რეი კლემენსის ოქროს ეპოქა
ლივერპულს კლემენსამდეც ჰყავდა გამორჩეული მეკარეები, თუმცა პირველ დიდ ევროპულ წარმატებას ამ გუნდმა სწორედ მის ეპოქაში მიაღწია. თავად განსაჯეთ: რეისთან ერთად, მერსისაიდელებმა მოიგეს 3 ჩემპიონთა თასი, 5-ჯერ ინგლისის ჩემპიონატი და კიდევ სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო.
ინგლისელმა მეკარემ "სქაუზერებში" 14 წელი გაატარა (1967-1981 წ.წ.) და ამ დროის განმავლობაში მან 665 შეხვედრაში ითამაშა. მასზე მეტი მატჩი ბრიტანულ კლუბში ჩატარებული აქვს მხოლოდ 3 მოთამაშეს: იან კალაჰანს (857 მატჩი), ჯეიმი კარაგერსა (737 მატჩი) და სტივ ჯერარდს (710 მატჩი). ბევრის აზრით, კლემენსი ენფილდელთა ისტორიაში საუკეთესო კარის დარაჯია.

ბრიუს გრობელარი - სპაგეტის ფეხები, ეიზელი, კრიზისი
1981 წელს, რეი ტოტენჰემში გადავიდა, მისი შემცვლელი გრობელარი კი ლივერპულში 1994 წლამდე გაჩერდა. მის ანგარიშზე არის 625 მატჩი და უამრავი ჯილდო, მათ შორის, ჩემპიონთა თასის 1 ტიტული და 6-ჯერ ინგლისის ჩემპიონობა. გახსოვთ, ირჟი დუდეკის დამაბნეველი ხრიკები მილანთან სტამბოლის ფინალის 11-მეტრიანების სერიაში? ყველაფერი ეს ბრიუსის მემკვიდრეობაა.
როგორც აღვნიშნეთ, მერსისაიდელები ზიმბაბველ მეკარესთან ერთად ჩემპიონთა თასის კიდევ ერთ ტიტულს დაეუფლნენ. ეს მოხდა 1984 წელს, მაშინ "წითლების" მეტოქე რომა იყო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, რის შედეგადაც 11-მეტრიანების სერია დაინიშნა და მისი მთავარი გმირი სწორედ "სქაუზერთა" კარის დარაჯი აღმოჩნდა.
"ჯალოროსის" ფეხბურთელების დარტყმის წინ, ენფილდელთა პირველი ნომერი მოწინააღმდეგეების პროვოცირებას ცდილობდა და კარის ბადეს ღეჭავდა, რითაც სპაგეტის ჭამის იმიტაციას ახდენდა. ამის გარდა, "ჯანგლმენი" კიდურებით აკეთებდა ტალღოვან მოძრაობებს, დაახლოებით ისეთს, როგორსაც მისი პოლონელი მემკვიდრე "როსონერისთან".

აღნიშნულ მოძრაობას მოგვიანებით "სპაგეტის ფეხებს" უწოდებენ. გრობელარის სიგიჟემ გაამართლა, "მგლებმა" ორი პენალტი გააფუჭეს, რის შედეგადაც თასი ჯო ფაგანის გუნდს დარჩა. ერთი წლის შემდეგ, ინგლისური გრანდი კვლავ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, მაგრამ ამჯერად ბრიუსის "სპაგეტის ფეხები" უძლური აღმოჩნდა ტურინის იუვენტუსთან, კერძოდ კი, მიშელ პლატინის წინააღმდეგ.
დიახ, აღნიშნული ფინალი ლივერპულის მარცხით დასრულდა, თუმცა წაგებაზე უფრო უსიამოვნო რამ მოხდა უშუალოდ შეხვედრის დაწყების წინ, როდესაც ინგლისელმა ქომაგებმა იტალიელი ფანები დაარბიეს. ამ ინციდენტს მოგვიანებით "ეიზელის ტრაგედია" დაერქვა, რასაც მერსისაიდელთა 8-წლიანი დისკვალიფიკაცია მოჰყვა.
არსებობს მოსაზრება - აღნიშნული ინციდენტი რომ არა, "წითლები" და მათი ზიმბაბველი მეკარე 80-იანებში ბევრად უფრო მეტ ტიტულს მოიპოვებდნენ. როგორც აღვნიშნეთ, "სქაუზერთა" კარის დარაჯი თავისი კარიერის მთავარ კლუბში 1994 წლამდე თამაშობდა, შემდეგ კი მან ადგილი ახალი თაობის გოლკიპერებს გადაულოცა.

