პრობლემა - მძიმე სეზონის გაკვეთილები
შარშანდელი სეზონი ჩემპიონი ნაპოლისთვის ძალიან წარუმატებელი გამოდგა. გუნდმა ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა, დიდად თავი ვერც სათასო დაპირისპირებებზე გამოიჩინა და საბოლოო ჯამში, ამ სეზონისთვისაც ევროტურნირებს მიღმა დარჩა. ცხადია, ასეთ წარუმატებლობას ჩემპიონი ნაპოლისგან ბევრი ვერ ივარაუდებდა, თუნდაც იმიტომ, რომ გუნდმა მოახერხა და შეინარჩუნა სკუდეტოს ორი მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის სახით. სანამ უშუალოდ აღვწერდეთ კონტეს გეგმებს ნაპოლისთან დაკავშირებით, საჭიროა გავიაზროთ ის, თუ რა პრობლემებს აწყდებოდა ნეაპოლური გუნდი გასული სეზონის განმავლობაში.
ერთი სეზონი - სამი მწვრთნელი
პირველ რიგში, უმთავრესი პრობლემა იყო მწვრთნელების ძალიან ხშირი ცვლილება. ლუჩიანო სპალეტის წასვლის შემდეგ, ნაპოლიმ მისი სათამაშო სტილის იდენტობად გადაქცევა სცადა. გადაწყვიტა არ შეეცვალა ის, რასაც მისტერ სპალეტი ქადაგებს, ანუ ბურთის ფლობა, სწორი კონტრპრესინგი და ამოწეული დაცვის ხაზით თამაში, 4-3-3/4-2-3-1-ის ჰიბრიდული სქემით. აქედან გამომდინარე, ერთი შეხედვით, რუდი გარსია ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ცუდი არჩევანი, თუმცაღა გარდა ტაქტიკური ასპექტებისა, მენტალურად აშკარად რთული იყო დამღლელი და ამაღელვებელი წინა სეზონის შემდგომ, რაიმე სახით ახალი მუხტი და მოტივაცია მიეღოთ ნაპოლის ფეხბურთელებს. რუდი გარსიას საკმაოდ წარუმატებელი მოღვაწეობის შემდეგ, ნაპოლის შედეგები ასეთი გახლდათ - 1.75 გოლი საშუალოდ თამაშში, მოგებათა 50%-იანი მაჩვენებელი, 1.88 გატანილი და გაშვებული 1.13, რაც ულაპარაკოდ, ცუდი სტატისტიკაა. ამ მხრივ, დიდი პროგრესი ვერც ვალტერ მაძარის პერიოდში შეინიშნებოდა, პირიქით, ნაპოლის რეგრესი სახეზე იყო. მიუხედავად სათამაშო ფილოსოფიის რადიკალური ცვლილებისა, საშუალოდ 35.29% მოგებული თამაშებისა, 1.24 აღებული ქულა, 0.94 გოლი და გაშვებული 1.41 ნამდვილად ვერ ჩაითვლება სწორ ცვლილებად. შემდგომ, კვლავ შუა სეზონში, ნაპოლიმ სცადა ისევ პოზიცურ და ბურთის ფლობაზე ორიენტირებულ ფეხბურთს დაბრუნებოდა და გუნდი ფრანჩესკო კალცონას ჩააბარა, რომელმაც სიტუაცია გარკვეულწილად გამოასწორა, განსაკუთრებით გატანილი გოლების ასპექტში: 1.64-მდე ასწია სტატისტიკა საშუალოდ თამაშში, მაგრამ გაშვებული ბურთების მაჩვენებელი კვლავ აღემატებოდა 1-ს (1.28), ასევე მოგებათა 28%-იც ვერ იქნება საამაყო ამბავი. მწვრთნელთა ცვლალებადობა ჩემი ხედვით, არ იყო მხოლოდ ცალკეული პრობლემა, არამედ გამოწვეული იყო იმ სხვა პრობლემებით, რომლებიც ნაპოლის 2023-24 სეზონის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას უკავშირდება.
დაცვა ლიდერის გარეშე - კიმ მინ-ჯეს საკითხი
წარმატებული სეზონის ბოლოს, გუნდი დატოვა დაცვის ლიდერმა და ალბათ, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენთან ერთად სკუდეტოს მთავარმა შემოქმედმა - კიმ მინ-ჯემ. ფაქტია, დაცვაში მისი თამაში ნაპოლისთვის და კონკრეტულად სპალეტის სათამაშო სქემისთვის, საკვანძო ასპექტი გახლდათ, რისი ჩანაცვლებაც „პარტენოპეის“ პრაქტიკულად არც უცდია.
ამ გრაფიკზე კარგად არის ნაჩვენები, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კიმი ზემოთ ამოწეულ დაცვის ხაზში:

კიმი ნაპოლის იმ დაცვით ენერგიას აძლევდა, რაც ბურთის სწრაფად დაბრუნებაში ეხმარებოდა სპალეტის გუნდს. პრაქტიკულად, ნებისმიერი კონტრპრესინგის დროს, კიმი იდეალურად ახერხებდა პრესინგისას როგორც გადმოგდებულ ბურთზე დაზღვევას, ასევე შემდგომში თამაშის უკვე მეტოქის ნახევარზე გადატანას, როგორც უბრალოდ ბურთის ფლობისას, ასევე პრესინგის დროსაც. კიმი გამოხატავს იდეალურ ბალანსს, საჯარიმოს მცველსა და ბურთით მოთამაშე მცველს შორის. ნაპოლის ისტორიაში, ის საკუთარი ერთი სეზონით თამამად შეიძლება ითქვას, რომ, როგორც მინიმუმ, ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. შემდგომ გრაფიკზე ჩანს, რამდენად კარგია იგი ბურთის ფლობისას, ერთგვარი ნაპოლის „გულისცემა“ დაცვით ხაზში.

ამ პროფილის ჩასანაცვლებლად, ნაპოლიმ მხოლოდ ერთი ტრანსფერი განახორციელა და ბრაზილიიდან გამოუცდელი ნატანი შეიძინა, რაც ცხადია, განწირული ტრანსფერი იყო დე ლაურენტისისგან. ფაქტი ერთია, კიმის წასვლამ ნაპოლის რიგებში სერიოზული პრობლემები გააჩინა. წინა სეზონმა ნათლად გამოაჩინა ის, რომ ნაპოლის პრესინგი ძალიან არაეფექტური გახდა, რის გამოც, ბევრი გოლი გაუშვა. მთავარი ეფექტურობა ნაპოლის პრესინგისა იყო ფორმაციის ცვალებადობა უშუალოდ მეტოქის მოედანზე განლაგებისას. ანუ, 4-3-3-დან ფორმაცია საშუალო ბლოკში მალევე იცვლებოდა 4-1-4-1-ზე, ხოლო უშუალოდ მეტოქის მესამედში გადასვლისას, იგი 4-4-2-ის ფორმას იღებდა, რითაც ეფექტურად ხერხდებოდა როგორც ხაზებს შორის ზონების გადაკეტვა, ასევე მეტოქის მცველების შეზღუდვა, რადგანაც ოსიმენი და ზიელინსკი წარმატებულად - სარკისებურად იმეორებდნენ მცველების განლაგებას. ეს სქემა განსაკუთრებით ეფექტურად ოთხი მცველით მოთამაშე გუნდებზე ხორციელდებოდა:
ეს ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობდა სეზონის პირველ ნახევარში, როდესაც ზამბო ანგისა თავისი ფორმის პიკში იყო და ძალიან კარგად ასრულებდა ლობოტკასთვის ე.წ „ფეხების“ ფუნქციას, ასევე, იგი პატრიკ ვიეირას ერთგვარი მინი ვერსიაც გახლდათ, ძალიან ეფექტური შესვლებით საჯარიმოში და ნახევარდაცვაში უდიდესი ენერგიით. შესაბამისად, გასული სეზონის პრობლემები ინდივიდუალურ დონემდეც უნდა ჩამოვიყვანოთ, რადგან ტაქტიკურად გარსიამაც იმავეს გაკეთება სცადა და კალცონამაც, მაგრამ ნამდვილად გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ბევრი მოთამაშე სკუდეტოს სეზონში, საკუთარ თავს პირდაპირი მნიშვნელობით ახტებოდა. კიდევ ერთი რამ, რაც ტიტულის მომგებ ნაპოლის უნიკალურს ხდიდა, პრესინგისას პერსონალურად მცველებზე ჟელინსკი/ნდომბელე-ოსიმენი-ლოსანოს/კვარას მხრიდან დაწოლა იყო (გააჩნია რომელ ფლანგს მიემართებოდა უშუალოდ ზეწოლა).

ფოტოზე შეამჩნევთ ანგისას მოძრაობას, რომელიც პერსონალურად დასდევს რაბიოს (იუვენტუსის მთავარ დამაკავშირებელს დაცვით ხაზსა და შეტევას შორის), იქვე ლობოტკაც მზად არის დაბრუნებული ბურთი სწორი მიმართულებით გაუშვას. ამ გრაფიკის მოყვანის მიზანი იმ მოცემულობის ხაზგასმაა, რომ ზამბო ანგისას ფორმიდან ამოვარდნამ გამოიწვია საჩემპიონო ნაპოლის აგრესიული პრესინგის მოშლა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ დაკარგვები ყოველთვის მრავლად იყო.

2023-24 წლების სეზონში, ანგისას ცუდმა სეზონმა და კიმის წასვლამ სპალეტისეული ნაპოლის გამართულ მექანიზმში ხარვეზები შეიტანა. ნაპოლიმ, შეიძლება ითქვას, სრულად დაკარგა საკუთარი სათამაშო გეგმის რწმენა.
აღსანიშნია ოსიმენის პრობლემაც. ვიქტორის შემთხვევაშიც შესამჩნევია რეგრესი, როგორც სტატისტიკურად, ასევე უშუალოდ სათამაშო ასპექტებში და ეს ყველაფერი გასულ სეზონში „თვალის ტესტითაც" აშკარა იყო. 2022-23 ოსიმენისთვის ძალიან შთამბეჭდავი გამოდგა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი ულაპარაკოდ სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მოდით, სტატისტიკურად განვიხილოთ სხვაობა ოსიმენის ორ სეზონს შორის:

ეს გრაფიკა The Athletic-ის სტატიდანაა ამოღებული, რომელშიც მთლიანად არის აღწერილი ოსიმენის სათამაშო დონის დინამიკა 2022-23 და 2023-24 სეზონებს შორის. ფიფქებით მონიშნულია ის სათამაშო ასპექტები, რომლებშიც ნიგერიელმა საგრძნობი ვარდნა განიცადა. პირველ რიგში, პრობლემები იკვეთება ბურთის ფლობის შენარჩუნების ასპექტში. ერთი სეზონის განმავლობაში, ნიგერიელისთვის ბურთის ართმევა და პოზიციის დაბრუნება უფრო მარტივი გახდა. შემდგომი პრობლემები უკვე იწყება დაცვით ასპექტებში, რის გამოც ნაპოლის პრესინგმა ეფექტურობა დაკარგა. ინტენსივობის ინდექსი 66-იდან 55-მდე ჩამოდის, ანუ 11 ერთეულით იკლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოსიმენი წინა სეზონში ნაკლებად ეხმარებოდა დაცვას, ამას ასევე ნათლად აჩვენებს დაცვითი გავლენის სტატისტიკა, სადაც 50-ერთეულიან ვარდნას ვაწყდებით, რაც სპალეტისეულ პრესინგს ძირს უთხრის. ასევე, მთავარ შეტევით ასპექტებშიც შესამჩნევი რეგრესია. მოსალოდნელ გოლებში, პროგრესული ბურთის ფლობისას (ბურთის ტარებისას) და დასარტყამი სიტუაციებიდანაც ოსიმენის მაჩვენებლები გაუარესდა, მით უფრო იმის ფონზე, რომ ერთ თამაშში საკმაოდ ხშირად ცდილობს დარტყმას. თუმცა აქ მეორე მხარეცაა, ეს უკვე ფორვარდის არსენალში არსებული უნარებითაც უნდა განვსაზღვროთ. ოსიმენი დარტყმისას მეტად ძალაზე აკეთებს აქცენტს და სხვა ტექნიკით მომენტის დასრულებას ხშირად არ ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ოსიმენს გაბწყინებები გასულ სეზონშიც ჰქონია, რეგრესირებადი და არასტაბილური ნიგერიეილი მცველებისთვის მარტივ ამოცანად გადაიქცა. მცველების მიერ შეთავაზებულმა მჭიდრო მეურვეობამ მისი შედეგიანობა კვეთრად შეამცირა. ფოტოზე კარგად ჩანს, როგორ ცდილობენ უდინეზეს მცველები სივრცის შეზღუდვას და ოსიმენისთვის უხერხული დასარტყმელი პოზიციის შექმნას:

როგორც უკვე ვახსენეთ, ვიქტორ ოსიმენს საკმაოდ კარგად ეხერხება მსგავსი წერტილებიდან კარში კარგად დარტყმა, მაგრამ რაც უფრო მახვილია კუთხე, მით უფრო ვარდება მოსალოდნელი გოლის მაჩვენებელიც. შესაბამისად, ნიგერიელის გოლების სტატისტიკაც გაუარესდა.
