კევინის სიტყვებში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. 2019 წელს, ჰარისონ ბარნსმა საერთოდ შუა თამაშის დროს, დარბაზის ეკრანზე ამოსულ ახალ ამბებში ამოიკითხა საკრამენტო კინგსში მისი გაცვლის შესახებ. NBA - აქ ტრეიდების დროს გუნდების მმართველებს განუზომელი ძალაუფლება აქვთ, მაგრამ ლუკა დონჩიჩის მიმართ ამას მაინც არავინ ელოდა.

ერთ დროს მარკ კუბანმა თქვა, მირჩევნია ცოლს გავშორდე, ვიდრე ლუკა გავცვალოო, მაგრამ ბოლო წლებია მარკი კლუბის ერთპიროვნული მმართველი აღარ არის, რამაც გავლენა, ცხადია, ლუკას ტრეიდზეც მოახდინა. გულშემატკივრების დიდი ნაწილი თვლის, რომ მავერიქსის ეს ნაბიჯი სიგიჟე იყო და ფრენჩაიზს ბრაზის არაერთმა ტალღამ გადაუარა. American Airlines Center-ის მიდამოები სავსეა გულშემატკივრების საპროტესტო ტრანსპარანტებით, რადიკალი ქომაგების ნაწილმა არენასთან კუბოც მიიტანა. ამით აჩვენეს, რომ ტრეიდის შედეგად მავსის მომავალი დასამარდა. უმეტესობა ამ ტრანსფერს კოვბოების ფატალურ შეცდომად თვლის, რთულია ემოციების ნიაღვარს შეეწინააღმდეგო, მაგრამ მაინც, მოდი, დეტალურად გავარჩიოთ თუ რამ გამოიწვია ლუკას ტრეიდი და რა ინტერესები ამოძრავებდათ ლოს ანჯელეს ლეიკერსა და დალას მავერიქსს.
რატომ ვერ გახდა ლუკა დონჩიჩი დალასის ახალი დირკ ნოვიცკი?
NBA-ში, სადაც ყველა დეტალში კომერციალიზმსა და მატერიალიზმს დაინახავ - თამაშების რაოდენობით დაწყებული, შეხვედრებს შორის არსებული მაყურებლებისთვის მომაბეზრებელი რეკლამებით დამთავრებული, იშვიათად შეხვდებით ევროპული სპორტისთვის დამახასიათებელი ტიპის ერთგულებას, მაგრამ ლიგასაც ჰყავდა გამორჩეულად დიდი და ერთგული ბიჭები: ტიმ დანკანი, კობი ბრაინტი, დირკ ნოვიცკი. გერმანელის ერთგულება და დალას მავერიქსთან ერთად გავლილი საჩემპიონო გზა მსოფლიო სპორტის ისტორიაში სანიმუშოა. მავერიქსი არასდროს ყოფილა ბოსტონ სელტიქსის, ანდაც ლოს ანჯელეს ლეიკერსის დარი ფრენჩაიზი, რომელშიც მოთამაშე, სახელისა და დიდების მოხვეჭის საბაბით უყოყმანოდ გადმოვიდოდა. ტექსასში გატარებული 21 სეზონის განმავლობაში, გერმანელს მხოლოდ ერთი ისეთი თანაგუნდელი ჰყავდა, რომელიც იქ თამაშის დროს All Star-ზე მიიწვიეს. ცხადია, სტივ ნეშზე ვსაუბრობთ. გუნდის ხშირად არასახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად, ცივსისხლიან გერმანელს არასდროს უფიქრია ტექსასიდან წასვლაზე და ხელმძღვანელობის მიმართ პრეტენზიებით არ გამოირჩეოდა. დირკი არსებული რესურსითა და გერმანული შრომისმოყვარეობით გავიდა ფონს.
რატომ ვერ გახდა ლუკა დონჩიჩი დალასის ახალი დირკ ნოვიცკი?