არასტაბილურობის ეპოქა - დაკარგული თაობა და სტამბოლის ფინალი, ანუ სპაგეტის ფეხები II
"ჯანგლმენის" წასვლის შემდეგ, მისი ადგილი დევიდ ჯეიმსმა დაიკავა, რომელიც ენფილდზე 90-იანების ბოლომდე თამაშობდა. გუნდში იმ დროს თავი მოიყარა ე.წ. "ოქროს თაობამ", მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ საქმე "დაკარგულ თაობასთან" უფრო გვქონდა. თავად განსაჯეთ: რობი ფაულერი, სტივ მაკმანამანი, ჯეიმი რედნაპი და ამომავალი ვარსკვლავი, მაიკლ ოუენი.
შთამბეჭდავი ჩამონათვალია, თუმცა იმ ეპოქის ლივერპულმა თავი დაგვამახსოვრა არა ტიტულებით, არამედ არასტაბილურობით. იმავე დახასიათებაში მერსისაიდელთა იმდროინდელი ინგლისელი კარის დარაჯიც ჯდება. მისი წასვლის შემდეგ, მოვიდა სანდერ ვესტერველდი, მოგვიანებით კი ზემოხსენებული დუდეკიც.

ირჟი არ შედიოდა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა რიცხვში, თუმცა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი ქამბექის განხორციელებაში მან უდიდესი როლი ითამაშა. გავიხსენოთ: "წითლები" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ეშმაკებთან" ნადგურდებიან 0:3-ს, მატჩის ბოლოსთვის კი ტაბლოზე 3:3 არის დაფიქსირებული.
ინიშნება პენალტების სერია, რომელშიც პოლონელი მეკარე გრობელარის როლს ირგებს. გამარჯვებულები გამოდიან "სქაუზერები", კარლო ანჩელოტის გუნდი კი დამარცხებულის როლში აღმოჩნდა, პირველი ტაიმის ბოლოსთვის ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ყველაზე კოშმარული ღამე ანდრეი შევჩენკოს კარიერაში, ეს ყველაფერი კი ენფილდელთა კარის დარაჯის "დამსახურებით".

იურგენ კლოპის მოსვლა - ლორის კარიუსის ტრაგედია, ალისონ ბეკერის დომინაცია
დუდეკის შემდეგ, რაფაელ ბენიტესის გუნდის კარი პეპე რეინამ დაიცვა, თუმცა მის ეპოქაში ინგლისურ გრანდს ტიტულები არ მოუგია. ისტორიას ახსოვს ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ფინალი, მეტოქე ისევ მილანი იყო, მაგრამ ამჯერად ლივერპულმა წააგო. ესპანელი კარის დარაჯი მოგვიანებით სიმონ მინოლემ ჩაანაცვლა.
2015 წელს, მერსისაიდში კლოპის ეპოქა დაიწყო, რომელსაც კარდინალური გადანაცვლებები მოჰყვა. დორტმუნდის ბორუსიას ყოფილმა მწვრთნელმა "წითლებში" მოიყვანა ახალი კარის დარაჯი, კარიუსი, მაგრამ მისი შეცდომები ინგლისურ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგების ფასად დაუჯდა. "სქაუზერებს" სჭირდებოდათ ახალი, უკვე შემდგარი პროფესიონალი, იურგენი ამას აცნობიერებდა.

გერმანელი მწვრთნელი შეეშვა ბუნდესლიგაში ტალანტების ძებნას და ყურადღება გადაიტანა სერია ა-სკენ, სადაც "კაპიტოლინის" შემადგენლობაში ალისონი ბრწყინავდა. 72.5 მილიონის სანაცვლოდ ენფილდელებმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯი გაიფორმეს, რომელიც თავის უმაღლეს კლასს დღემდე ამტკიცებს.
ბეკერთან ერთად, კლოპის გუნდი ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის ტიტულებს დაეუფლა. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ეს იყო პირველი შიდა ჩემპიონობა 1990 წლის შემდეგ. იურგენის მოსვლამდე, ლივერპულმა 30 წლის მანძილზე არ იცოდა, თუ რა იყო 1-ელი ადგილი. მის ეპოქაში, ბრაზილიელი კარის დარაჯი ისეთივე მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩებოდა, როგორიც იგივე მო სალაჰი, ვირჯილ ვან დეიკი, სადიო მანე და ბობი ფირმინო.

ახალი ერა უკვე დაიწყო, მალე გიორგი მამარდაშვილიც მოვა
გერმანელი მწვრთნელი გასული სეზონის ბოლოს წავიდა, ახალი ეპოქის ათვლა კი არნე სლოტის დანიშნვით დაიწყო. მერსისაიდელთა მეკარე ჯერჯერობით არ შეცვლილა, მაგრამ 2025 წელს, ნისლიან ალბიონზე მამარდაშვილს ელიან. როგორც ვიცით, "წითლებმა" უკვე იყიდეს ახალგაზრდა კარის დარაჯი, თუმცა იჯარით ის კიდევ ერთი სეზონით ვალენსიაში დარჩება.
უხეშად რომ ვთქვათ, გიორგი "სქაუზერების" ამჟამინდელი პირველი ნომრის წასვლას ელოდება. თავად მეკარე ოპტიმისტურად არის განწყობილი და ის სულაც არ თვლის, რომ მისი ენფილდიდან წასვლის დრო უკვე მოვიდა. ვნახოთ, რა იქნება 1 წლის შემდეგ, რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, წინ რაღაც ახალი, აქამდე არ არსებული და გრანდიოზული მოვლენა გველოდება.