ცხადია ნაპოლის რეგრესს მხოლოდ ოსიმენს ვერ დავაბრალებთ, რადგან ნაპოლის დისფუნქციურობა განსაკუთრებით მაინც ნახევარდაცვაში იგძნობოდა. მოკლე სათადარიგო სკამმა ნაპოლის მანევრირების საშუალება არ მისცა. ნეაპოლურ გუნდს ანგისას ფორმიდან ამოვარდნაზე პასუხი არ ჰქონდა. კამერუნელის ერთადერთად შემცვლელად კაიუსტე მოიაზრებოდა, თუმცა, გუნდს უფრო ძლიერი რეზერვისტი ესაჭიროებოდა. ზოგადად, სკამის სიგრძე საჩემპიონო სეზონშიც იყო ნაპოლის პრობლემა, ამ მხრივ ყველაზე ნაკლები პრობლემა შეტევაში იყო, რადგანაც რასპადორი, პოლიტანო და ჯოვანი სიმეონე მრავალმხრივი და გამოსადეგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ სიღრმე ძალიან აკლდა ნახევარდაცვასა და დაცვით რგოლს. ძალიან დასანანია, რომ ნაპოლიმ ვერ გამოიყენა საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელი - იესპერ ლინდსტრომი, რომელსაც ნამდვილად შეეძლო მოწინააღმდეგის საჯარიმოში ხშირი შეჭრით დაცვის ხაზში ქაოსის შეტანა, რასაც წლების განმავლობაში აკეთებს თომას მიულერი ბაიერნში, ეს ნაპოლის შეტევებს უფრო არაპროგნოზირებადს გახდიდა.
რატომ კონტე?
თანამედროვე ფეხბურთში წარმატებული გრძელვადიანი პროექტისთვის შესაბამისი თანხის გამოყოფა მხოლოდ ფინანსურად მონსტ გუნდებს შეუძლიათ. ასეთი გუნდია მანჩესტერ სიტი. მსგავსი მოდელი შეინიშნება მიკელ არტეტას არსენალშიც. პოსტეკოღლუსთან ერთად ტოტენჰემიც მდგრადი გუნდის გაკეთებას ცდილობს. ნაპოლი ამ ორგანიზაციებისგან რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაშია. რესურსების თვალსაზრისით, ნეაპოლური კლუბი არათუ ევროპული, არამედ იტალიური სტანდარტებითაც არ არის მოწინავე ადგილზე. ამას ემატება აურელიო დე ლაურენტისის ფენომენი, რომელიც საკმაოდ ხელმომჭირნე, თუმცა, ამავდროულად ძალიან ამბიციური კაცია. დე ლაურენტისი მუდმივად ცდილობს ნაპოლის, როგორც პატარა კლუბის მასშტაბი გაზარდოს ისეთი მწვრთნელის ხარჯზე, რომელსაც საკუთარი დონე უკვე დამტკიცებული აქვს და უმოკლეს დროში შეძლებს პროგრამა მაქსიმუმის შესრულებას, რაც როგორც წესი, სეზონის ოთხეულში დასრულებაა. ანტონიო კონტეს დანიშვნის რაციონალურობაც ამ ლოგიკით უნდა ავხსნათ, მაგრამ არის გარკვეული საკითხები, რის გამოც, შესაძლოა ანტონიო კონტე დღეს იდეალური იყოს ამ ფორმაციის ნაპოლისთვის.