NBA-ში, სადაც ყველა დეტალში კომერციალიზმსა და მატერიალიზმს დაინახავ - თამაშების რაოდენობით დაწყებული, შეხვედრებს შორის არსებული მაყურებლებისთვის მომაბეზრებელი რეკლამებით დამთავრებული, იშვიათად შეხვდებით ევროპული სპორტისთვის დამახასიათებელი ტიპის ერთგულებას, მაგრამ ლიგასაც ჰყავდა გამორჩეულად დიდი და ერთგული ბიჭები: ტიმ დანკანი, კობი ბრაინტი, დირკ ნოვიცკი. გერმანელის ერთგულება და დალას მავერიქსთან ერთად გავლილი საჩემპიონო გზა მსოფლიო სპორტის ისტორიაში სანიმუშოა. მავერიქსი არასდროს ყოფილა ბოსტონ სელტიქსის, ანდაც ლოს ანჯელეს ლეიკერსის დარი ფრენჩაიზი, რომელშიც მოთამაშე, სახელისა და დიდების მოხვეჭის საბაბით უყოყმანოდ გადმოვიდოდა. ტექსასში გატარებული 21 სეზონის განმავლობაში, გერმანელს მხოლოდ ერთი ისეთი თანაგუნდელი ჰყავდა, რომელიც იქ თამაშის დროს All Star-ზე მიიწვიეს. ცხადია, სტივ ნეშზე ვსაუბრობთ. გუნდის ხშირად არასახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად, ცივსისხლიან გერმანელს არასდროს უფიქრია ტექსასიდან წასვლაზე და ხელმძღვანელობის მიმართ პრეტენზიებით არ გამოირჩეოდა. დირკი არსებული რესურსითა და გერმანული შრომისმოყვარეობით გავიდა ფონს.

დალასში ეგონათ, რომ ლუკა დონჩიჩი დირკის გზის ღირსეული გამგრძელებელი იქნებოდა. თავის დროზე დალას მავერიქსის მფლობელმა მარკ კუბანმა, რომელსაც ძალიან უყვარდა ევროპელ კალათბურთელებთან მუშაობა, 2018 წელს დრაფტის მესამე ნომერი ტრეი იანგი, ატლანტა ჰოუქსს ლუკა დონჩიჩში გაუცვალა. ლუკას დირკ ნოვიცკის გზა უნდა გაეგრძელებინა, ის მის მემკვიდრედ განიხილებოდა და განუზომელი ძალაუფლებით დალასში მალევე აღიჭურვა, ტექსასში იმედი ხელახლა გაჩნდა. თან სლოვენიელმა კლუბის ლეგენდის მხარდამხარ 2 სეზონი ითამაშა. ლუკა დონჩიჩს შემართება და გუნდის სიყვარული არასდროს აკლდა, როგორც ამბობენ ქალაქითაც კმაყოფილი იყო და ერთი კვირის წინ იქ 15-მილიონიანი სასახლე იყიდა. თავდაპირველად ის ვარსკვლავების მიმართ ჭირვეული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, სლოვენიელი ჯადოქრის სიტყვა კუბანისთვის პრიორიტეტული იყო და ბოლო წლებში სწორედ 77-ე ნომერთან უთანხმოებას შეეწირა კრისტაფს პორზინგისი და ფრენჩაიზის გამაჩემპიონებელი მწვრთნელი რიკ კარლაილი, ასევე ლუკას გამო დატოვა გუნდი ამომავალმა ვარსკვლავმა, ჯეილონ ბრანსონმა, თუმცა ბოლო პერიოდში თითქოს ეს პრობლემაც მოგვარდა, მავერიქსში მოსულ მეორე სუპერვარსკვლავ კაირი ირვინგს დონჩიჩი კარგად შეეწყო, წინა წელს დასავლეთ კონფერენციის ფინალიც მოიგეს და მიმდინარე სეზონშიც ერთ-ერთ ფავორიტად განიხილებოდნენ. მაშ, რამ აიძულა დალას მავერიქსის ხელმძღვანელობა და გენერალური მენეჯერი ნიკო ჰარისონი ერთი შეხედვით ფრენჩაიზისთვის წამგებიან ტრეიდზე წასულიყო?!
ლუკა დონჩიჩი არაგუნდური მოთამაშეა?!
