La Gazzetta Georgia თქვენთან ერთად, 2024 წლის სეზონს სანაკრებო კუთხით მიმოიხილავს.




2025 წელი გამორჩეულად საინტერესო იქნება ქალთა ასაკობრივი ნაკრებებისთვისაც: საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები A ლიგაში ისტორიაში პირველად ითამაშებს. სალომე ხუბულურის გუნდი მესამე ჯგუფში: იტალიის, ჩეხეთისა და ხორვატიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ეროვნული ნაკრები
ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, 2024 წელს, გერმანიაში, ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ზურგს კი ათასობით ქართველი გულშემატკივარი უმაგრებდა.
ევროპის ჩემპიონატამდე, საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, ჩემპიონ ესპანეთთან (4:1) დამარცხდა და ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა, თუმცა საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჯგუფურ ეტაპზე გამორჩეულად დასამახსოვრებელი თამაშით მოიპოვა: თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ (3:1), მეორე მატჩი ჩეხეთთან ფრედ (1:1) დაასრულა, დასკვნით შეხვედრაში კი პორტუგალია დაამარცხა (2:0).
აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძემ ჯგუფურ ეტაპზე გატანილი 3 გოლით, ოქროს ბუცი დაიმსახურა და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.

ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ, მაშინ, როდესაც ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს მოქმედი კონტრაქტი უსრულდებოდა, ხოლო წინ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გველოდა, ფრანგ სპეციალისტსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტის გათვალისწინებით, ჩვენი ნაკრების 47 წლის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს.
2025 წელს, ვილი სანიოლს რთული სამუშაო ექნება გასაწევი, რადგან საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-გუნდიან E ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად: თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთი/ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებული ეყოლება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოსთვის 2025 წლის სექტემბერში დაიწყება.

ქალთა ეროვნული ნაკრები
ვილი სანიოლის მსგავსად, 2024 წელს თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ირის ანტმანთან, რომლის გაწვრთნილმა გუნდმაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ისტორიულ პლეი-ოფში ითამაშა. ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა.
49 წლის ირის ანტმანი, რომელიც ისრაელიდანაა, საქართველოს ქალთა ნაკრებს 2023 წლის აპრილიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა: 18 მატჩი გამართა: 8 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 7 შემთხვევაში კი დამარცხდა.

U21 ნაკრები
ვილი სანიოლისა და ირის ანტმანის მსგავსად, ხელშეკრულება გაგრძელდა რამაზ სვანაძესთანაც, რომელიც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს.
2024 წელს, ქვეყნის მეორე ნაკრებმა ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება პლეი-ოფის გავლით მოიპოვა. აქამდე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს მსგავსი მიღწევა არ ჰქონია, რადგან 2023 წელს, 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენი ნაკრები მასპინძლის სტატუსით მოხვდა.
ტურნირის დებულების მიხედვით, 2025 წლის ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ მოხვდა 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დარჩენილი 6 მეორეადგილოსანი ნაკრები ერთმანეთს დაუპირისპირდა და 3 საგზური სწორედ ამ გზით გადანაწილდა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 2025 წლის ევროპის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის C ჯგუფში ნიდერლანდებთან, შვედეთთან, მოლდოვასთან, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტართან ერთად თამაშობდა. გამართული 10 მატჩიდან რამაზ სვანაძის გუნდმა 6 შეხვედრა მოიგო, 1 მატჩი ფრედ დაასრულა, 3 შემთხვევაში დამარცხდა, 19 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა და აღნიშნული მაჩვენებლით, ისტორიულ პლეი-ოფში ითამაშა, სადაც ჩვენმა გუნდმა ხორვატიის ბარიერი გაიარა.
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულმა წილისყრამ გამოარკვია, რომ ისტორიული ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე: პოლონეთს (11ივნისი), საფრანგეთსა (14 ივნისი) და პორტუგალიას (17 ივნისი) დავუპირისპირდებით.
21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის 11 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, სლოვაკეთის 8 ქალაქის 8 სტადიონზეა დაგეგმილი.
ასაკობრივი ნაკრებები
ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში 19-წლამდე ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელიც ახალგაზრდა სპეციალისტი, ლაშა ფირცხალაიშვილია: პოლონეთს (19 მარტი), სლოვაკეთს (22 მარტი) და მონტენეგროს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.
ვასილ მაისურაძის 18-წლამდე ნაკრები, რომელიც მომდევნო წლის ნოემბერში 19-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვება - სერბეთს, გიბრალტარს და მასპინძელ ხორვატიას დაუპირისპირდება.
გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრები, მარტში მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდის B ლიგაში მიიღებს, სადაც 2008 წელს და შემდეგომ წლებში დაბადებულთა გუნდი - ლიეტუვასა და ყაზახეთს შეხვდება. რეიტინგული შინაარსის მქონე ტურნირის მასპინძელი ყაზახეთი იქნება.
გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრები, მარტში მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდის B ლიგაში მიიღებს, სადაც 2008 წელს და შემდეგომ წლებში დაბადებულთა გუნდი - ლიეტუვასა და ყაზახეთს შეხვდება. რეიტინგული შინაარსის მქონე ტურნირის მასპინძელი ყაზახეთი იქნება.
სანდრო კობახიძის 16-წლამდე ნაკრები შემოდგომით ისლანდიასა და საბერძნეთს უმასპინძლებს. 3-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს. აღნიშნულ მატჩებსაც საქართველო უმასპინძლებს.
2025 წელი გამორჩეულად საინტერესო იქნება ქალთა ასაკობრივი ნაკრებებისთვისაც: საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები A ლიგაში ისტორიაში პირველად ითამაშებს. სალომე ხუბულურის გუნდი მესამე ჯგუფში: იტალიის, ჩეხეთისა და ხორვატიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
B ლიგაში ითამაშებს საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები და მეტოქეობას: ბულგარეთს, ლუქსემბურგსა და ლიხტენშტაინის გაუწევს. ჯგუფური ეტაპის მატჩები 2-დან 8 აპრილის ჩათვლით, ბულგარეთში გაიმართება.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოები















