საბრძოლო ხელოვნების გზაზე, როდესაც ამა თუ იმ მოწინააღმდეგესთან ბრძოლას ეჩვევი, იწყებ ადამიანის მდგომარეობის აღქმას. ბრძოლისას ისე მოძრაობ, როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ფეხის მოძრაობას უწყობ მოწინააღმდეგის რიტმს - სწრაფვასა თუ სიმშვიდეს, არც ჩამორჩები და არც გაუსწრებ, (წიგნიდან “ხუთი გრაგნილი”, მიამიტო მუსაში, თარგმანი: ნატალი ბიძინაშვილი) - პატივისცემა, ზრუნვა, სიკეთე, სოციალური პასუხისმგებლობა, საკუთარი თავის ფლობა და ბალანსი სულისა და სხეულის სიძლიერეს შორის, - ამ და კიდევ სხვა ადამიანურ და სპორტულ ფასეულობებს აერთიანებს იაპონური საბრძოლო ხელოვნებები.
ამომავალი მზის ქვეყნის სწავლებას ბრძოლისა და ფასეულობების შესახებ, გოჯუ-რიუს აკადემია აერთიანებს. იაპონური განყობა თბილისის მწვანე უბანში, ლისზე, სპეციალურად იაპონური სტილის დაცვით აშენებული შენობის დანახვისთანავე იგრძნობა.
აკადემია რამდენიმე წლის წინ, სენსეი ლევან როგავამ დააფუძნა. მთავარი მიმართულება ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დო იყო, ასევე, აქ ტექნიკური არსენალის გაღრმავებისთვის შეგიძლიათ შეისწავლოთ სხვადასხვა საბრძოლო მიმდინარეობები, ყველა ემსახურება ერთ მიზანს - გავხდეთ უკეთესები დღეს, ვიდრე ვიყავით გუშინ. გოჯუ-რიუს აკადემია ამ დროისთვის, გოჯუ-რიუ კარატე დოს, ტრადიციული გოჯუ-რიუს, გოჯუ-რიუ MMA-ს, ძიუდოს, იოგასა და სხვა იაპონურ მიმართულებებს აერთიანებს.
გოჯუ-რიუს აკადემიის, ახალგაზრდების ჩართულობისა და იაპონური სახეობების უპირატესობის შესახებ, LaGazzetta.ge-სთან, გოჯუ-რიუს აკადემიის დამფუძნებელმა და მთავარმა მწვრთნელმა, ლევან როგავამ ისაუბრა:
- რატომ გადაწყვიტეთ გოჯუ-რიუს აკადემიის დაფუძნება?
- თავდაპირველად ეს ყველაფერი ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა, თუმცა 7 წლის წინ გაჩენილი იდეა დღეს უკვე რეალობაა. ეს არის უნიკალური პროექტი. ვფიქრობ, ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს ეს სკოლა, რათა საკუთარ თავში იპოვოს თავდაჯერებულობა, ძალა, ენერგია, მით უფრო როცა თანამაედროვე ციფრულ ეპოქაში, როცა რეალობისა და სხეულის აღქმისგან გათიშვა ხდება, ეს არის შესაძლებლობა იპოვონ ძალა საკუთარ თავში და შემდეგ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიონ ძლიერები იქნებიან.
- იაპონელი სენსეები გსტუმრობენ..
- ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს იაპონელ სენსეებთან, 10 წლის ვიყავი, როცა ვარჯიში დავიწყე და მას შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ერთი დღეც არ ყოფილა ვარჯიშის გარეშე. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გავაქვს იაპონელ სენსეებთან, მით უფრო იაპონელ საბრძოლო ხელოვნებებში, სენსეისა და მოსწავლეს შორის სხვანაირი დამოკიდებულებაა.
- რაში მდგომარებს დარბაზის უნიკალურობა და რას ფიქრობთ, იაპონური საბრძოლო სახეობებისთვის უფრო დამახასიათებელია წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე თუ ბალანსის პოვნა სულსა და სხეულს შორის?
- ჩვენთვის სპორტი აღიქმება, როგორც პიროვნული ზრდისა და განვითარების ბერკეტი, მე არ ვთვლი, რომ გოჯუ-რიუ არის სპორტი, ვთვლი რომ ეს არის ტრადიციული საბრძოლო ხელოვნება, რომელიც ბალანს, სხეულსა და შინაგან მდგომარეობას ავითარებს. გოჯუ-რიუ მაგარის და რბილის ხელოვნებაა, მე ვეძახი ბალანსის ხელოვნებას. როცა სენსეი ატარებს ვარჯიშს სენსეიც უნდა ვარჯიშობდეს, ეს არის მნიშვნელოვანი, შინაარსი სწავლებაში, დოჯოს ფიცის ერთ-ერთი ნაწილი არის - არასდროს დანებდე, რაც ნიშნავს არამხოლოდ გაუწიო წინააღმდეგობა სხვას, არამედ არასდროს შეწყვიტო მუშაობა საკუთარ თავზე.
- აკადემიაში ხშირად ტარდება შეხვედრები წარმატებულ სპორტსმენებთან..
