გიორგი ბაშარული
დაბადების თარიღი - 26 მაისი, 2008 წელისიმაღლე: 1.87 მეტრი
პოზიცია: მეკარე
კლუბი - დინამო თბილისის აკადემია
გიორგი ბაშარული 17 წლის ფეხბურთელია, რომელიც დინამო თბილისის აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და იმედისმომცემ მეკარედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. მიუხედავად მისი ასაკისა, ბაშარული მოედანზე გამორჩეული თავდაჯერებულობითა და სიმშვიდით გამოირჩევა. გიორგი სიმაღლე 1.87 მეტრია, რაც მას რიგ ეპიზოდებში საკმაოდ დიდ უპირატესობას აძლევს.
კლუბი - დინამო თბილისის აკადემია
გიორგი ბაშარული 17 წლის ფეხბურთელია, რომელიც დინამო თბილისის აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და იმედისმომცემ მეკარედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. მიუხედავად მისი ასაკისა, ბაშარული მოედანზე გამორჩეული თავდაჯერებულობითა და სიმშვიდით გამოირჩევა. გიორგი სიმაღლე 1.87 მეტრია, რაც მას რიგ ეპიზოდებში საკმაოდ დიდ უპირატესობას აძლევს.
ბაშარულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისება კარის ხაზზე გამორჩეული თამაშია. ის სწრაფი რეფლექსებისა და სწორი პოზიციური თამაშის ნაზავის ფონზე პრაქტიკულად აუღებელ ციხესიმაგრეს ემსგავსება. სწორი პოზიციური თამაში ბაშარულს სტანდარტული სიტუაციების დროს სიმშვიდის შენარჩუნებასა და მთელი შეხვედრის განმავლობაში თანაგუნდელებთანაც მუდმივ კომუნიკაციაში ეხმარება. გიორგი საკმაოდ კარგად თამაშობს გამოსვლებზეც და როდესაც შემტევთან ერთი ერთზე რჩება სწორად შერჩეული პოზიციის გამო, პრაქტიკულად, ყოველთვის ახერხებს მისთვის დასარტყმელი კუთხის შემცირებასა და საკუთარი გუნდის კარის გადარჩენას.
დინამო თბილისის ასაკობრივ გუნდში, რომელშიც ბაშარული თამაშობს, საკმაოდ ჯანსაღი და მეგობრული ურთიერთობაა. შედეგად, მეკარეს, როგორც ერთგვარ გუნდის თვალს, მატჩის მიმდინარეობისას მუდმივად აქვს კომუნიკაცია თანაგუნდელებთან და მათ სტანდარტული სიტუაციების ან სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდების განმავლობაში სწორ მითითებებს აძლევს.

გიორგი ბაშარულს თანამედროვე მეკარისთვის აუცილებელი ფეხით თამაშის კომპონენტი საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს განვითარებული, ძალიან ხშირად თამაშში ბურთი გიორგის მოკლე ან გრძელი გადაცემებით შეჰყავს და გუნდის შეტევებს ასე იწყებს. ფეხით კარგი თამაში მას მეტოქე გუნდის მაღალი პრესინგის დროს წნეხისგან ათავისუფლებს, შეცდომებს პრაქტიკულად არ უშვებს და შეტევის ორგანიზებას ჩვეულ სიმშვიდით ახერხებს.
გიორგი ფეხბურთისადმი დიდი სიყვარულით და პროფესიონალური დამოკიდებულებით გამოირჩევა, სწორედ ამით შეიძლება ავხსნათ ის ფაქტი, რომ გიორგი დინამო თბილისის აკადემიასთან ერთად GeoKeepers-ში, საქართველოში მოქმედ მეკარეების მოსამზადებელ ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრშიც ვარჯიშობს, სადაც კონკრეტულად მასზე მორგებული საწვრთნელი პროგრამით ხელმძღვანელობს და სხვადასხვა სათამაშო კომპონენტებს კიდევ უფრო ავითარებს.

მინდა იმედი დავიტოვო, რომ გიორგი პროგრესს გააგრძელებს და მისი სახით როგორც დინამო თბილისს, ასევე საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც კიდევ ერთი წარმატებული მეკარე ეყოლება, რომელიც საკლუბო და სანაკრებო დონეზე ქართველი გულშემატკივრების იმედების გამართლებას შეძლებს.
ავტორი: ცოტნე ბელთაძე















