გიორგი ჩაკვეტაძე - მილუოლი 2:3 უოტფორდი (ჩემპიონშიფი 10/08/2024)
ჩემპიონშიფის ახალი სეზონის პირველ ტურში ჩაკვეტაძემ ულამაზესი ჯარიმა შემოგვთავაზა, უოტფორდმა კი ამ შეხვედრაში იმარჯვა. მისი გუნდი მინიმალური ანგარიშით იგებდა, როცა გიორგიმ თავისი ულამაზესი დარტყმით სხვაობა 2-მდე გაზარდა. მოგვიანებით, მილუოლმა გაათანაბრა, მაგრამ საერთო ჯამში, ყველაფერი მაინც "ყვითლების" მოგებით დასრულდა.
თემურ ქეცბაია - ვულვერჰემპტონი 1:1 შეფილდი (ჩემპიონშიფი 13/08/2000)
ჯარიმა, რომელსაც ინგლისურ ფეხბურთში დღემდე იხსენებენ. კრეატიულად გათამაშების შემდეგ, დარტყმა შეასრულა ქეცბაიამ, რომელმაც შეფილდის მეკარე უბრალოდ უშანსოდ დატოვა. თემური იმ დროს თამაშობდა ვულვერჰემპტონში, აღნიშნული მატჩი კი ჩემპიონშიფში გაიმართა.
გიორგი ქინქლაძე - მანჩესტერ სიტი 6:0 სუინდონი (ინგლისის პირველი დივიზიონი 27/09/1997)
კიდევ ერთი ქართული ჯარიმა ჩემპიონშიფიდან, რომელსაც იმ დროს ჯერ კიდევ პირველი დივიზიონი ერქვა. სიტიმ სეზონის სტარტზე სუინდონი გაანადგურა, ყველაფერი კი ქინქლაძის ჯარიმით დაიწყო. მატჩის მე-7 წუთზე დანიშნული სტანდარტი ლეგენდარულმა გამთამაშებელმა გოლად აქცია.
ლევან კობიაშვილი - ფრაიბურგი 1:2 ბაიერნი (ბუნდესლიგა 12/04/2000)
კობიაშვილს გოლი გაუტანია ოლივერ კანის კარში, როგორც ფრაიბურგის, ისე გელზენკირხენის ფეხბურთელის რანგში. დღეს, გავიხსენებთ პირველ შემთხვევას, როდესაც ლევანმა ოლივერს ჯარიმიდან გაუტანა. მართალია, ანგარიში "არწივებმა" გახსნეს, მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ მაინც ბაიერნის მოგებით დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელია - ფიორენტინა 2:2 ნაპოლი (სერია ა 17/05/2024)
ნაპოლისთვის შარშანდელი სეზონი წარუმატებელი გამოდგა, რასაც ვერ ვიტყვით კვარაცხელიაზე, რომელმაც 11 გატანილი გოლით დაგვამახსოვრა თავი. ერთ-ერთი ბურთი ხვიჩამ გაუტანა ფიორენტინას, თანაც ულამაზესი ჯარიმით.

















