“რაიმე წასაკითხი ხომ არ გნებავთ?”
“დიახ! ხომ არ გაქვთ რამე მსუბუქი?”
“ეს პატარა ბროშურა გამოგადგებათ - ცნობილი ებრაელი სპორტსმენები?”
ეს დიალოგი 1980 წლის ჯიმ აბრაჰამსის ფილმიდან “ თვითმფრინავი / მაღლა მფრინავი” დან არის.
ფილმში გავრცელებული დიალოგი თითქოს რეალობას არ არის მოკლებული, რადგან სპორტის მოყვარული საზოგადოებისთვისაც ებრაელის სპორტსმენების ჩამოთვლა ნამდვილად არ წარმოადგენს ფუფუნებას. ხალხში ის აზრიც ხშირია, რომ ებრაელებს ძირითადად კულისებიდან გუნდის მართვა უყვართ და ამიტომ ვერ შევხვდებით მოედანზე ბევრს მათგანს.
მოდი, ვიმოგზაუროთ ისტორიაში და ვნახოთ როგორი იყო მეორე მსოფლიო ომამდე ებრაელების ჩართულობა ევროპულ ფეხბურთსა და ზოგადად სპორტში.
1909 წელს ავსტრიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ჰაკოა ვენა” სიტყვა ჰაკოა ებრაულად ძალას ნიშნავს და კლუბის მესვეურებს სურდათ ძლიერი კლუბი შეექმნათ, როგორც ავსტრიის ასევე მთელი ევროპის მასშტაბით. ორგანიზაცია მთლიანად ებრაული ასოციაციის და თემის საკუთრება იყო და მასში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიმობნეულ ებრაელებს იწვევდნენ. ამ პოლიტიკის გამო თავისი დროის ებრაულ ბილბაოს “ატლეტიკადაც” შეგვიძლია მოვიხსენიოთ. ჰაკოა სწორედ იმ დროს იყო გამორჩეული, როდესაც ავსტრიული ფეხბურთი და დუნაის სკოლა ( ავსტრია- უნგრეთი) მსოფლიო ფეხბურთის ოქროს სტანდარტებს აწესებდნენ . ჰაკოა 1925 წელს ავსტრიის ჩემპიონიც გახდა და მეზობელი ქვეყნების გუნდებთან დაპირისპირების დროსაც გამარჯვებული ბრუნდებოდა, მოგეხსენებათ მაშინ ჩემპიონთა ლიგა ან დიდი საერთაშორისო ტურნირი არ არსებობდა, კლუბები ერთმანეთს ოთხთან ტურნირებზე იწვევდნენ და მსგავსი დაპირისპირებებით ავლენდნენ საუკეთესოს.
დაარსების წლებიდან ჰაკოა მხოლოდ საფეხბურთო გაერთიანება როდი იყო , ორგანიზაციას ჰქონდა სხვადასხვა სექცია - ჰოკეი, ფარიკაობა, მძლეოსნობა, ჭიდაობა, ცურვა.
ჰაკოას იმ დროინდელი ინოვაცია გახლდათ ის რომ კლუბი ბევრს მოგზაურობდა, საერთაშორისო შეხვედრებს მართავდა. სადაც ათასობით ებრაელ გულშემატკივარს იზიდავდა ადგილობრივ გუნდებთან მატჩებზე - ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ლონდონი და ნიუ-იორკი. „ჰაკოას“ მხარდაჭერა სწრაფად გავრცელდა მთელ ევროპაში, რადგან რუსეთიდან და შეერთებული შტატებიდან ებრაელები გულმოდგინედ უჭერდნენ მხარს „ჰაკოა ვენას“, რომელმაც ისარგებლა ასეთი მხარდაჭერით ძალიან წარმატებული ტურებისა და ამხანაგური თამაშების ორგანიზებით. როგორც პირველი „ებრაული“ გუნდი, ჰაკოამ მიიპყრო ცნობილი ებრაელი ფიგურების, მათ შორის მწერლის ფრანც კაფკას ყურადღება. სეზონს შორის, „ჰაკოა“ მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში თავისი წარმატების რეკლამირებით. თუმცა, მაისურებისა და სხვა საქონლის გაყიდვის ნაცვლად, ჰაკოა სიონიზმს ყიდდა. ვიზიტებისთვის მოსამზადებლად, ისინი გუნდის წინ პრომოუტერებს აგზავნიდნენ, რათა აჟიოტაჟი შეექმნათ და ებრაელი გულშემატკივრები მოეზიდათ. საფეხბურთო კლუბთან ერთად, მოგზაურობდნენ სხვადასხვა სექციის სპორტსმენები, როგორიცაა ცურვა, ჭიდაობა და ა.