ჰაიდენჰაიმი ისტორიული ქალაქია, რომლის ფლობა ვიურტემბერგისა და ბავარიის ჰერცოგებისთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება სპორტს - როგორც ყველა სხვა პატარა გერმანულ ქალაქში, ის ჰაიდენჰაიმშიც ძალიან უყვართ.
შვაბიის პატარ ქალაქში - 1846 წლიდან არსებობდა სპორტული ორგანიზაცია ჰაიდენჰაიმი, რომელიც ფეხბურთის გარდა სპორტის სხვა სახეობებსაც მოიცავდა - ძალოსნობა, ტანვარჯიში და კიდევ 25 დისციპლინა, ჯამში 6000-მდე ათლეტით. გაერთიანებაში 1890 წლის 8 ივლისიდან არსებობდა საფეხბურთო მიმართულებაც. 2007 წელს ჰაიდენჰაიმის საფეხბურთო კლუბი სხვა დეპარტამენტებს გამოეყო და ცალკე ასოციაცია შექმნა.

2009 წელს ჰაიდენჰაიმმა რეგიონ ლიგა სამხრეთი მოიგო და მესამე ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. კლუბი ყოველწლიურად პროგრესირებდა და აუმჯობესებდა შედეგებს გერმანიის რანგით მესამე ლიგაში. შვაბების თავდაუზოგავმა შრომამ 2013/14 წლებში შედეგი გამოიღო და კლუბი ერთი საფეხურით მაღლა, ბუნდესლიგა 2-ში აღზევდა. პარალელურად ბადენ-ვიურტემბერგის ლიგაში წარმატებით ასპარეზობდა ჰაიდენჰაიმი 2. კლუბი შევსებას ადგილობრივი აკადემიის და ახალგაზრდული გუნდიდან იღებდა.
ჰაიდენჰაიმი ძალიან მწირი ფინანსური რესურსის მქონეა ორგანიზაციაა - გუნდის სტადიონი ვოიტ-არენა სულ რაღაც 15 000 ადამიანს იტევს. კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად მათი მთავარი კოზირი ახალგაზრდულ გუნდებში კარგი მუშაობა გახდა. პატარა და ღარიბი კლუბი ბუნდესლიგა 2-ში ღირსეულად ასპარეზობას ახერხებდა - 2019/2020 წლების სეზონზე, სამხრეთელებმა ბუნდესლიგა 2-ში სტაბილური სეზონი ჩაატარეს და გამოსვლა მე-3 ადგილზე დაამთავრეს, რამაც მათ ელიტაში გადასასვლელი შეხვედრების ჩატარების საშუალება მისცა - ბუნდესლიგის მე-16 ადგილოსანთან. იმ წელს ეს გუნდი ბრემენის ვერდერი აღმოჩნდა. გამოცდილ გრანდსა და ბუნდესლიგის მთავარ „მუსიკოსებს" შვაბებმა არაფერი დაუთმეს, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოცდილებამ თავის ქნა და ბრემენელებმა სტუმრად გატანილი გოლების წყალობით „ლურჯ-წითლებს" ელიტური ოცნებები დაუსამარეს.