წარმატებული გამოცდილება და ეფექტური რესურსების ათვისება
კონტეს უმთავრესი ღირსება ნამდვილად არის ის, რომ კარგად ახერხებს გუნდების კრიზისული სიტუაციებიდან ამოყვანას. იუვენტუსიდან დაწყებული, ინტერით დამთავრებული, ეს ყველგან გამოუვიდა, მეტიც, იგი ყველგან გახდა ქვეყნის ჩემპიონი. აქ გამონაკლისი მხოლოდ ტოტენჰემია, თუმცა ისინიც კონტეს მეთაურობით ოთხეულში შევიდნენ და ჩემპიონთა ლიგაზე აღმოჩნდნენ პირველსავე სეზონში, თან ძალიან კონკურენტუნარიან მარათონში. ამასთან ერთად, კონტემ შექმნა საკმაოდ უცნაური და მებრძოლი იტალიის ნაკრები, რომელიც არც ისე გამორჩეული, საშუალო დონის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, მაგრამ კონტე ჯაკერინისგან, გრაციანო პელესა და მარკო პაროლოსგან აყალიბებდა ჯარს, სადაც თავად გენერალი იყო. კონტეს გუნდები დისციპლინის თვალსაზრისით ძალიან გამორჩეულები არიან, მის ყველა გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ცალსახა ცვლილება სწორედ ორგანიზების ნაწილში შეიმჩნეოდა. დე ლაურენტისისთვის, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაპოლის გულგრილი მბრძანებელია, ასეთი გენერალი ალბათ სანატრელი იყო. ზემოთ ყურადღება გავამახვილეთ მოკლე სკამზე, მაგრამ კონტესთან ერთად ამ სკამის ერთგვარი „დაგრძელებაც“ შესაძლებელია. კონტე ის კაცია, რომელსაც საკუთარი ფეხბურთელის ლიმიტები კარგად ესმის. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ იტალიელი სპეციალისტი გუნდის თითოეულ წევრს სწორ როლს გამოუძებნის და თითოეული მოთამაშის პოტენციალს მაქსიმალურად გამოავლენს. აქედან გამომდინარე, მისი დანიშვნა დე ლაურენტისის მსგავსი ტიპაჟისგან არანაირად არ არის უცნაური.
რას ითამაშებს კონტე?
ზოგადად, ტაქტიკურ თუ მენტალურ დონეზე, კონტე გუნდებში ერთგვარ „შოკური თერაპიას“ აწყობს, რომელმიც ყველა ფეხბურთელს მომენტალურად დიდ საქმეში რთავს. ტაქტიკურად, კონტე ძირითადად ორ სქემას განიხილავს ხოლმე. ერთ შემთხვევაში ეს არის 3-5-2, ხოლო მეორე შემთხვევაში 3-4-3/3-4-2-1-ის ვარიაციები. 3-მცველიანი ე.წ „მეტა“ ინგლისში სწორედ ანტონიო კონტემ დანერგა. ახლა ცალკეულად განვიხილოთ, ის დეტალები, რომლებიც ანტონიო კონტეს ფეხბურთს ახასიათებს.
შეტევაში ტრანზიცია ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტი მისი თამაშისა არის განაპირა მცველები, რომლებიც გუნდს აძლევს სიგანეს და მაქსიმალურად ცდილობენ მეტოქის დაცვის გაწელვას. კონტეს მიზანია მეტოქის დაცვაში „ბზარების" გაჩენა, სადაც უკვე გარემარბებს ან საყრდენებს შეეძლებათ მოქმედება. უკან მდგომი სამი მცველი, სწორედაც ამ ლატერალების დამზღვევებად გვევლინება ხოლმე. საინტერესო ტენდენციაა, რომ კონტეს გუნდში არ არის აუცილებელი ლატერალი იყოს ექსტრა კლასის, მთავარია მას ჰქონდეს პრაქტიკულად ულევი ენერგია და ძალიან კარგად დაყენებული ჩაწოდება. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ აქ რაც უფრო სწორად ლიმიტირებული და განსაზღვრულია ფეხბურთელის შესაძლებლობები, კონტესთვის უკეთესია. ამის კარგი მაგალითია ვიქტორ მოზესი ჩელსიში, მატეო დარმიანი ნაკრებში და ასევე, ეშლი იანგიც, რომელიც ინტერში მცირე ხნით კონტემ ხელახლა გააცოცხლა. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საკმაოდ გამართლებულია ნაპოლისთვის ლეონარდო სპინაცოლას დამატება, რომელიც ინტერის ეშლი იანგის გაუმჯობესებული ვერსიაა. ევროპის ჩემპიონატის შემდგომ ტრავმებით გატანჯული იტალიელისთვის შესაძლოა კონტესთან თამაში კარიერის რეანიმირების შანსი აღმოჩნდეს. ტოტენჰემის მაგალითზე რომ განვიხილოთ, დაახლოებით ასეთ რამეს წავაწყდებით ხშირად ნაპოლის შეტევების დროსაც:

აქ კარგად ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება ბენ დევისი. იგი მაქსიმალურად ახლოს დგას მოედნის კიდესთან, ხოლო რიშარლისონი მეტად შიდა ფორვარდზე დგას. დევისი აქ ერთგვარ შემორბენს უკეთებს რიშარლისონს და დამატებით პასის ოფციას უჩენს. ამგვარ რამეს „პარტენოპეისგან“ ხშირად ვხედავდით. ეს ფლანგი კიდევ უფრო საინტერესო იმიტომ არის, რომ აქ ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს და მასთან კომბინირება, დიდი ალბათობით, სპინაცოლას მოუწევს. თეორიულად ძალიან საინტერესო დუეტს ვიღებთ, მაგრამ ხვიჩაზე ცალკეც ვისაუბრებთ. შეტევის კუთხით, კიდევ ერთი საჭირო ასპექტი უნდა განვიხილოთ, ეს არის პრესინგის დაძლევა. კონტეს გუნდები ძალიან კარგად უმკლავდებიან პრესინგს მოკლე პასებით, რითაც უსწრაფეს კონტრშეტევებზე გადადიან, ამის საფუძველს კი იძლევა ის რომბები, რომლებსაც განაპირა მცველები, საყრდენები და გარემარბები/ფორვარდები ქმნიან.
საინტერესოა, ოსიმენი/ლუკაკუ კეინის როლში, ლობოტკა ჰოიბიერგის როლში. ხოლო ანგისა ბენტანკურის ფუნქციებით? - სავსებით შესაძლებელია.

დაცვითი ფაზა - ეშელონები და გრძელი კედელი საჯარიმოსთან
კონტეს გუნდების ერთადერთი ასპექტი, რომელიც უკლებლივ ყველას საერთო აქვს, არის დაცვის პოზიციური განლაგება, 5-4-1 სქემით. დაბალ ბლოკში, პრაქტიკულად მთელი მოედნის სიგანე უნდა დაფარონ მცველებმა და საჭიროების შემთხვევაში, ეს ხაზი ძალიან ვიწროვდება და უახლოვდება საყრდენ ზონასაც (იხილეთ ფოტოზე მაგალითი). გარდა ამისა, რთულია მსგავსი დაცვის გაწელვა, განსაკუთრებით ისეთი გუნდებისგან, რომლებიც პოზიციურ ფეხბურთს თამაშობენ და ბურთის ფლობაზე აკეთებენ დიდ აქცენტს, რადგანაც სამ ცენტრალურ მცველში მარჯვენა და მარცხენა ცენტრალური მცველები იდეალური „სტოპერები“ არიან კონტესთან, რომელთაც კარგად შეუძლიათ ნებიემიერ შემტევის 1-1-ზე მარკირება და აყვანა.
დააკვირდით რამდენად ვიწრო ტერიტორიას იკავებს განლანგებული ხუთი მცველი და რამდენად ახლოსაა საყრდენ ზონასთან:
სტოპერები და 1-1-ზე პერსონალური მეურვეობა კონტესთან

აქ ჩანს, როგორ ეფექტურად კეტავს საჯარიმოს კონტეს ხაზი, ერთადერთი ოფცია შორიდან დარტყმაა, ამგვარი შეტევიდან გოლის გატანის ალბათობა კი დაბალია. ამ შემთხვევაში, სპინაცოლას ტრანსფერი, ცხადია, ლოგიკურია, მაგრამ მოდით გადავხედოთ ნაპოლის პოტენციურ და უკვე დადასტურებულ ტრასნფერებსაც და მათ ლოგიკას.