შ. მათაც არაერთი მედლითა და წარმატებული ასპარეზობით გაითქვეს სახელი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ებრაული კლუბის სპორტსმენები ანტისემიტიზმის მსხვერპლიც ხდებოდნენ, ამიტომაც ტურნეზე სხვადასხვა სექციის სპორტსმენები ერთად დადიოდნენ და მოჭიდავეები პირადი მცველის ფუნქციასაც ითავსებდნენ. 1920 იან წლებში კლუბში თამაშობდა ლეგენდარული ბელა გუტმანი, რომელმაც ამერიკის ტურნეს შემდეგ მის რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად იქ გადაწყვიტა დარჩენა. ჰაკოა წარმატებულად გამოდიოდა შეერთებულ შტატებში და აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ჰაკოა იყო პირველი კლუბი კონტინენტური ევროპიდან, ვინც ბრიტანეთში, ბრიტანული კლუბი დაამარცხა. ამერიკაში დარჩენილი მოთამაშეების ნაწილმა დააარსეს საფეხბურთო კლუბი “ ნიუ ორკ ჰაკოა” 1930 იანი წლებში, რამდენიმე სპორტსმენი წავიდა პალესტინაში და იქ დააარსა “ჰაკოა თელავივი” გლობალიზაცია ჰაკოას ბრენდს და საერთაშორისო იმიჯს ხელს უწყობდა, მაგრამ ამდენი ნიჭიერი მოთამაშის გადინების შემდეგ, კლუბს ავსტრიაში შეირყა ტახტი.მიუხედავად ამისა, ებრაელები ფიქრობდნენ, რომ იმ პერიოდში მიმდინარე ანტისემიტიზმის ფონზე - ფეხბურთი და ზოგადად სპორტი იხსნიდა მათ ანტისემიტური ტირანიისგან. ჰაკოას იდეოლოგია დაფუძნებული იყო ცნობილი სიონისტის მაქს ნორდომ სიჯანსაღის დოქტრინაზე - მან შექმნა დოქტრინა ‘Muskeljuden- nim” ანუ ფიზიკურად ძლიერი და ჯანსაღი იუდაიზმი, ნორდო ამტკიცებდა რომ ანტისემიტიზმით დაზარალებულებს განსაკუთრებული ავადმყოფობა ჭირდათ, ეს არის “ Judendot” რაც ითარგმნება როგორც ებრაული სევდა. გეტოებში და დევნაში ცხოვრებამ მათ ნერვიულ სისტემასა და მამაკაცობაზე იმოქმედა. ანტისემიტიზმის და “Judendot” ის დასამარცხებლად ებრაელების ხელახლა უნდა გამოეძერწათ თავიანთი სხეულები და სპორტი ამის კარგი საშუალება იყო. ჰაკოა შეიქმნა ანტისემიტიზმის დასამარცხებლად, მაგრამ პირიქით მოხდა, ფეხბურთის ქომაგებში და არამხოლოდ ზიზღი უფრო გაიზარდა, რადგან კლუბი იმ პერიოდში დროს უსწრებდა და იქცეოდა ისე როგორც დღევანდელი კომერციალიზმის ეპოქაში ხდება - ჰაკოამ ყველაზე ადრე შეძლო მსოფლიო ბაზრის ათვისება მოგზაურობით, ფეხბურთელებს სამჯერ მეტი ხელფასები დაუნიშნა, რეკლამები და ბიზნესთან თანამშრომლობა, რომელიც იმ დროისთვის სპორტისთვის უღირს საქციელად ითვლებოდა. ჰაკოას წარმატებამ ანტისემიტიზმს გასაქანი კიდევ უფრო მისცა, სხვა გუნდის ქომაგები კლუბს დაცინვით და აგრესიით მოიხსენიებდნენ “Drecskjude” ჭუჭყიანი ებრაელი და “Judeensau” ჭუჭყიანი ღორი.
ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლისა და ავსტრიის ანშლუსის შემდეგ ჰაკოამ არსებობა შეწყვიტა. კლუბის არაერთი ფეხბურთელი მოხვდა საკონცენტრაციო ბანაკში, ჰაკოა არ იყო ერთადერთი კლუბი, ებრაული კლუბების უმეტესობას მსგავსი ბედი ეწვია, არადა 1920 იან წლებში ებრაული კლუბები ყვაოდნენ მთელს ევროპაში ბუდაპეშტში, ბერლინში, პრაღაში, ინსბრუკში, ვენასა თუ ლინცში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰაკოა აღადგინეს, მაგრამ საფეხბურთო კლუბმა დიდხანს ვერ იარსება, იმ დროს ებრაელები სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე უფრო იყვნენ ორიენტირებული და კლუბი მათი ინტერესის სფერო აღარ იყო. ჰაკოას დაშლით ებრაულების ინტერესი არ გამქრალა ფეხბურთის და კლუბების მიმართ, მათი იდეების გამგტარი დღემდე არაერთ ევროპულ გუნდია: “ტოტენჰემ პოტსპურსი”, “ამსტერდამის აიაქსი”, “ზანკტ პაული” , “მტკ”, “ვენის აუსტრია”, მეორე მსოფლიო ომამდე “მიუნხენის ბაიერნის” მენეჯმენტშიც ებრაული სახელ- გვარები ფიგურირებდა.
ვენის აუსტრიასა და უნგრული “მტკსგან განსხვავებით, რომელთანაც ისტორიული სარჩული აქვთ, ტოტენჰემ პოტსპურსი კავშირები ებრაელებთან ცოტა უცნაურია, არადა სპურსის ფანები საკუთარ თავს “ ურიებს” ეძახიან. 1994 წელს კლუბში გადმოსვლის შემდეგ გერმანელ იურგენ კლინსმანს ფანებმა უმღერეს “ ჩიმ ჩიმინი, ჩიმ ჩიმინი კლინსმანი იყო გერმანელი ახლა გახდა ებრაელი” ბევრისთვის მაინც უცნაურად ჟღერს სპურსი და ებრაული ხაზი, არადა მიზეზის პოვრნა არც თუ რთულია, ტოტენჰემის უბანში სახლობენ ძველი ყაიდის არა ასიმილირებული, ჰასადი ებრაელები რომელიც გამოირჩევიან სხვებისგან და ტოტენჰემს ქომაგობენ. ხშირად ლონდონის ჩელსის ებრაელი ქომაგებიც კი, სპურსის ფანი ჰასიდი ებრაელების მიმართ იმაზე დიდიაგრესიას ავლენენ, ვიდრე სხვა ეროვნების მქონე ანტისემიტები. ეს ფაქტიც მეტად უცნაურია, ყველაზე მძლავრ და რასისტულ და ჰოლოკოსტურ სიმღერებს თვითონ ებრაელები უმღერიან ებრაელთა ჯგუფს.მათ შორის გაზის კამერებსა და ჰიტლერის ხსენებით.
ასევე უცნაურად დაიწყო აიაქსი ებრაელობა - ტოტალური ფეხბურთის დროს, როდესაც ამსტერდამის აიაქსი და იოჰან კრუიფი ბრწყინავდნენ, კრუიფი გასახდელში ებრაულ ფრაზებს იყენებდა, იან ვან პრაგი ებრაულ ანეკდოტებს ჰყვებოდა. კლუბის ებრაელი ფსიქოთერაპევტის თქმით, ფეხბურთელებს ძალიან მოსწონდათ ებრაელობის იმიჯი, მიუხედავად იმისა რომ არცერთი არ იყო ებრაელი. არსებობს არაერთი ლეგენდა, რომლის თანახმად კრუიფი ებრაელი იყო ისრაელში ჩადიოდა ნათესავებთან, კიპას ატარებდა სადაც 14 ნომერი იყო ამოქარგული, მაგრამ ეს უფრო თეორიებია, ვიდრე ფაქტის კონსტატაცია. არადა იმ დროს ამსტერდამი ევროპაში ჰიპური კულტურის ყველაზე მეტად გამტარი იყო, რომელიც ფეხბურთელებსა და სპორტულ სივრცეშიც აისახა და სწორედ ამ ფაქტმაც იმოქმედა აიაქსის ფეხბურთელების "ებრაელობაზე".
მიუხედავად ულტრასების და ტექნოლოგიური სიგიჟისა, ფეხბურთი დღეს ნამდვილად არის სივრცე სადაც სიძულვილის და ძალადობის ენა ნაკლებია, არ ვიცი მაქს ნორდოს დოქტრინა რამდენად გამართლდა და იყო თუ არა ის სიჯანსაღისკენ მიდრეკილი, მაგრამ ფაქტი ერთია - სპორტი კარგი საშუალება სიძულვილის და დაპირისპირების დასამარცხებლად, დაე დაპირისპირებების ადგილი მხოლოდ სპორტული არენებიი იყოს…..