2023 წლის 17 სექტემბერს, კლუბმა ისტორიაში პირველი მატჩი მოიგო ბუნდესლიგაში, დაამარცხა რა ბრემენის ვერდერი ანგარიშით 4-2. შვაბები სადებიუტო სეზონისთვის მეტად სიმპათიურ ფეხბურთს თამაშობდა და სეზონის ბოლოს მე-8 ადგილი დაიკავეს, ლევერკუზენის ბაიერის დუბლმა კი სამხრეთელებს კონფერენს ლიგის საგზური მოუტანა. სხვა ტოპ ლიგებისგან განსხვავებით, გერმანიის ჩემპიონატში არსებული კონსერვატიულ-სოციალისტური მიდგომა, კლუბებს ბევრი ფულის ხარჯვის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც ბუნდესლიგის ყველაზე ღარიბ კლუბი ჰაიდენჰაიმი - ევროტურნირზე გასვლის შემდეგ გაძლიერების ნაცვლად დასუსტდა, მწირი ფინანსების გამო კლუბს გუნდის ორი ლიდერის გაყიდვა მოუწია - ნიკლას ბესტე ბენფიკას შეუერთდა, ხოლო ტიმ კლაინდინსტი მიონხენგლადბახის ბორუსიას.
სამხრეთულმა კლუბმა 2024/2025 წლების სეზონი კარგად დაიწყო, კონფერენს ლიგაზეც მიჯრით სამი მატჩი მოიგო და პროგრამა მინიმუმი - პლეიოფში გასვლა გაინაღდა, მაგრამ მწირი ფინანსებისა და მოკლე სათადარიგო სკამის მქონე გუნდს ორ ფრონტზე ბრძოლა გაუჭირდა, რაც ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილზე აისახა და შვაბები 16-ე ადგილზე გასავარდნ ზონაში აღმოჩნდნენ.
ამ სეზონში ჰაიდენჰაიმს ტიმის და ნიკლასის წასვლის შემდეგ სტაბილური გამტანი და ფინიშერი აკლდა, სწორედ ამიტომაც გუნდმა თავისთან ბუნდესლიგა 2-ის გრაფი და მთავარი მეგოლე - ბუდუ ზივზივაძე იხმო, პარალელურად მიუნხენის ბაიერნის აკადემიის აღზრდილი, გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი ფრანც კრაიციგი დაიმატა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. კლუბში ასევე ირიცხება კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი პაულ ვანერი, რომლის გამოც გერმანიის და ავსტრიის ნაკრებებს ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული.
„ლურჯ-წითლებს" ქართველი ფორვარდის მეტად ეიმედებათ. ჰაიდენჰაიმის ხელმძღვანელობის ნომერ პირველი პრიორიტეტი კარლსრუეს ფორვარდის დამატება იყო. ქართველ ფორვარდს ისეთი თვისებები აქვს, რაც თანამედროვე ცენტრფორვარდს უნდა ჰქონდეს - ფიზიკურად ძლიერია, შეტევების უბადლო ფინიშერი, აქვს კარგი საგოლე ალღო და მოედნის ხედვა, ასევე აღსანიშნავია ბუდუს დაცვითი უნარები და შრომისმოყვარეობა საკუთარ საჯარიმოში.

ჰაიდეჰაიმი არის ურყევი ხალხისა და დეცენტრალიზებული კლუბის იდეა. ბუდუს ბევრად დიდი ჰონორარი ექნებოდა აზიასა თუ ამერიკაში, მაგრამ მან აირჩია ის, რაც ფეხბურთს სხვა ვნებას სძენს - 15 000 შვაბის ურყევი სიყვარული ტრიბუნებიდან. ტრიბუნებს მიღმა ცხადია ეს რიცხვი ბევრად მეტია. პატარა შვაბური ქალაქის კლუბი არის მაგალითი - წარმატების შრომით, დისციპლინითა და მონდომებით მიღწევისა… დაე, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს ბუდუსა და ჰაიდენჰაიმის ელიტური მოგზაურობა.

2022/23 წლების ბუნდესლიგა 2 დაძაბული და მარათონული გამოდგა, საჩემპიონო და ელიტაში გადასასვლელ შანსებს სამი გუნდი ინარჩუნებდა - ჰამბურგი, დარმშტადტი და ჰაიდენჰაიმი. ბოლო ტურის წინ ცხრილს დარმშტადტი 67 ქულით ლიდერობდა, შვაბების აქტივში 64 ქულა იყო, ხოლო დინოს - 63. ყველასთვის მოულოდნელად ჰესენელები, რომლებსაც ჩემპიონობისთვის ქულაც ჰყოფნიდათ, ბოლო ტურში გროიტერ ფიურტთან 4-0 განადგურდნენ, ჰამბურგმა ზანდჰაუზენს აჯობა, დინოს ქომაგები ტრიბუნებზე შევარდნენ, ელიტაში დაბრუნებას ზეიმობდნენ, რადგან იმ მომენტისთვის ჰაიდენჰაიმი რეგენსბურგთან 2-1 მარცხდებოდა. ჩრდილოელებს ზეიმი ბესტე-კლაინდინსტის დუეტმა ჩაუმწარა, ნიკლასმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაათანაბრა, ხოლო ტიმმა 99-ე წუთზე, ზღაპარში გააჩემპიონა გუნდი, რომელიც 10 წუთით ადრე არათუ პირველი, მეორე ადგილითაც ვერ ხვდებოდა ელიტაში.

2023 წლის 17 სექტემბერს, კლუბმა ისტორიაში პირველი მატჩი მოიგო ბუნდესლიგაში, დაამარცხა რა ბრემენის ვერდერი ანგარიშით 4-2. შვაბები სადებიუტო სეზონისთვის მეტად სიმპათიურ ფეხბურთს თამაშობდა და სეზონის ბოლოს მე-8 ადგილი დაიკავეს, ლევერკუზენის ბაიერის დუბლმა კი სამხრეთელებს კონფერენს ლიგის საგზური მოუტანა. სხვა ტოპ ლიგებისგან განსხვავებით, გერმანიის ჩემპიონატში არსებული კონსერვატიულ-სოციალისტური მიდგომა, კლუბებს ბევრი ფულის ხარჯვის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც ბუნდესლიგის ყველაზე ღარიბ კლუბი ჰაიდენჰაიმი - ევროტურნირზე გასვლის შემდეგ გაძლიერების ნაცვლად დასუსტდა, მწირი ფინანსების გამო კლუბს გუნდის ორი ლიდერის გაყიდვა მოუწია - ნიკლას ბესტე ბენფიკას შეუერთდა, ხოლო ტიმ კლაინდინსტი მიონხენგლადბახის ბორუსიას.
სამხრეთულმა კლუბმა 2024/2025 წლების სეზონი კარგად დაიწყო, კონფერენს ლიგაზეც მიჯრით სამი მატჩი მოიგო და პროგრამა მინიმუმი - პლეიოფში გასვლა გაინაღდა, მაგრამ მწირი ფინანსებისა და მოკლე სათადარიგო სკამის მქონე გუნდს ორ ფრონტზე ბრძოლა გაუჭირდა, რაც ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილზე აისახა და შვაბები 16-ე ადგილზე გასავარდნ ზონაში აღმოჩნდნენ.
ამ სეზონში ჰაიდენჰაიმს ტიმის და ნიკლასის წასვლის შემდეგ სტაბილური გამტანი და ფინიშერი აკლდა, სწორედ ამიტომაც გუნდმა თავისთან ბუნდესლიგა 2-ის გრაფი და მთავარი მეგოლე - ბუდუ ზივზივაძე იხმო, პარალელურად მიუნხენის ბაიერნის აკადემიის აღზრდილი, გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი ფრანც კრაიციგი დაიმატა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. კლუბში ასევე ირიცხება კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი პაულ ვანერი, რომლის გამოც გერმანიის და ავსტრიის ნაკრებებს ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული.

„ლურჯ-წითლებს" ქართველი ფორვარდის მეტად ეიმედებათ. ჰაიდენჰაიმის ხელმძღვანელობის ნომერ პირველი პრიორიტეტი კარლსრუეს ფორვარდის დამატება იყო. ქართველ ფორვარდს ისეთი თვისებები აქვს, რაც თანამედროვე ცენტრფორვარდს უნდა ჰქონდეს - ფიზიკურად ძლიერია, შეტევების უბადლო ფინიშერი, აქვს კარგი საგოლე ალღო და მოედნის ხედვა, ასევე აღსანიშნავია ბუდუს დაცვითი უნარები და შრომისმოყვარეობა საკუთარ საჯარიმოში.
„ბუდუ იდეალური დანამატია, ის საკულტო ფიგურაა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ფურორი მოახდინა, მისი დამატება ბევრ კლუბს სურდა. მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენთან არის.” - ეს სიტყვები ჰაიდენჰაიმის ხელმძღვანელობას ეკუთვნის.
თავისი კონსერვატიული მიდგომით ჰაიდენჰაიმი მეტად უცნაური გუნდია, კლუბს არსებობის ისტორიაში სულ ორი მწვრთნელი ჰყავდა - დიტერ მარკლი და ფრანკ შმიდტი. ეს უკანასკნელი შვაბების ხელმძღვანელი 2007 წლიდან არის და გერმანულ ფეხბურთში კოლორიტულ ფიგურად ითვლება.
შესაძლოა ბევრისთვის ბუნდოვანი და სარისკო იყოს მსგავსი ფინანსებისა და პერსპექტივის კლუბში ბუდუს გადასვლა, მაგრამ ერთი რამ გვავიწყდება. ფეხბურთი თავისი სიდიადით არის ყველაზე სოციალური სპორტი, რომელსაც თამაშობენ როგორც მდიდრულ კვარტლის იდეალურად მოვლილ მოედნებზე, ისევე ფეხშიშველები გახუნებულ ასფალტზე, ამიტომაც მსგავსი კლუბები ტყავის ბურთის სიდიადეს მეტ ელფერს სძენენ.