რომელუ ლუკაკუ - როგორც ჩანს, ოსიმენს რეგრესი არ ეპატია. ანტონიო კონტეს მისვლისთანავე ჰქონდა მოთხოვნა, რომ ნაპოლის ბელგიელი შეეძინა, რომელიც სერია ა-ში ძალიან გამოცდილი 9-იანია სამმცველიან სქემაში, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, თუ საუკეთესო არა. გარდა ჩაწოდებებზე კარგად გამოხმაურებისა და ეფექტურად თამაშისა, ლუკაკუს უნიკალური თვისება ზურგით დგომში ბურთის მიღება და დისტრიბუციაა, რის საშუალებსაც მისი ფიზიკური მონაცემები იძლევა. მაგრამ, თუ ინტერში გავიხსენებთ კონტესა და ლუკაკუს კოლაბორაციას, პირველი მოთხოვნა რაც კონტეს ლუკაკუსთან ჰქონდა, ეს იყო წონის დაგდება და ფორმაში ჩადგომა, რადგან კონტეს ლუკაკუსგან ფიზიკური ძალისა და მობილურობის საუკეთესო ჰიბრიდის შექმნა სურდა, რაც ინტერში ნამდვილად მიიღო და სწორედ კონტეს ხელმძღვანელობის ქვეშ ჩაატარა ლუკაკუმ კარიერაში უმაღლესი დონის ორი სეზონი. 95 შეხვედრაში ბელგიელმა თავდამსხმელმა 64 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი, რაც დამეთანხმებით, ძალიან კარგი შედეგია. ეს თამაშში საშუალოდ გვაძლევს 0.67 გოლს, რაც ნამდვილად არის ელიტური მაჩვენებელი. თუნდაც შარშანდელი სეზონი რომ ავიღოთ და დავაკვირდეთ დუელების, საჯარიმოში შეხებებისა და საჰაერო ორთაბრძოლების მაჩვენებელს, ეს ტრანსფერი კონტესთვის სასურველი ჩანს.
ალესანდრო ბონჯორნო: ახალი კედელი?
მორიგი ტრანსფერი, რომელიც ნაპოლიმ კონტეს ხელმძღვანელობის ქვეშ განახორციელა, ალესანდრო ბონჯორნოა, ფეხბურთელი ნეაპოლურმა გუნდმა ტორინოდან დაიმატა. სამმცველიანი სქემა ბონჯორნოსთვის არ არის უცხო, რადგან ტორინოში მსგავს სისტემაში თამაშობდა და წინა სეზონში, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. როგორც ვახსენეთ, კონტეს დაცვით სქემაში, საკვანძო როლს ასრულებენ ე.წ „სტოპერები“, ანუ 3 მცველში მოთამაშე განაპირა მცველები (და არა ლატერალები), რომელთაც მართებთ უშუალოდ შემტევების 1-1-ზე ნეიტრალიზაცია, ბონჯორნო ამ პროფილს საკმაოდ კარგად ერგება და ამხანაგურ თამაშებშიც, მარცხენა ცენტრალურ მცველად უკვე ითამაშა.

ამ გრაფაში კარგად ჩანს, რომ დუელებში ის სერია ა-ში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. თუმცა ძალიან საინტერესოა, ამ შემთხვევაში, ვის მოიაზრებს კონტე შუა მცველად. ვივარაუდებ, რომ რაჰმანის, რომელსაც ნამდვილად აქვს უნარი კარგად დააზღვიოს მის გვერდით მდგომი მცველები, მაგრამ აქ მთავარი კითხვა ასეთია: კონტეს გეგმაში 3-5-2-ის გამოყენება აქვს თუ 3-4-2-1-ის? - ამხანაგურ შეხვედრებში მეორეს მიმართა, მაგრამ რაჰმანის უნარები ნამდვილად საინტერესო იქნება საყრდენების დაზღვევის თვალსაზრისით, რაც 3-4-2-1-ში ნამდვილად მოუწევს. ასევე, უნდა აღინიშნოს კონტეს სწორი სვლა, როდესაც ჯოვანი დი ლორენცო ჩამოსწია ცენტრალურ მცველად. მისი სისწრაფე ნამდვილად დაეხმარება ისეთი ელიტური და რეაქტიული გარემარბების ნეიტრალიზებაში, როგორიც მაგალითად მილანის რაფაელ ლეაოა.
რას ელის ხვიჩას?
როგორც უკვე ცნობილი გახდა, ხვიჩა კვარაცხელია ამ სეზონსაც ნაპოლიში გაატარებს. მეტიც, ანტონიო კონტე თითქმის ყველა გამოცემასთან აცხადებდა, რომ გუნდის მშენელობას სწორედაც რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო აპირებს. ამ მიზანში, კონტეს ნამდვილად ვერ გავამტყუნებთ, რადგან შარშანდელი ძალიან წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, ხვიჩა გამოკვეთილად საუკეთესო იყო „პარტენოპეის“ რიგებში.

