"აძურის" ლეგენდის წასვლის შემდეგ კლუბის ისტორიაში არაერთი გამორჩეული ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ის შვიდი წელი ვერავინ და ვერაფერმა დაჩრდილა. რაც შეეხება "ფეხბურთის უგვირგვინო მეფის" პრეზენტაციას, ის საღამო თითქოს არც დასრულებულა, დაუსრულებლად გრძელდება. მან მიმართა პუბლიკას, ბურთი ააგდო 8-ჯერ და ხელები ცაში ასწია, დანარჩენი კი უკვე ისტორიაა.
ლეგენდარული ათიანის "ლურჯებში" გადმოსვლა ოდისევსის სახლში დაბრუნებას ჰგავდა, თუმცა ჰომეროსის პერსონაჟების ნაცვლად, იყო ბარსელონა, სადაც ყველა და ყველაფერი მის წინააღმდეგ მოქმედებდა. მარადონამ სან-პაოლოზე ის სიყვარული მიიღო, რომელიც მას კატალონიაში არ მიუღია. კლუბის ქომაგები კი შეხვდნენ საკულტო მოთამაშეს, რომელიც ნაპოლის ისტორიაში სამუდამოდ დარჩა.

არგენტინელი შემტევის გაფორმებას იდეის დონეზე განიხილავდნენ იმდროინდელი უძლიერესი ლიგის, სერია ა-ს მთავარი გრანდებიც, თუმცა მათ 3 ფაქტორი აბრკოლებდათ: ფეხბურთელის ტრავმები, მისი ფეთქებადი ხასიათი და უმკაცრესი ლიმიტი ლეგიონერებზე, რომელიც იმ დროს კალჩოში იყო დამკვიდრებული.
ორ უცხოელზე მეტი იტალიურ გუნდში ვერ ითამაშებდა და ამ მხრივ სერია ა-ს ტოპ გუნდები უკვე დაკომპლექტებულები იყვნენ. საბოლოოდ, ყველას "პარტენოპეიმ" აჯობა, რომელმაც ლეგიონერებზე გათვლილი ვაკანტური ადგილიც შეავსო და "ბლაუგრანას" პრეზიდენტის ფინანსური მოთხოვნაც დააკმაყოფილა.

"აძურის" დიეგოს გაფორმება რეკორდული, 14 მილიარდი ლირა, დაუჯდა, რაც 7.6 მილიონი დოლარის ექვივალენტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ "ლურჯები" ტიტულების მომგები გუნდი არ ყოფილან, ფულის ხარჯვის პრობლემა ნამდვილად არ ჰქონიათ, ეს ყველაფერი კი აკილე ლაუროსა და კორადო ფერლაინოს დამსახურებით, რომლებიც კლუბის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს ფინანსებს არ იშურებდნენ.
რა მოხდა შემდეგ, ეს უკვე ზღაპარია. სან-პაულოს ბინადრების შემტევმა ოთხი წლის შუალედში სკუდეტო თავის გუნდს ორჯერ მოაგებინა. დანარჩენი სამყაროსთვის თუ ის "ფეხბურთის უგვირგვინო მეფეა", ნეაპოლში მან ფეხბურთის ღმერთის სტატუსი მოიპოვა, თანაც მარადიულად. მართალია, არც იტალიურ კარიერას ჩაუვლია სირთულეების გარეშე, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...