1. ლივერპული - 237 მილიონი ევრო - პირველ ადგილზე არიან მერსისაიდელები, რომლებმაც კატალონიელებს მიყიდეს სამი ფეხბურთელი, 237 მილიონის ფასად. საუბარია ხავიერ მასკერანოზე, ლუის სუარესსა და ფილიპე კოუტინიოზე. როგორც ვხედავთ, "ბლაუგრანა" პერიოდულად იფორმებდა "წითლების" წამყვან მოთამაშეებს.
2. სევილია - 180 მილიონი ევრო - მეორე ადგილს იკავებენ "დალაქები", რომლებისგანაც "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" სხვადასხვა დროს 8 ფეხბურთელი გადმოიბირეს. ანდალუსიიდან კამპ ნოუზე გადმოვიდნენ ჟიულ კუნდე, კლემან ლანგლე, დანი ალვეში, ივან რაკიტიჩი, ალექსის ვიდალი, სეიდუ კეიტა, ლუის ადრიანო და ლიუკ დე იონგი.
3. ვალენსია - 168 მილიონი ევრო - ბარსელონამ "ღამურებისგან" სხვადასხვა დროს შვიდი ფეხბურთელი გადმოიბირა. ესენი არიან - დავიდ ვილა, ანდრე გომეში, პაკო ალკასერი, ნორბერტო ნეტო, ჟერემი მატიე, ჟორდი ალბა, ჯეისონ მურილო. მათ შორის ყველაზე წარმატებული და ძვირადღირებული იყო ვილა, რომელიც კატალონიელებმა 40 მილიონად იყიდეს.

4. ატლეტიკო - 154 მილიონი ევრო - "ბლაუგრანამ" მადრიდისგან იყიდა ანტუან გრიზმანი (120 მილიონი ევრო) და არდა თურანი (34 მილიონი ევრო), მათმა საერთო ღირებულებამ 150 მილიონს გადააჭარბა. ფრანგი ფორვარდის ტრანსფერი საფეხბურთო სამყაროში შეფასებულია, როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელი გარიგება.
5. დორტმუნდი - 135 მილიონი ევრო - ბორუსიადან "ლურჯ-ბროწეულისფრებში" გადავიდა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი - ოსმან დემბელე. მისმა სატრანსფერო ფასმა გადააჭარბა 130 მილიონს, მაგრამ კამპ ნოუს ბინადრებს ის ვერაფერში გამოადგა. ფრანგმა ვინგერმა დროის უმეტესი ნაწილი ლაზარეთში გაატარა.
6. აიაქსი - 120 მილიონი - ამსტერდამსა და ბარსელონაში უთამაშია უამრავ ფეხბურთელს, ნიდერლანდულმა კლუბმა კი თავისი ბიუჯეტი ამ ყველაფრით 120 მილიონით შეივსო. პირველ რიგში, გამოსარჩევია ფრენკი დე იონგი, რომლის სანაცვლოდ კატალონიელებმა 86 მილიონი გადაიხადეს. ასევე, მსხვილი თანხის გადახდა "ბლაუგრანას" სერჟინიო დესტისა და იასპერ სილესენის სანაცვლოდ მოუწია.

7. არსენალი - 113 მილიონი ევრო - "ლურჯ-ბროწეულისფრების" ფავორიტი გუნდი ფეხბურთელების გადმობირების მხრივ. ლონდონიდან შვიდი ფეხბურთელი შეიძნეს. პირველ რიგში გამოსარჩევები არიან: ტომას ვერმალენი, ალექს სონგი, სესკ ფაბრეგასი, ალექსანდერ გლები, ტიერი ანრი, მარკ ოვერმარსი.
8. სანტოსი - 88 მილიონი ევრო - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, თანაც ვინ?! ნეიმარ ჟუნიორი, რომელმაც ლიონელ მესისა და ლუის სუარესთან ერთად, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრიო შექმნა. ამის მიუხედავად, ცხადია, ბრაზილიელი ფორვარდისგან მაინც უფრო მეტის მოლოდინი იყო.

9. იუვენტუსი - 79 მილიონი ევრო - ტურინიდან კამპ ნოუზე გადასულ ფეხბურთელებს შორის, პირველ რიგში, გამოსარჩევია მირალემ პიანიჩი, რომლის ტრანსფერი 60 მილიონი დაჯდა. ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ ლილიან ტურამი და ჯანლუკა ძამბროტა, რომლებიც კალჩოპოლის შემდეგ, სწორედ ბარსაში გადავიდნენ.
10. ინტერი - 75 მილიონი - კატალონიელებსა და მილანელებს შორის მთავარი გარიგება 2009 წლის ზაფხულში შედგა, როდესაც ერთი მიმართულებით წავიდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, საპირისპიროდ კი სამუელ ეტო'ო. "ბლაუგრანამ" "ნერაძურის" ასევე 70 მილიონამდეც გადაუხადა. იმავე ზაფხულს 5 მილიონად მაქსველ ანდრადეც შეიძინეს.


