ტექსასელებმა პირველივე წლიდან ლუკა დონჩიჩზე ააწყვეს გუნდი. მარკ კუბანმა ევროპული დუოს შეკვრა განიზრახა და სლოვენიელს ლატვიელი ფორვარდი კრისტაფს პორზინგის მოუყვანა კლუბში. პორზინგისისა და დონჩიჩის დუეტი ლიგისთვის მომაკვდინებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ყველაფერს ხელი ლატვიელის ტრავმებთან ერთად მოთამაშეებს შორის კონფლიქტმა შეუწყო. ბოლოს უთანხმოება იმ დონემდე მივიდა, რომ კალათბურთელები ერთმანეთის მიმართ, პასის მიცემასაც ერიდებოდნენ. არადა ლუკას ტრავმის ჟამს, კრისტაფსმა შეძლო მნიშვნელოვან თამაშებში გუნდის ლიდერობა და ზედიზედ 6 შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა. ჯანსაღი ურთიერთობის პირობებში ამ დუეტს ლიგის დატერორების მზარდი პერსპექტივა გააჩნდა. ლუკას და პორზის სამწლიანი არც თუ ტკბილი პარტნიორობა საბოლოოდ ლატვიელის გუნდიდან წასვლით დასრულდა.

წინა სეზონში პორზინგისი ბოსტონ სელტიკის ჩემპიონობაში ის X ფაქტორი აღმოჩნდა, რომელიც ბოლო დეკადაში ასე აკლდათ კელტებს. ლუკასთან ბურთის ნაკლებად გაყოფისა და ვერ განვითარების პერსპექტივის გამო, კლუბს მოუწია ამომავალი ვარსკვლავის ჯეილენ ბრანსონის ნიუ ორკში გაშვება. რაც ასევე მენეჯმენტის სერიოზულ მინუსად ჩაითვალა, რადგან უკანახაზელი N-NBA-ის ვარსკვლავად და ამერიკის ნაკრების წევრად ჩამოყალიბდა. ლუკა დონჩიჩთან უთანხმოების გამო კლუბი შეელია მთავარ მწვრთნელ რიკ კარლაილს, რომლის თავკაცობით კოვბოებმა 2011 წელს იჩემპიონეს.
ლუკას მთავარი გამოწვევა — ფიზიკური ფორმა
მას შემდეგ, რაც მარკ კუბანმა გუნდის წილის დიდი ნაწილი გაასხვისა და იმდენად არ ერეოდა მენეჯმენტში, ლუკასა და დალასის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ბოლო სეზონებში კლუბმა პრიორიტეტი შეცვალა და ლუკას მკაცრად მოსთხოვა წონისა და ფიზიკური კონდიციების მოწესრიგება, ასევე პარკეტსა და მის მიღმა მსაჯებთან, მოთამაშეებთან და ოფიციალურ პირებთან კონფლიქტსა და შელაპარაკებაში შესვლის შემცირება. ახალი მწვრთნელი ჯეისონ კიდი, კატეგორიულად მოითხოვდა მისგან წონის პრობლემის მოგვარებას, მიუხედავად უკანახაზელის პოზიციისა - ის ლიგაში მე-7 ყველაზე წონიანი კალათბურთელია, კლუბს ასევე სურდა ლუკას მეტი ყურადღება დაეთმო დაცვითი უნარ ჩვევების განვითარებისთვის. არასასურველი შედეგის გამო კლუბმა გადაწყვიტა ლუკას დასჯა და იმ ადამიანების მოშორება, რომელთანაც დონჩიჩს კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 2023 წლის აგვისტოში გუნდმა გაათავისუფლა მოთამაშეთა ჯანმრთელობისა და სამედიცინო მიმართულების დარგის დირექტორი კეისი სმიტი, რომელიც დალასიდან წასვლის შემდეგ ბრანსონის კონსულტაციით ნიქსმა წაიყვანა. გასული სეზონის შემდეგ მავერიქსმა გაათავისუფლა ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ჯერემი ჰოლსოპლი და მანუალური თერაპევტი - კეისი სპანგლერი. სამივე მათგანს ტექსასურ გუნდში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა და ლუკას დალასში მოსვლის დღიდან მის განვითარებაზე მუშაობდნენ. ლუკა ხშირად წუხდა და ამბობდა: „ისინი ათავისუფლებენ ყველას, ვინც მომწონს.”