- ჩვენთის ძალიან მნიშვნელოვანია ადამაიენბის ღვაწლის დანახვა და დაფასება, იმ ადამაინების მოყვანა რომლებმაც თავის სფეროში წარმატებას მიაღწიეს. ჩვენთან მოდიან არამარტო წარამტებული სპორტსმენები, არამედ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და ტარდება შეხვედრები. სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის თვითგანვითრება, ბულინგი, პროფესიის არჩევა, ასევე ემოციური ბალანსი და ა.შ. აქ მხოლოდ ჩემპიონები არ მოდიან სტუმრად, ჩვენ ვმასპინძლობთ ადამაინებს, რომლებიც მენტალურ განვითარებაზე მუშაობენ.
- რა ასაკიდან არის რეკომენდირებული გოჯუ-რიუზე ვარჯიში?
- 4-5 წლიდან განუსაზღვრელი ასაკით ვიღებთ დაინტერესებულ ადამიანებს. ჩვენ გვაქვს პროგრამა სახელად - ტორა ქიდს, ტორა იაპონიური სიტყვაა და ვეფხს ნიშნავს, - ეს ვარჯიშები ძირითადად ცხოველების იმიტაციებს მოიცავს და ასეთი სავარჯიშოები ბავშვებისთვის მარტივია, ამით ბალანსი მწყობრშია და ფუნდამენტი აქვთ ტექნიკური მუშაობისთვის.
- რას ფიქრობთ, ამ დროისთვის თქვენმა თავდაპირველმა გეგმამ შედეგს გადააჭარბა?
- ამ ყველაფერში უდიდესი დროა ჩადებული, რაც შედეგს გვაძლებს, აქ მოსული ადამაინები, ახალგაზრდები, რომლებიც აქ არიან ეს არის ამ იდეის გამოძახილი, როცა ისინი არიან მოწესრიგებულები, ღირსეული მოქალაქეები, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი.
- რა არის სამომავლო გეგმები?
- ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოული ადამიანი, ვინც აქ მოდის და ოდნავი ტრანსფორმაცია ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. არ არის აუცილებელი ყველა მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს. ადამაინები ეჯიბრებიან საკუთარ თავს, რომ გახდნენ უკეთესები, ვიდრე იყვნენ გუშინ, შესაბამისად, ჩვენი სამომავლო გეგმაც ეს არის რომ აკადემია იყოს ცოდნის წყარო, სადაც ადამიანები მიიღებენ ცოდნას და მომავალში გაყვებათ. ჩვენი მიზანია, იყვნენ ჯანსაღი ადამაინები და ჩვენ ქვეყანას ყავდეს ღირსეული და ძლიერი მოქალაქეები.
- ზრდასრულ ადამაინს რამდენად შეუძლია დაეუფლოს გოჯუ-რიუს?
- ვთვლი ზრდასრულებისთვის ეს არის ერთ-ერთი ის ადგილი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას განაახლონ ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა, გოჯუ-რიუ არ არის ლიმიტირებული ასაკისთვის. ერთხელ ჩემმა იაპონელმა სენსეიმ მითხრა, ცხოვრება არის ლოდი, რომელიც ნელ-ნელა მოიწევს ზემოდან და შენ უნდა იყო მედეგი, გამძლე, რომ ამ ლოდს გაუძლო, როგორც წესი ასაკის მატებასთან ერთად ფეხებიც გვიკანკალდება, ზურგშიც ვიხრებით და ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შეასძლებლობის მაქსიმუმი გვაკეთოთ და გავეჯიბროთ საკუთარ თავს.
- აღნიშნეთ, რომ ათწლეულებია ამ სპორტში ხართ, პირადად თქვენი გამოცდილებით, რა მისცა გოჯუ-რიუმ თქვენს სულიერ და ფიზიკურ სამყაროს?
- ჩემი ცხოვრება ასოცირდება ამ საქმიანობასთან და არც მიფიქრია სხვა საქმე. რომ არა ეს საქმიანობა რადიკალურად სხვა ადამიანი ვიქნებოდი, იმდენად მაპოვნინა ჩემი ადგილი და ჩემი თავიც, ზოგადად ვთვლი, რომ თუ გიყვარს საქმე, წარმატებას მიაღწევ, მთავარია ამ გზაზე ეჭვი არ შეგეპაროს შენ სიყვარულში და მიხვალ შენ გაზამდე. აღმოსავლურ ფსიქოლოგიაში გზა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მიზანი და მეც ჩემ მოსწავლეებს ამ გზის მნიშვნელობას ვუხსნი და ვთვლი, რომ მე მაგალითი ვარ მათთვის და არ მაქვს უფლება ისე მოვიქცე მათთან არ ვიყო პირნათელი.
- ბალანსზე, ზრუნვაზე, პასუხისმგებლობაზე, პატივისცემასა და ჰუმანიზმზე საუბრობთ, რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის?
- მე რაც მაკლია არის ერთმანეთის პატივისცემის მეტი გამოხატვა, მეტი ემპათია ადამაინებს შორის, რასაც ჩვენ ვასწავლით, ეს არის მეტი პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, ერთმანეთის მიმართ იყვნენ მეტად ტოლერანტულები და მეტად გამოხატონ პატივისცემა. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე საკუთარ თავში თავდაჯერებულობა, რაც შრომას მოაქვს, მე საკუთარი თავის მჯერა მაშინ, როცა ბევრი ვიშრომე, შესაბამისად, 3 რაღაც არის მნიშვნელოვანი, - ერთმანეთის პატივისცემა, შრომისმოყვარეობა და ემპათია ადამაინებს შორის.















