 დაამარცხა და პარალიმპიადებზე მეორე მედალი მოიპოვა. ცნობისთვის, ტოკიო 2020-ზე ნინამ ვერცხლი დაისაკუთრა.
პარიზში ვერცხლის მედალი მოიპოვა ვლადიმერ ჭინჭარაულმა 50 მეტრზე პნევმატური შაშხანიდან სროლაში (R9 კატეგორია).
დაძაბულ ფინალში ქართველი თავდაპირველად ლიდერობდა, შემდეგ მესამე პოზიციაზეც გადავიდა, საბოლოოდ კი 248,2 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მოიპოვა ქართველმა პარასროლაში პარალიმპიურ თამაშებზე მედალი.
პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე 4 მედალი მოიპოვეს ქართველმა ძიუდოისტებმა.
პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე 4 მედალი მოიპოვეს ქართველმა ძიუდოისტებმა.
ძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა (-60 კგ. კატეგორია J2) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. დაძაბულ ფინალში ქართველმა უზბეკ შერდოზ ნამოზოვთან წააგო.

6 სექტემბერს საქართველოს პარალიმპიურმა დელეგაციამ 2 მედალი პარაძიუდოში მოიპოვა და ორივე მედალი ჩვენს ქვეყანას ერთი ოჯახის წარმომადგენლებმა მოუტანეს. ცოლ-ქმარმა, ინა და გიორგი ქალდანემბა ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ინა ქალდანმა (J2 – 70 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ყაზახ აიალა მერეკს მოუგო. გიორგი ქალდანმა (J2 – 73 კგ.) ფინალში იაპონელ სეტოსთან ორი ვაზარით წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
პარალიმპიურ თამაშებზე კარიერაში მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ (J2 კატეგორია, +90 კგ).
ქართველი გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ იბრაჰიმ ბოლუკბაშისთან, ვაზარით წააგო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პარიზის პარალიმპიური თამაშების დასკვნით დღეს საქართველოს მე-9 მედალი პარაძალოსანმა აკაკი ჯინჭარაძემ (+107კგ.) მოუტანა. აკაკიმ 250 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ქართველ პარალიმპიელებს 2028 წელს ლოს-ანჯელესის პარალიმპიურ თამაშებზე ახალი გამოწვევა ელით, 9 მედალი საქართველოს პარასპორტის ისტორიაში რეკორდული რაოდენობაა, აშშ-ში ქართველი პარალიმპიელები არსებული რეკორდის გასაუმჯობესებლად იბრძოლებენ.





