მიუხედავად ნაპოლის საკმაოდ იმედგამაცრუებელი სეზონისა, ხვიჩას რიცხვები კვლავ ძალიან სოლიდურია და მყარად ინარჩუნეს სერია ა-ს საუკეთესო გარემარბის სტატუსს. პროგრესული ბურთის ფლობის, შეხებებისა და გოლი+ასისტის მაჩვენებლებში ლიდერთა შორის ყოფნა, მე-10 ადგილოსანი გუნდიდან გასვლა ნამდვილად არ არის მარტივი. ხვიჩას ბაზისი კონტესთვის იდეალურია. ცხადია, გონებაში ყველას ასოციაცია ერთ დროს პრემიერ ლიგის საუკეთესო მარცხენა გარემარბთან, ედენ აზართან გაგვიჩნდება და ეს არა მარტო ჩვენ, არამედ კონტეს ტვინშიც, ალბათ საოცნებო კადრია. ზოგადად, კონტესთან მოქმედებს ასეთი პრინციპი: „ან ვითარდები, ან კვდები“, მაგრამ კონტეს ასევე არ ეშლება ვარსკვლავებთან მუშაობაც და მათ რესურსსაც სწორად იყენებს. არც ისე დისციპლინირებული აზარი კონტესთან უბრალოდ შეუჩერებელი იყო. გაცილებით დისციპლინირებული და ამავდროულად 3-4-2-1-სა და 3-5-2-ში თანაბრად განსწავლული მოთამაშე საკმაოდ იშვიათია და რთულად მოსაძებნი. აქედან გამომდინარე, ხვიჩას კონტეს ხელში, როგორც მინიმუმ, საინტერესო სეზონი ელოდება.
პოტენციური ტრანსფერები - რჩევები ავტორისგან
რთულია ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად სჭირდება ამ ნაპოლის კიდევ უფრო გაძლიერება, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ სტატიაში, იმდენად სპეციფიკურ მწვრთნელთან გვაქვს საქმე, რომ შესაძლოა არსებული რესურსებით სასწაული მოახდინოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ერთი პოტენციური ტრანსფერი, რომელზეც იტალიური მედიაც წერდა. ეს არის დეიან კულუშევსკის ტრანსფერი, რომელიც მარჯვენა შიდა გარემარბად ნამდვილად კარგი შევსება იქნებოდა ნაპოლისთვის. მეორე რჩევა - ალბათ უფრო მაღალი დონის მარჯვენა ლატერიალის დამატება იქნებოდა, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ აშკარად გადაწყვეტილია ნაპოლის კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს ცენტრალურ მცველად თამაში. ამ ორი პოზიციის გაძლიერება ნაპოლის ისევ ანგარიშგასაწევ ძალად აქცევდა.
დასკვნა - რა არის ნაპოლის მაქსიმუმი?
ცხადია, ნაპოლის ნამდვილი ძალა სეზონის მიმდინარეობისას გამოჩნდება, ამ ეტაპზე, ნამდვილად რთულია განვსაზღვროთ ცხრილის რა ნაწილში დაასრულებს ნაპოლი ასპარეზობას, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ამ გუნდს ოთხეულის ერთ-ერთ კანდიდატად აქცევს. ნაპოლი არ ითამაშებს ევროტურნირებს, რაც გუნდს ძალების გადანაწილებას გაუმარტივებს. კონტეს ეფექტურობაც მარათონულ ტურნირებში უკეთ ვლინდება. შესაბამისად, როგორც მინიმუმ, არც ერთი ჩემპიონობის მაძიებლისთვის იქნება იოლი ნაპოლისთან თამაში, მით უფრო საშინაო არენაზე. კონტე ნამდვილად არის გარანტია იმისა, რომ „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ ენერგია დაბრუნდება. წარმატებისთვის აუცილებელი კი ამ ენერგიის ტაქტიკური გამართულობისა და ფეხბურთელთა ფორმის გაუმჯობესების შეხამება იქნება. სწორედ ეს განსაზღვრავს ნაპოლის მომავალ სეზონს, რომელიც სულ მალე დაიწყება.
ავტორი: ანდრია პროსტოსერდოვი