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დონჩიჩი კლუბთან აშკარა კონფლიქტზე არ წასულა და უთანხმოების გამომწვევ საკითხებზე მუშაობდა. ვარსკვლავებთან ურთიერთობის კომპლექსი სლოვენიელმა ბოლო წლებში დასძლია და ირვინგთან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, როგორც ამბობენ, კლეი ტომპსონის ტრანსფერსაც სიხარულით შეხვდა. ლუკა დონჩიჩის მამის თქმით, მავერიქსის ბრალდება მის კონდიციებთან დაკავშირებით უნამუსობაა, რადგან სლოვენიელი წინა სეზონში ბოლომდე დაიხარჯა. რთულია მას არ დაეთანხმო, 2023/2024 წლების რეგულარულ სეზონში ლუკამ 70 მატჩი ითამაშა, საშუალოდ ჩატარებული წუთების რაოდენობით ლიგის ერთ-ერთი ლიდერი იყო. გადამწყვეტ და მნიშვნელოვან შეხვედრებში ხშირად 40-45 წუთს პარკეტზე ატარებდა.
რა უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს ამ ტრეიდს დალასს მავერიქსისთვის?
გენერალურმა მენეჯერმა, ნიკო ჰარისონმა, განაცხადა, რომ ჩემპიონატის მოგებისთვის ძლიერი დაცვა აუცილებელია. ტექსასურ გუნდი მუდამ შეტევასთან ასოცირდებოდა და ბოსტონ სელტიქსივით დაცვის ექსპერტი არასდროს ყოფილა, დალასში მწარედ ახსოვთ თუ რას ნიშნავს დაცვის ნაკლებობა - სტივ ნეშისა და დირკ ნოვიცკის სუპერშემტევი დუეტის მაგალითზე, რომლებმაც სწორედ დაცვის სიმწირის გამო ვერ მოიგეს ტიტული. თავის დროზე კი მავერიქსის ერთადერთ ჩემპიონობაზე დირკის ფანტასტიკურ შეტევასთან ერთად ტაისონ ჩენდლერისა და შონ მერიონის ფენომენალურმა დაცვამაც იქონია გავლენა.
რა უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს ამ ტრეიდს დალასს მავერიქსისთვის?
გენერალურმა მენეჯერმა, ნიკო ჰარისონმა, განაცხადა, რომ ჩემპიონატის მოგებისთვის ძლიერი დაცვა აუცილებელია. ტექსასურ გუნდი მუდამ შეტევასთან ასოცირდებოდა და ბოსტონ სელტიქსივით დაცვის ექსპერტი არასდროს ყოფილა, დალასში მწარედ ახსოვთ თუ რას ნიშნავს დაცვის ნაკლებობა - სტივ ნეშისა და დირკ ნოვიცკის სუპერშემტევი დუეტის მაგალითზე, რომლებმაც სწორედ დაცვის სიმწირის გამო ვერ მოიგეს ტიტული. თავის დროზე კი მავერიქსის ერთადერთ ჩემპიონობაზე დირკის ფანტასტიკურ შეტევასთან ერთად ტაისონ ჩენდლერისა და შონ მერიონის ფენომენალურმა დაცვამაც იქონია გავლენა.

ენტონი დევისის დამატებით კლუბმა აქცენტი დაცვის გაძლიერებაზე გააკეთა. ბევრი ექსპერტის აზრით, დალასისთვის ეს გაცვლა ძალიან წამგებიანია და თუ მავერიქსი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა, დონჩიჩის ბევრად სარფიანად გაცვლა შეიძლებოდა. კლუბმა სლოვენიელთან ერთად დათმო ერთგული მოთამაშე და საკმაოდ კარგი დამცველი კლებერი, რომელსაც დალასში 8 სეზონი ჰქონდა გატარებული. ლუკას გაცვლით შეტევითი პოტენციალი ბევრად შემცირდა, მაგრამ მავერიქსი ხდება ერთ-ერთი ყველაზე კარგი დაცვის მქონე, დანიელ გეფორდისა და ენტონი დევისის წინახაზით, ასევე კლეი ტომპსონი და უნივერსალი პ.ჯ ვაშინგტონის უნარ-ჩვევებიც არ უნდა დავივიწყოთ დაცვით აქტივობებში. მავერიქსს ნამდვილად აქვს მოკლევადიან პერსპექტივაში წარმატების მიღწევის რეალური შანსი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდის ახალი სამეული დევისი-ტომპსონი-ირვინგი, ბოლო წლებში ტრავმებისკენ არის მიდრეკილი და ეს გუნდისთვის მძიმე გამოწვევა იქნება. თუ დალასი მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ აღწევს წარმატებას, მათთვის 30+ ასაკის, ტრავმებისკენ მიდრეკილი AD-ის კონტრაქტი ცალკე თავის ტკივილი გახდება. ნიკო ჰარისონმა გარისკა და ფსონი მყისიერ გამარჯვებაზე დადო.
რა უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს ლეიკერსში ლუკას ტრეიდს?
სლოვენიელი ჯადოქრის გუნდში ხილვაზე ნებისმიერი ფრენჩაიზის გენერალური მენეჯერი და ქომაგები იოცნებებდნენ, ლებრონ ჯეიმსს არასდროს დაუმალავს ლუკას მიმართ სიმპათიები და ღიად აფიქსირებდა, რომ დონჩიჩი მისი ფავორიტი მოთამაშეა. ლუკას უხდება ლეიკერსი, ეს ელიტაა. აქ ჯეკ ნიკოლსონი მოდის შენს საგულშემატკივროდ. ლეგენდარულმა რეჟისორმა უკვე მიმართა ევროპელს - იმედია, კიდევ ერთ ბეჭედს მომასწრებო. პრესკონფერენციაზე დონჩიჩმა გაცვლის შესახებ გაკვირვება კვლავ ვერ დამალა, მაგრამ ისიც დააყოლა: „ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ორგანიზაციაში ვარ და ძალიან მიხარია აქ ყოფნა. კარგი იქნებოდა, ჯი და კობი ამ დღეს მოსწრებოდნენ.”

მოკლევადიან პერსპექტივაში ლეიკერსის საფრთხე - დაცვაა. დევისის წასვლის შემდეგ გუნდი ამ მიმართულებით დასუსტდა, თუ კი მაილის ტარნერს ან სხვა მაღალის დამატებას ვერ მოასწრებენ, LA-ის პლეიოფის სტადიაში გაუჭირდება. ბევრი ანალიტიკოსი და ვეტერანი კალათბურთელი, მათ შორის ჩარლზ ბარკლი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მეფესა და ახალგაზრდა უფლისწულს ბურთის ტარება მეტად უყვართ და ეს შეიძლება პრობლემური საკითხი გახდეს. ბოლო სეზონებში, რაჟან რონდოს წასვლის შემდეგ არცერთ გამთამაშებელს არ ჰქონია ბურთის ტარებაზე თავისუფლება და ლეიკერსის შეტევების გამნაწილებელი ძირითადად ლებრონია. კალიფორნიელთა გათვლა აშკარად გრძელვადიანია - თუ კი ლებრონის წასვლამდე, ლუკა და ბრონი გუნდს ბეჭედს მოუტანენ და საჩემპიონო მარათონში წინ გასულ ბოსტონს დაეწევიან ხომ კარგი, თუ არადა მომავალი 10 წლის განმავლობაში ლეიკერსს ეყოლება ლიგის ერთ-ერთი მთავარი სუპერვარსკვლავი და შესაძლოა მთავარი სახეც კი, რომელზეც მუდმივად შეეძლება გუნდის აშენება. კალიფორნია ლუკას ახალი სახლი გახდება და არა მგონია დონჩიჩს ამ სიდიადესთან შეგუება გაუჭირდეს. ასევე აღსანიშნავია ერთი დეტალი - ბოლო წლებში ბევრი საუბრობდა ლუკასა და ტეიტუმის ერასა და ამ ორი კალათბურთელის სამომავლო დუელზე. წინა წელს დონჩიჩის დალასი ბოსტონთან დამარცხდა და სლოვენიელს ქამბექი სჭირდება. ამ დუელის ლეიკერსი - ბოსტონის სახელით გაგრძელება კი მეტად ხმაურიანი და საკულტო გახდება - ლარი ბერდისა და მეჯიქ ჯონსონს საუკეთესო ტრადიციებში.
ლუკა დონჩიჩთან ერთად ლოს ანჯელესში დრამაც იქნება და ტრილერიც. ფინიშშიც ბედნიერი დასასრული იკითხება... ნებისმიერ შემთხვევაში სცენარის შეცვლაც არ იქნება პრობლემა. ჰოლივუდი და ჯეკ ნიკოლსონი იქვე არიან.















